ტრამპი მუშაობს უკრაინის გამარჯვების ფონდის შექმნაზე, რომელიც ჩინეთისთვის ახალ ტარიფებზე დაფუძნებული შემოსავლით დაფინანსდება — The Telegraph
აშშ-ის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ წარმოადგინოს აღნიშნული ფონდის გეგმა ევროპელი კოლეგებისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვალინდელი ვაშინგტონში ვიზიტის წინ.

🎉2
რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 31-ე შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ 19 ქვეყანა მზადყოფნას გამოვთქვამს უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუწიოს PURL-ის პროგრამის და ორმხრივი საფუძვლების ფარგლებში.
"ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ პუტინს, რომ ის ამ ომში ვერასოდეს გაიმარჯვებს." - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ

🫡1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი:
"ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან- უკრაინულ დელეგაციასთან ერთად განვიხილეთ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადების დეტალები.
გავცვალეთ მოსაზრებები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების არქიტექტურა — არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც.
ასევე, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს."

🙏2
🗣 შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის ბოლო ანგარიში ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, ყველაზე კარგი მაგალითია, რომ ვენეციის კომისია იქცა “პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად” და არა სამართლებრივის.
🗣 ხოლო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ვინც აფინანსებს გადატრიალებას, არ სურთ ეს კანონები იყოს მიღებული.
https://jam-news.net/ge/veneciis-komisiis-daskvna-2/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR6hm8mdCqshPlGqDVwBGWq2J7iRAw5PGkgeV0vzvCaswbOYsufQYlQERyv6zQ_aem_4O561Ob_O6KOV7e_qKHjPA

ჯემნიუსი
ამ კანონებს, რა თქმა უნდა, არ გავაუქმებთ - "ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება - JAMnews
ვენეციის კომისიის დასკვნა. ვენეციის კომისიის ბოლო ანგარიში ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე,
😡2
სომხეთის სასულიერო ცენტრმა, ეჩმიაძინის წმინდა საყდარმა, არაგაცოტნის ეპარქიის საღმოსავანკის მონასტრის მოძღვრის, მამა პარენ არაქელიანის დაკავების შესახებ განაცხადა. ასევე დააკავეს რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის არაგაცოტნის ეპარქიის წინამძღვარი, მკრტიჩ პროშიანი. თავდაპირველად მედიაში შვიდი სასულიერო პირის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი ათი. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური და საგამოძიებო კომიტეტი ეპარქიის შენობაში ოპერატიულ საქმიანობას აგრძელებენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის“ ხელმძღვანელმა დანიელ იოანიანსიანმა განაცხადა, რომ მან სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა პროკურატურაში საზოგადოებრივ ტელევიზიაში მღვდელ არამ ზოჰრაბიანთან ინტერვიუს საფუძველზე. მღვდელმა განაცხადა, რომ “2021 წელს, სომხურ წმინდა სამოციქულო ეკლესიაში, ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო აქციებში მონაწილეობის იძულებას“.
ეჩმიაძინის მთავარეპისკოპოსის პრესმდივნის, ესაი არტენიანის თქმით, ხელისუფლებამ სასულიერო პირების დაკავება “საეკლესიო კამპანიის ნაწილად უნდა განიხილოს“.https://jam-news.net/ge/mghvdlis-intervius-shemdeg-somkhetshi-sasuliero-pirebi-daakaves/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR4n_FohpqLvLWxbvkYyFl5Zth6Q3BNYC3lisIL1qBHaxZ-68GmUMRnL8levEg_aem_-5rltMpZsH0VUGeEULN5LA

მღვდლის ინტერვიუს შემდეგ: სომხეთში სასულიერო პირები დააკავეს - JAMnews
სომხეთში დაკავებული სასულიერო პირები: რა არის ცნობილი ამ დროისთვის. დაკავებულებს შორისაა არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი, კათოლიკოსის
👻1
რამიზ მეჰდიევი, ათწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანის პოლიტიკურ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, ღალატისა და ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობისთვის გამოძიების ქვეშაა.
ბაქოს საბაილის რაიონული სასამართლოს განკარგულებით, იგი შინაპატიმრობაშია.
https://jam-news.net/ge/ramiz-mehdievi-azerbaijanuli-politikis-rukhi-kardinalidan-shinapatimrobamde/

რამიზ მეჰდიევი - აზერბაიჯანული პოლიტიკის "რუხი კარდინალიდან“ შინაპატიმრობამდე - JAMnews
აზერბაიჯანის „ნაცრისფერი კარდინალი“ დააკავეს: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს რამიზ მეჰდიევს ბრალი ღალატსა და სახელმწიფო
👎1
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.
საქართველოს საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე მისვლას “ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციაში” შეერთებას უწოდებს და ვალტონენს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
https://jam-news.net/ge/elina-valtonenis-viziti/

საპროტესტო ნოტა, 500 ლარი ჯარიმა და გაუქმებული შეხვედრა - როგორ ჩაიარა ელინა ვალტონენის ვიზიტმა საქართველოში - JAMnews
ელინა ვალტონენის ვიზიტი. ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო
💊1
Politico-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის ცვლილება უკრაინის საკითხზე თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება — ეს კი კიევს იმედს აძლევს, რომ თეთრი სახლის ლიდერი რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრ ხაზს გაატარებს, რათა მოსკოვი მოლაპარაკებებზე იძულებით მიიყვანოს.
გამოცემის წყაროების თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპი უკრაინისადმი უფრო კეთილგანწყობილი გახდა, მისი ერთობლივი სამიტი იყო ვლადიმირ პუტინთან, რომელიც ალასკაზე გაიმართა.
Politico აღნიშნავს, რომ ტრამპმა პუტინი გულთბილად მიიღო — ალასკაზე მას წითელი ხალიჩა დაუგეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში ყოველდღიურად ასრულებს სამხედრო დანაშაულებს მისი ბრძანებით.
პუტინი აშშ-ში ისეთი პატივით მიიღეს, თითქოს ის მეგობარი იყოს და არა აგრესორი სახელმწიფოს ლიდერი, რომელმაც სუვერენულ ევროპულ ქვეყანაზე იერიში მიიტანა — თანაც ისე, რომ არ არსებობდა წინასწარი შეთანხმება არც სერიოზულ დათმობებზე და არც ზავის შესაძლებლობაზე.

👌2
შეერთებული შტატები ევროპიდან და სამხრეთ აფრიკიდან უპირატესად თეთრკანიან ლტოლვილებს მიიღებს - The New York Times.
🗿1
თვითმმართველობის არჩევნებს ოცნების მოწვევით, დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი, ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი აკვირდებოდა | ინფორმაციას მითების დეტექტორი ავრცელებს.
"ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი ხელმძღვანელობს სამგლოვიარო სერვისების კომპანია Caritas Obsèques-ს და სადამკვირვებლო საქმიანობასთან მისი კავშირი ღია წყაროებში არ ფიქსირდება" | წერს მითების დეტექტორი.

🥴3
Forwarded from Euroscope
საფრანგეთის ახალი პრემიერი პარლამენტში უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას გადაურჩა. კენჭისყრაზე საკითხი ულტრამემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ დააყენა, მაგრამ 18 ხმა დააკლდა. გაიმართება მეორე კენჭისყრაც, რომლის ინიციატორი ამჯერად ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენის „ეროვნული კრებაა“, თუმცა მოსალოდნელია, რომ უნდობლობის ვოტუმზე მეორე კენჭისყრაც ოპოზიციისთვის წარუმატებელი იქნება.
❤1👀1
“პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ შიში ჩვენი თავისუფალი საზოგადოების პარალიზებას მოახდენს და ძირს გამოუთხრის ჩვენს მზადყოფნას რომ გადამწყვეტად ვიმოქმედოთ. მაგრამ ის ცდება - ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, წინააღმდეგობას ბოლომდე გავუწევთ." - ფრიდრიხ მერცი.
🤗1
·
"ამ ქვეყანაში წარმოუდგენელი უკვე არაფერია, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციული დაჯარიმება მისი დიპლომატიური ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ წესებს, ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. ასეთი რამე "ბანანის რესპუბლიკებშიც" არ ხდება, ფსიქოპატმა გაუნათლებლებმა ქვეყანა სამასხარაოდ აქციეს" - წერს იურისტი, გიორგი ბერაია სოციალურ ქსელში.

💯3💩1
16 ოქტომბრის ღამით, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
სარატოვში აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა რუსულ ტელეგრამარხებზეც. ადგილობრივები წერდნენ რომ აფეთქებბები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად მოხდა.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც ადრე კრეკინგის ქარხნის სახელით იყო ცნობილი და ნავთობკომპანია "როსნეფტის" შემადგენლობაში შედის. ქარხნის სიმძლავრე 2020 წელს 7.2 მილიონი ტონა იყო, ხოლო 2023 წელს - 4.8 მილიონი ტონა.
ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებაშია ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალებმა ამ ობიექტს ზუსტად ერთი თვის წინ, 2025 წლის 16 სექტემბერსაც დაარტყა.

🔥2
"ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ დაკისრებული ჯარიმა მსოფლიოსთვის სიგნალია: "ქართული კოშმარი" აშინებს დიპლომატებს, აჩუმებს მოქალაქეებს და უგულებელყოფს ევროპულ პრინციპებს. მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები იგნორირებულია და თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. ევროპამ თვალი არ უნდა აარიდოს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
👍3
ჩერნიგოვში ერთ-ერთ სკვერს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭა.
ჩერნიგოვის ერთ-ერთ სკვერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევენ. გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს ჩერნიგოვის საკრებულოს 46-ე საგანგებო სხდომაზე მიიღეს — ინიციატივას 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, იუწყება Суспільне.
პროექტის ავტორი „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციის ხელმძღვანელი მარინა სემენენკოა. საუბარია შერსტიანკას მიკრორაიონში მდებარე „სათამაშო“ სკვერზე („Казка“).
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სკვერის სახელის შეცვლა მიზნად ისახავს „თანამედროვე ეპოქის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის პატივისცემას და ჩერნიგოვის აღდგენის პროცესისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას“.

❤1🤓1
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე ვენეციის კომისიამ სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
"ვენეციის კომისიამ წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე. ეს საჩივარი ზუსტად ერთი წლის წინ გაიგზავნა, რეკორდულად სწრაფ ვადაში დაკომუნიცირდა და კომუნიკაციის ეტაპიც დასასრულს უახლოვდება.
ეს ის საქმეა, რუსთავი 2 და არამარტო, სიუჟეტებს რომ ამზადებდნენ და გვაბრალებდნენ, თითქოს საქმე საერთოდ არ იყო გაგზავნილი. ჩაბარების დასტური გვაჩვენეთო.
ვენეციის კომისია არაა ერთადერთი, ვინც მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ამ საქმეზე. ძალიან ავტორიტეტულმა სხვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ ასევე გააგზავნა სასამართლო მეგობრის პოზიციები სტრასბურგის სასამართლოში". - წერს ქურდოვანიძე.

🍾1
სერგეი ლავროვი:
"ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ბაიდენის ომს, ტრამპის ომად გარდაქმნის.
ეს ასევე გამოიწვევს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განსაკუთრებით საშიშ დონეზე გამწვავებას. დარწმუნებული ვარ, მათ ეს კარგად ესმით”.

💩3