Telegram Web Link
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური გაათავისუფლეს. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ღუდუშაურმა საპყრობილე გუშინ დატოვა.

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შეამდგომლობით სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა.

ინფორმაცია ექს მაღალჩინოსნის გათავისუფლების შესახებ "შაბათის ეთერს" ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ დაუდასტურა.
🤔1
"უკრაინა აძლიერებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, მიღებულია მთელი რიგი გადაწყვეტილებები. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, რათა ხალხს ჰქონდეს შუქი, სითბო და წყალი." - იულია სვირიდენკო.
👍2🫡1
Forwarded from Euroscope
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ნარკოკარტელების წყალქვეშა ნავი გაანადგურეს, რომელიც შტატებისკენ მიცურავდა. ბორტზე მყოფი 4 პირიდან 2 დაიღუპა. დანარჩენი ორს სამშობლოში გაგზავნიან. ერთი კოლუმბიელია, მეორე ეკვადორელი.
🤨1
Forwarded from Euroscope
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ტრამპის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს ბოსტონშიც.
🤩1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
მსოფლიოს მეორე არმია
🎃1
პოლონელმა მოსამართლემ, რომელმაც უარყო გერმანიის მოთხოვნა უკრაინელის ექსტრადიციის შესახებ, განაცხადა, რომ თუნდაც უკრაინას აეფეთქებინა "ჩრდილოეთის ნაკადი“, ეს არ არა დანაშაული, არამედ სამართლიანი სამხედრო ოპერაცია იყო.

"თუ უკრაინამ და მისმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს შეიარაღებული მისია მტრის მილსადენების გასანადგურებლად, რასაც სასამართლო არ ამტკიცებს, მაშინ ეს ქმედებები არ იყო უკანონო, პირიქით, ისინი გამართლებული, რაციონალური და სამართლიანი იყო. უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები და ყველა, ვინც მოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფარგლებში, სპეცრაზმის ჩათვლით, არ შეიძლება ჩაითვალოს ტერორისტად ან დივერსანტად, რადგან სამშობლოს დაცვის ნებისმიერი საჭირო საშუალებით, ისინი ასუსტებენ მტერს“, – განაცხადა მოსამართლემ.
😎1
პუტინის გზა: 5000 კილომეტრი ტრამპთან შესახვედრად

Airlive-მა გამოაქვეყნა პუტინის ფრენის მარშრუტი უნგრეთში ტრამპთან გამართულ სამიტამდე.
ევროკავშირის სივრცის დახურვის გამო, თვითმფრინავი იძულებული იქნება გაიაროს თურქეთის, ბალკანეთისა და სერბეთის გავლით — შავი ზღვის თავზე არსებული რისკებით.

ასეთი შემოვლითი მარშრუტი დაახლოებით 3500 კილომეტრით გაახანგრძლივებს გზას და სამ საათს დაუმატებს ფრენის ხანგრძლივობას.

ექსპერტების შეფასებით, ეს მარშრუტი საჭიროებს თურქ და სერბ დისპეტჩერებთან შეთანხმებას, ასევე სარეზერვო გეგმების შემუშავებას ამინდისა თუ დიპლომატიური გაუგებრობების შემთხვევისთვის.

ბუდაპეშტში მოგზაურობა პუტინისთვის უკვე სპეცოპერაციას ჰგავს.
😈1
Economist-ის ინფორმაციით, 2025 წელს 1 დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცზე 5 მოკლული ოკუპანტი მოდის.

რუსეთის ზაფხულის შეტევა, რომელზეც პუტინი დიდ იმედებს ამყარებდა - სრული კრახით დამთავრდა, მობილოზაციის რეკორდული ციფრების მიუხედავად.

Economist-ის ინსაიდერების შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1.4 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, აქედან დაახლოებით 500 ათასი მოკლულის სახით, რაც ფოტო და ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება.
1🍾1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
❗️ტრამპმა TruthSocial-ზე გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო, სადაც ის გამანადგურებლიდან მომიტინგეებს ტალახს ესვრის.

🇺🇸 გუშინ აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ქუჩის საპროტესტო მასობრივი აქციები გაიმართა ლოზუნგით „არავითარი მეფეები“.
🤮1
🔻 Washington Post: ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა ომის დასრულების სანაცვლოდ, დონეცკის რეგიონი მოითხოვა. ინფორმაციას, ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.

🔴 ტრამპი პუტინს ზელენსკისთან შეხვედრამდე, რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.

🔴 Washington Post-ის წყაროების ცნობით, ამავე საუბარში პუტინმა გამოთქვა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების იმ ნაწილის "დათმობის მზაობა", რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ არაა.

🔴 კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, ევროპელმა დიპლომატმა, Washington Post-ს განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ამას დათანხმდეს - „ეს იგივეა, რაც მათთვის საკუთარი ფეხის გაყიდვა უმიზეზოდ“, - თქვა დიპლომატმა.

📍 დონალდ ტრამპს პუტინის მოთხოვნებზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ორივე მხარე „იქ უნდა გაჩერდეს, სადაც არიან“.
💩1
CNN-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში განიხილება დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრა.

ამჟამად ვაშინგტონს და ფხენიანს შორის პირდაპირი კონტაქტები არ არსებობს, თუმცა ტრამპის წინადადებას, მოლაპარაკებების გამართვის შესახებ 2025 წლის დასაწყისში პასუხი არ გაეცა.

წყაროების ინფორმაციით, გასულ თვეს კიმ ჩენ ინმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ტრამპთან ახალი მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა იმ პირობით, რომ ამერიკა შეწყვეტს ზეწოლას ფხენიანის ბირთვულ განიარაღებაზე.
🥴1
"უკრაინას არასდროს სურდა ომი. ჩვენ დავთანხმდით უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ვეძებდით მშვიდობის შესაძლებლობებს და არაერთხელ შევთავაზეთ მსოფლიოს, თუ როგორ შეეჩერებინათ დარტყმები ცაში, ხმელეთზე და ზღვაზე. თუმცა, სწორედ რუსეთია ის, ვინც მუდმივად ანელებს ამ პროცესს - მანიპულირებს, აჭიანურებს მოლაპარაკებებს, ატერორებს ჩვენს ხალხს საჰაერო დარტყმებით. ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს არ სურს მისი დასრულება.

თითქმის ყოველდღე, რუსი ტერორისტები ასობით თავდასხმას ახორციელებენ ჩვენს კრიტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 3270-ზე მეტი სადესანტო დრონი, 1370 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 50 რაკეტა. ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას და ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.... პუტინს სიტყვებით ვერ შეაჩერებ - საჭიროა ზეწოლა. მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი ძალაზე რეაგირებს, ამიტომ მშვიდობამ ძალის მეშვეობით შეიძლება იმუშაოს. უკრაინა არ დააჯილდოებს ტერორისტებს მათი დანაშაულებისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს დაუჭერენ ამ პოზიციას. აშშ-ს, ევროპის, G20-ის და G7-ის ქვეყნების მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ჩვენ გვჭირდება სიცოცხლის დაცვა. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება." | ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.
💯1
გერმანიამ საქართველოდან ელჩი გაიწვია (დროებით) თავდასხმების გამო. საქართველოს ხვალ ევროკავშირის საგარეო საბჭოები მიმართავს.
1
პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დროებით დაიხურა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ძარცვა დღეს დილით მოხდა, როდესაც მუზეუმი იხსნებოდა. ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებს.

მუზეუმის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ის „განსაკუთრებული მიზეზების გამო“ დაიხურა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუხმაურებია. ფრანგული მედიის ცნობით, მოპარულია სამკაულები.

ლუვრში მრავალი ცნობილი ხელოვნების ნიმუში და სხვა ძვირფასი ნივთი ინახება.
😱2
🚩 ჟურნალისტი ვახო სანაია გზის გადაკეტვის გამო დააკავეს.

🔴 არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა,­ დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, ლაშა მარგიანი, შალვა ჩუბინიძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

🔴 იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ დაკავებულ ლარა ნაჭყებიას ტროტუარზე შარფით ყოფნას ედავებიან.

🗣 "ერთადერთი, რასაც ამ ადამიანს ედავებიან არის ის, რომ ტროტუარზე შარფით იდგა და შარფით სახეს იფარავდა ტროტუარზე. გზის გადაკეტვაზე არაფერს არ ამბობენ იმას, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო. ადამიანი არის დაკავებული ტროტუარზე შარფით დგომის გამო. ეს მუხლი ითვალისწინებს 15-დღემდე პატიმრობას, როგორც ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს ამას“, - აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი "ტვ პირველთან“.

🗣 "დააკავეს საცხოვრებელი სახლის ეზოში დაახლოებით 11:00 საათზე. ამის შემდეგ მეუღლეს განუცხადეს, რომ მიჰყავდათ სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო და ისიც უთხრეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა უნდა დაეწერათ მისთვის 5 000 ლარიანი და შემდეგ გამოუშვებდნენ”, - აცხადებს კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი და დასძენს, რომ სახალხო დამცველიც ჩართულია საქმეში, რომ გაგვიწიოს კოორდინირება, თუ სად ჰყავთ დაკავებული.
🤬3
დღეს!
👍1
პუტინმა ვერ შეძლო რუსული ბაზების შენარჩუნებაზე შეთანხმება.

რუსეთის ორი საკვანძო სამხედრო ობიექტის — ხმეიმიმის ავიაბაზისა და ტარტუსის საზღვაო ბაზის — ბედი კვლავ გაურკვეველია.

სირიის ახალი ლიდერის, აჰმედ აშ-შაარას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბაშარ ასადის მმართველობის პერიოდში გაფორმებული შეთანხმებები 'შეჩერებულია და გადახედვას საჭიროებს“ - ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასაად აშ-შიბანიმ განაცხადა.

მისი თქმით, დამასკო რუსეთთან ურთიერთობებს აპირებს "სირიის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“ — ყოველგვარი ისეთი დათმობების გარეშე, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს ზღუდავს.

გარდა ამისა, მოლაპარაკებებზე განიხილეს თავად ბაშარ ასადის გადაცემის საკითხიც — ის 2024 წლის დეკემბერში რუსეთში გადაიხვეწა.

ამრიგად, მიუხედავად რუსეთის პროპაგანდის გამარჯვებულ ტონისა, ბაზებზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა.
👻1
2025/10/25 07:27:53
Back to Top
HTML Embed Code: