Telegram Web Link
პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დროებით დაიხურა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ძარცვა დღეს დილით მოხდა, როდესაც მუზეუმი იხსნებოდა. ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებს.

მუზეუმის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ის „განსაკუთრებული მიზეზების გამო“ დაიხურა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუხმაურებია. ფრანგული მედიის ცნობით, მოპარულია სამკაულები.

ლუვრში მრავალი ცნობილი ხელოვნების ნიმუში და სხვა ძვირფასი ნივთი ინახება.
😱2
🚩 ჟურნალისტი ვახო სანაია გზის გადაკეტვის გამო დააკავეს.

🔴 არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა,­ დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, ლაშა მარგიანი, შალვა ჩუბინიძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

🔴 იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ დაკავებულ ლარა ნაჭყებიას ტროტუარზე შარფით ყოფნას ედავებიან.

🗣 "ერთადერთი, რასაც ამ ადამიანს ედავებიან არის ის, რომ ტროტუარზე შარფით იდგა და შარფით სახეს იფარავდა ტროტუარზე. გზის გადაკეტვაზე არაფერს არ ამბობენ იმას, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო. ადამიანი არის დაკავებული ტროტუარზე შარფით დგომის გამო. ეს მუხლი ითვალისწინებს 15-დღემდე პატიმრობას, როგორც ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს ამას“, - აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი "ტვ პირველთან“.

🗣 "დააკავეს საცხოვრებელი სახლის ეზოში დაახლოებით 11:00 საათზე. ამის შემდეგ მეუღლეს განუცხადეს, რომ მიჰყავდათ სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო და ისიც უთხრეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა უნდა დაეწერათ მისთვის 5 000 ლარიანი და შემდეგ გამოუშვებდნენ”, - აცხადებს კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი და დასძენს, რომ სახალხო დამცველიც ჩართულია საქმეში, რომ გაგვიწიოს კოორდინირება, თუ სად ჰყავთ დაკავებული.
🤬3
დღეს!
👍1
პუტინმა ვერ შეძლო რუსული ბაზების შენარჩუნებაზე შეთანხმება.

რუსეთის ორი საკვანძო სამხედრო ობიექტის — ხმეიმიმის ავიაბაზისა და ტარტუსის საზღვაო ბაზის — ბედი კვლავ გაურკვეველია.

სირიის ახალი ლიდერის, აჰმედ აშ-შაარას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბაშარ ასადის მმართველობის პერიოდში გაფორმებული შეთანხმებები 'შეჩერებულია და გადახედვას საჭიროებს“ - ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასაად აშ-შიბანიმ განაცხადა.

მისი თქმით, დამასკო რუსეთთან ურთიერთობებს აპირებს "სირიის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“ — ყოველგვარი ისეთი დათმობების გარეშე, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს ზღუდავს.

გარდა ამისა, მოლაპარაკებებზე განიხილეს თავად ბაშარ ასადის გადაცემის საკითხიც — ის 2024 წლის დეკემბერში რუსეთში გადაიხვეწა.

ამრიგად, მიუხედავად რუსეთის პროპაგანდის გამარჯვებულ ტონისა, ბაზებზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა.
👻1
ტრამპი:

"კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო ნარკოტიკებით ვაჭრობის ლიდერია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ნარკოტიკების მასობრივ წარმოებას კოლუმბიის მასშტაბით დიდ და პატარა პლანტაციებზე.

ეს კოლუმბიაში უდიდეს ბიზნესად იქცა და პეტრო არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად, მიუხედავად შეერთებული შტატების მიერ გაწეული უზარმაზარი გადახდებისა და სუბსიდიებისა, რაც სინამდვილეში გრძელვადიანი თაღლითობაა.

დღეიდან, ეს გადახდები ან გადახდის ან სუბსიდიების სხვა ფორმები აღარ განხორციელდება კოლუმბიაში.

ამ ნარკოტიკების წარმოების მიზანია შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით პროდუქტის გაყიდვა, რაც გამოიწვევს სიკვდილს, ნგრევას და ქაოსს.

პეტრომ, დაბალი რეიტინგის მქონე და ძალიან არაპოპულარულმა ლიდერმა, რომელიც ამერიკის მიმართ მკაცრი სიტყვებით საუბრობს, ჯობია დაუყოვნებლივ დახუროს ეს „მკვლელობის ველები“, თორემ შეერთებული შტატები მათ მისთვის დახურავს და ეს არ გაკეთდება ლამაზად."
🤨1
სალომე ზურაბიშვილი: "გერმანიამ თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა - ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა"
🙈1
სასამართლოდან მოსამართლე ცეკვავამ გაფრთხილებით გაათავისუფლა გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებული თორნიკე თხილავა.

ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაკავებულის, ვახო მაჭავარიანისა და გიორგი ყიასაშვილის შესახებ.
ამ დროისთვის ვიცით, რომ გზის გადაკეტვისა და/ან სახის დაფარვის საბაბით კიდევ დაკავებულები არიან: ნინო სვანიძე, ლარა ნაჭყებია, ლევან მარგიანი, ლევან ჯობავა, ლაშა ჩხარტიშვილი, შალვა ჩუბინიძე, ვახო სანაია, საბა ხომერიკი, დავით გოგიჩაიშვილი.
11
ტრამპმა „ტომაჰავკების“ თემაზე რიტორიკა პუტინის ზარის შემდეგ შეცვალა? — რას ამბობს ზელენსკი

"მართლა არ ვიცი, რადგან (ტრამპთან) ზარამდე ჩვენ არ შეხვედრილვართ. მაგრამ ამ ეტაპზე… კარგია, რომ მან მაინც არ თქვა ‘არა’. ვფიქრობ, შესაძლოა ზარის შემდეგ ტრამპმა გააცნობიერა, რომ რუსებს ეს აშინებთ,“ — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
🙉1
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ შეერთებულ შტატებს გაზის ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ენერგოგენერაციაზე წინადადებები წარუდგინა — და აშშ მზად არის ევროპას მიაწოდოს გაზი და ნავთობი რუსეთის ჩასანაცვლებლად.

"ევროპას უნდა ჰქონდეს ნულოვანი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
👌2
ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა ბუდაპეშტში ჩასასვლელად და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუს დიქტატორზე უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა მოახდინოს, ვიდრე ჰამასზე.

„თუ ნამდვილად გვსურს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, ამ ტრაგედიის ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული. როგორ შეიძლება რაიმე შეთანხმება ჩვენს გარეშე?“ — აღნიშნა პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.
🙏1
„ტრამპის საჯარო გზავნილი ასე გავიგე — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. და მისი დასრულება უნდა დავიწყოთ იქიდან, სადაც ჯარისკაცები ახლა დგანან — ფრონტის ხაზიდან… არ უნდა მივცეთ პუტინს დამატებით ის, რაც მას უნდა, რადგან ის ტერორისტია,“ — განაცხადა ზელენსკიმ.
🆒1
გერმანიის მიუნხენის აეროპორტი დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო დროებით დაიხურა, - ინფორმაციას Associated Press-ი ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფედერალური პოლიციის ცნობით, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტი შაბათს ღამით დაიხურა და მოგვიანებით გაიხსნა. დღეს დილიდან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

ფედერალური პოლიციისა და აეროპორტის ცნობით, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა და აეროპორტის თანამშრომლებმა, დრონების სავარაუდო დაფიქსირების შესახებ განაცხადა.

აეროპორტის ცნობით, ფრენებსა და მგზავრებზე გავლენა უმნიშვნელო იყო. სამი რეისი გადამისამართდა - რომელთაგან ორი მოგვიანებით მიუნხენში დაეშვა - და ერთის გამგზავრება გაუქმდა.

ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე დრონები ან საეჭვო ადამიანები ვერ აღმოაჩინეს.
1👀1
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს.

მათივე თქმით, ადმინისტრაციული წარმოება 13 პირის მიმართ მიმდინარეობს.

კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.
🤬1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
„პუტინი რაღაცას წაიღებს — მან უკვე მოიპოვა გარკვეული ტერიტორია უკრაინაში,“ — განაცხადა ტრამპმა.
💩4
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
„ჩვენ ვერ გადავცემთ ჩვენს მთელ შეიარაღებას უკრაინას — უბრალოდ ვერ შევძლებთ ამას,“ — განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

„მე ძალიან კარგად ვექცეოდი ზელენსკის და უკრაინას, მაგრამ ვერ დავაყენებ შეერთებულ შტატებს საფრთხის ქვეშ,“ — დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.
🖕4
პორტუგალიის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პარტია Chega-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ბურკის, ფარანჯის და ნიქაბის საზოგადოებრივ ადგილებში ტარებას. როგორც მოსალოდნელი იყო, მემარცხენე დეპუტატებმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
2🤷‍♀1
გზის გადაკეტვისთვის ბრალდებულ ლევან მარგიანს 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდა
😡2
2025/10/25 01:28:55
Back to Top
HTML Embed Code: