Telegram Web Link
ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწრაფად იზრდება ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა, რაც რეგიონში რუსეთის ოდესღაც დომინანტური პოზიციის ეროზიაზე მეტყველებს.

ბრიტანული The Telegraph წერს, რომ ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან ჩინეთის ვაჭრობის ჯამური მოცულობა 2024 წლის მონაცემებით ორჯერ აღემატება ამ ქვეყნების ვაჭრობის ჯამურ მოცულობას რუსეთთან.

რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გასულ წელს 45 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა იგივე მაჩვენებელი ჩინეთთან 95 მილიარდ დოლარს აღწევს.

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ 2000-იანების წლების დასაწყისში მოცემულობა დიამეტრულად განსხვავებული იყო - ჩინეთთან რეგიონის ვაჭრობის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო რუსეთთან 9 მილიარდს აღემატებოდა.

ჩინეთთან ვაჭრობის მოცულობის ზრდა 2013 წელს, "ერთი გზა, ერთი სარტყელის" პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაიწყო. უკვე 2015 წელს მაჩვენებელი 30 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
🤷1
ნინო სვანიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
🤬1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

© Mo Se
👏2
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ნასტასია არაბულის ვიდეო
🥰2
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებს
🤬3
"ბაბუაჩემები მსხვერპლები იყვნენ (რეპრესირებულები), მაგრამ მე არ მივიჩნევ თავს მსხვერპლად იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. რა სასჯელსაც მომისჯით, პატივი იქნება ჩემთვის" | თქვა გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულმა ნინო სვანიძემ სასამართლო სხდომაზე
😍1
ვახო სანაია:

"რაც ვიდეომასალაში ჩანს, ასეა (შსს-ს წარმოდგენილში)
სხვადასხვა კატეგორიით ვფიქრობთ (შსს-ს წარმომადგენლებზე ამბობს, რომლებიც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან) - არანირი ხელოვნური გადაკეტვა არ ყოფილა, ესაა პროტესტის გამოხატვა და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.

ეს არ არის გზის ხელოვნური გადაკეტვა, ისინი ეყრდნობიან რაღაცა კანონს, რასაც მე არ ვცნობ და ეს კანონია თავად უკანონო.

ეს არაა ხელოვნური გადაკეტვა, ესაა ყველაზე ბუნებრივი რამ, რაც კი ხდება რუსთაველზე დღეს."
💯21
"ის [პუტინი] რაღაცას მოითხოვს. ვგულისხმობ, რომ ორივემ იომა და მას [პუტინს] ბევრი ტერიტორია აქვს.
ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ომში შედის, იგებს და შემდეგ ტოვებს [ტერიტორიას], ისე, როგორც პრეზიდენტ ბუშის დროს ახლო აღმოსავლეთში მოხდა, ჩვენ შევედით, გავანადგურეთ ყველაფერი და შემდეგ წამოვედით". - თქვა NBC-სთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა
🥴1
Financial Times-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დაეთანხმოს რუსეთის პირობებს ომის დასასრულებლად.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, რომელიც პარასკევს თეთრ სახლში გაიმართა, რამდენჯერმე გადაიზარდა ხმაურიან დაპირისპირებაში — ტრამპი „უდიდეს ბრაზს გამოხატავდა და შეხვედრის განმავლობაში გამუდმებით იგინებოდა“.

ტრამპმა ზელენსკის აცნობა, რომ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა — თუ უკრაინა არ დაეთანხმება მის პირობებს, ის უკრაინას „განადგურებს“.

Financial Times-ოს ცნობით,
აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდზე გადადო უკრაინის ფრონტის ხაზების რუკები, დაჟინებით მოითხოვა ზელენსკისგან დათმობა და დონბასის მთელი რეგიონის გადაცემა პუტინისთვის, და არაერთხელ გაიმეორა იგივე არგუმენტები, რაც რუსეთის ლიდერმა წინა დღეს სატელეფონო საუბარში გამოთქვა.

მიუხედავად ამისა, უკრაინამ საბოლოოდ შეძლო ტრამპის დარწმუნება იმაში, რომ მხარი დაეჭირა არსებული ფრონტის ხაზების გაყინვის იდეისთვის. თუმცა ეს დაძაბული შეხვედრა ნათლად ასახავდა ტრამპის პოზიციის არამდგრად ხასიათს და მის მზადყოფნას, მხარი დაეჭირა პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნებისთვის.
🖕2
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსმა ტერორისტებმა დამიზნებით დაარტყეს ДТЕК-ის კუთვნილ შახტას, რომელშიც ახლა 200-მდე ადამიანია მოყოლილი.

დაწყებულია სამაშველო-საევაკუაციო სამუშაოები.
🤬2
'' მინდა ვთქვა ერთი რამ - როგორც აქამდე გამოვხატავდით პროტესტს რუსთაველზე, აქედან რომ
გამოვალ, მერეც გადავკეტავ, აქვთ რაღაც მუხლები გადანახული და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მაინც ამოგთხრით! ძალიან მეძინება და მალე გამოაცხადეთ ეგ გადაწყვეტილება'' - ვახო სანაია სასამართლო პროცესზე
😘2
ვახო სანაიას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
👎2
უიტკოფი აღარ იქნება. აშშ-ის პარტნიორებს მოეწონათ პუტინთან სამიტის „კურატორის“ შეცვლა — WSJ

The Wall Street Journal-ის ცნობით, ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტის მომზადებას უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. წყაროების მიხედვით, ეს ცვლილება უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა დადებითად მიიღეს.
👏21
შალვა ჩუბინიძეს 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
😡1
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნახშირის მაღაროზე იერიში მიიტანა.

ინფორმაციას დონბასის თბოენერგეტიკული კომპანია (ДТЕК) ავრცელებს.

დარტყმის მომენტში მიწის ქვეშ 192 ადამიანი იმყოფებოდა, მიმდინარეობს მაღაროელების ევაკუაცია, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.

"გათბობის სეზონის დაწყებასთან ერთად მტერმა უკრაინულ ენერგეტიკაზე კვლავ მიიტანა იერიში. თავდასხმის მომენტში მიწის ქვეშ მაღაროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. მიმდინარეობს ჩვენი კოლეგების ევაკუაცია. ეს ბოლო ორ თვეში რიგით მეოთხე მასშტაბური იერიშია ДТЕК-ის საწარმოებზე". – წერია თბოენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.
😨1
18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულები:

ნინო სვანიძეს - 5 დღიანი, საბა ხომერიკს - 8, გიორგი ყიასაშვილს - 6, ლაშა ნაჭყებიას 4, ვახო სანაიას - 6, ლევან ჯობავას - 2 კვირა, შალვა ჩუბინიძეს - 2 კვირა
🤬1
რუსეთში, პერმის მხარეში, ბერეზნიკის ქვესადგური იწვის. რის გამოც, როგორც ადგილობრივი Telegram-არხები იუწყებიან, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - ჩამქრალია გარე განათებებიც. ასევე, ქალაქში წყლის დეფიციტია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია
👍21😈1
"კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ელჩ პიტერ ფიშერს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ასეთი თავდასხმები მხოლოდ აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას." -
წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევასთან დაკავშირებით.
👍1
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან დონბასის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი არ განუხილავს.

„ჩვენ ამას არასდროს განვიხილავდით. ვფიქრობთ, ისინი უბრალოდ უნდა შეჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც ახლა იმყოფებიან — ფრონტის ხაზზე. დანარჩენზე საუბარი ძალიან რთულია, როცა ამბობ: ‘თქვენ ამას იღებთ, ჩვენ — იმას’,“ — თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ დონბასი უნდა დარჩეს „როგორც არის“.

„ახლა ის უკვე გაყოფილია. ვფიქრობ, რუსეთი უკვე აკონტროლებს ტერიტორიის დაახლოებით 78%-ს. ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც ახლაა — დანარჩენზე შეიძლება მოგვიანებით შეთანხმდნენ.“
🥴1
2025/10/27 02:56:15
Back to Top
HTML Embed Code: