Telegram Web Link
"ის [პუტინი] რაღაცას მოითხოვს. ვგულისხმობ, რომ ორივემ იომა და მას [პუტინს] ბევრი ტერიტორია აქვს.
ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ომში შედის, იგებს და შემდეგ ტოვებს [ტერიტორიას], ისე, როგორც პრეზიდენტ ბუშის დროს ახლო აღმოსავლეთში მოხდა, ჩვენ შევედით, გავანადგურეთ ყველაფერი და შემდეგ წამოვედით". - თქვა NBC-სთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა
🥴1
Financial Times-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დაეთანხმოს რუსეთის პირობებს ომის დასასრულებლად.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, რომელიც პარასკევს თეთრ სახლში გაიმართა, რამდენჯერმე გადაიზარდა ხმაურიან დაპირისპირებაში — ტრამპი „უდიდეს ბრაზს გამოხატავდა და შეხვედრის განმავლობაში გამუდმებით იგინებოდა“.

ტრამპმა ზელენსკის აცნობა, რომ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა — თუ უკრაინა არ დაეთანხმება მის პირობებს, ის უკრაინას „განადგურებს“.

Financial Times-ოს ცნობით,
აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდზე გადადო უკრაინის ფრონტის ხაზების რუკები, დაჟინებით მოითხოვა ზელენსკისგან დათმობა და დონბასის მთელი რეგიონის გადაცემა პუტინისთვის, და არაერთხელ გაიმეორა იგივე არგუმენტები, რაც რუსეთის ლიდერმა წინა დღეს სატელეფონო საუბარში გამოთქვა.

მიუხედავად ამისა, უკრაინამ საბოლოოდ შეძლო ტრამპის დარწმუნება იმაში, რომ მხარი დაეჭირა არსებული ფრონტის ხაზების გაყინვის იდეისთვის. თუმცა ეს დაძაბული შეხვედრა ნათლად ასახავდა ტრამპის პოზიციის არამდგრად ხასიათს და მის მზადყოფნას, მხარი დაეჭირა პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნებისთვის.
🖕2
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსმა ტერორისტებმა დამიზნებით დაარტყეს ДТЕК-ის კუთვნილ შახტას, რომელშიც ახლა 200-მდე ადამიანია მოყოლილი.

დაწყებულია სამაშველო-საევაკუაციო სამუშაოები.
🤬2
'' მინდა ვთქვა ერთი რამ - როგორც აქამდე გამოვხატავდით პროტესტს რუსთაველზე, აქედან რომ
გამოვალ, მერეც გადავკეტავ, აქვთ რაღაც მუხლები გადანახული და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მაინც ამოგთხრით! ძალიან მეძინება და მალე გამოაცხადეთ ეგ გადაწყვეტილება'' - ვახო სანაია სასამართლო პროცესზე
😘2
ვახო სანაიას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
👎2
უიტკოფი აღარ იქნება. აშშ-ის პარტნიორებს მოეწონათ პუტინთან სამიტის „კურატორის“ შეცვლა — WSJ

The Wall Street Journal-ის ცნობით, ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტის მომზადებას უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. წყაროების მიხედვით, ეს ცვლილება უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა დადებითად მიიღეს.
👏21
შალვა ჩუბინიძეს 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
😡1
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნახშირის მაღაროზე იერიში მიიტანა.

ინფორმაციას დონბასის თბოენერგეტიკული კომპანია (ДТЕК) ავრცელებს.

დარტყმის მომენტში მიწის ქვეშ 192 ადამიანი იმყოფებოდა, მიმდინარეობს მაღაროელების ევაკუაცია, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.

"გათბობის სეზონის დაწყებასთან ერთად მტერმა უკრაინულ ენერგეტიკაზე კვლავ მიიტანა იერიში. თავდასხმის მომენტში მიწის ქვეშ მაღაროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. მიმდინარეობს ჩვენი კოლეგების ევაკუაცია. ეს ბოლო ორ თვეში რიგით მეოთხე მასშტაბური იერიშია ДТЕК-ის საწარმოებზე". – წერია თბოენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.
😨1
18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულები:

ნინო სვანიძეს - 5 დღიანი, საბა ხომერიკს - 8, გიორგი ყიასაშვილს - 6, ლაშა ნაჭყებიას 4, ვახო სანაიას - 6, ლევან ჯობავას - 2 კვირა, შალვა ჩუბინიძეს - 2 კვირა
🤬1
რუსეთში, პერმის მხარეში, ბერეზნიკის ქვესადგური იწვის. რის გამოც, როგორც ადგილობრივი Telegram-არხები იუწყებიან, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - ჩამქრალია გარე განათებებიც. ასევე, ქალაქში წყლის დეფიციტია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია
👍21😈1
"კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ელჩ პიტერ ფიშერს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ასეთი თავდასხმები მხოლოდ აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას." -
წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევასთან დაკავშირებით.
👍1
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან დონბასის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი არ განუხილავს.

„ჩვენ ამას არასდროს განვიხილავდით. ვფიქრობთ, ისინი უბრალოდ უნდა შეჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც ახლა იმყოფებიან — ფრონტის ხაზზე. დანარჩენზე საუბარი ძალიან რთულია, როცა ამბობ: ‘თქვენ ამას იღებთ, ჩვენ — იმას’,“ — თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ დონბასი უნდა დარჩეს „როგორც არის“.

„ახლა ის უკვე გაყოფილია. ვფიქრობ, რუსეთი უკვე აკონტროლებს ტერიტორიის დაახლოებით 78%-ს. ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც ახლაა — დანარჩენზე შეიძლება მოგვიანებით შეთანხმდნენ.“
🥴1
ახალ ქვეყნებს შესაძლოა მიეცეთ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა სრული ხმის უფლების გარეშე — Politico

Politico-ს ცნობით, ევროკავშირი ახალ მექანიზმზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც წევრობის მსურველი ქვეყნები სრულ უფლებებს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროკავშირი შეცვლის საკუთარ მუშაობის სისტემას — ისე, რომ ცალკეულ ქვეყნებს ვეტოს დადება გაურთულდეთ.
👏1
ზელენსკისთან შეხვედრის დროს ტრამპმა არ გამორიცხა უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესაძლებლობა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვისაც — Reuters

მოლაპარაკებების მონაწილეთა თქმით, ეს იდეა მოულოდნელად გაჟღერდა და უკრაინულ მხარეში დაბნეულობა გამოიწვია.

ამასთან, ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის შეთანხმებაზე და ზელენსკის მოუწოდა დათმობებზე წასულიყო რუსეთის სასარგებლოდ.

ასეთი მიდგომა კიევისთვის იმედგაცრუების მიზეზი გახდა: Reuters-ის ცნობით, ზელენსკი ელოდა შორსმოქმედი შეიარაღების მიღებასა და მხარდაჭერის უფრო მკაფიო გარანტიებს.
🥱1
ზელენსკი ტრამპზე:

"მე ტრამპის საჯარო გზავნილი ასე გავიგე - რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. და ეს დასასრული უნდა დავიწყოთ იქიდან, სადაც სამხედროები ახლა დგანან, ანუ კონტაქტის ხაზიდან. პუტინს არაფერი არ უნდა მივცეთ დამატებით, რაც მას სურს. იმიტომ, რომ ის ტერორისტია."
🤷‍♂1
ომში ლიკვიდირებულია რუსეთის გენერლის ვაჟი, რომელიც ხერსონის დაბომბვებზე იყო პასუხისმგებელი.

ზაპოროჟიედ მიმართულებაზე მოკლულია 108-ე საჰაერო-სადესანტო პოლკის დაზვერვის ოცეულის მეთაური, ლეიტენანტი ვასილი მარზოევი.

მისი მამა, არკადი მარზოევი, სამხრეთის სამხედრო ოლქის 18-ე არმიის სარდალია. იგი მონაწილეობდა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის დაგეგმვაში და ხერსონზე მასობრივი შეტევის ორგანიზებაში, რის შედეგადაც 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ვასილის ბიძა, სთანისლავ მარზოევი, კავკასიაში ბრძოლებისას დაიღუპა.
🎉1
“ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. ქართულ დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ იტამარ ბენ გვირმა გუშინ პრემიერს ომის სასწრაფოდ განახლებისა და ჰამასის საბოლოო განადგურებისკენ მოუწოდა.
🤮1
მარტა კოსი: დასრულებულია უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო სქრინინგის პროცესი…
🙏2
🔺 OnlyFans მსოფლიოს ყველაზე მომგებიან კომპანიად იქცა ერთ თანამშრომელზე მიღებული შემოსავლის მიხედვით — მაჩვენებელი შეადგენს 37,6 მილიონ დოლარს.

🧐 შედარებისთვის: მსოფლიოში ყველაზე დიდი კაპიტალის მფლობელი კომპანია NVIDIA ერთ თანამშრომელზე 3,6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, Apple — 2,4 მილიონს, Meta — 2,2 მილიონს, ხოლო Google — 1,9 მილიონს.
🌚1
2025/10/21 11:42:44
Back to Top
HTML Embed Code: