Telegram Web Link
კაია კალასი იმედოვნებს რომ, რუსეთის წინაამდეგ სანქციების მე 19 პაკეტს 23 ოქტომბერს იქნება მიღებული. ამ დღეს, ბრუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან…
🤝1
🔻 ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს | ჟურნალისტმა რამდენიმე წუთის წინ დაწერა, რომ მასთან პოლიცია მივიდა.

💬 "❗️ჩემამდეც მოვიდნენ !
მომაკითხეს მილიციელებმა ! 😁
რო გონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს ! 💪🏼
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ 🇬🇪
ქართული ოცნება / Georgian Dream 🖕🖕🖕
რუსებო!!!
p.s დე-მა 💘 ბებო/ბაბუ 💘არ ინერვიულოთ" | დაწერა ქეთა ციცქიშვილმა სოციალურ ქსელში
😨1
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან ნოელ ბარო:

საქართველოზე გვექნება განხილვა. გვინდა, რომ საშუალება მივცეთ ქართველ ხალხს წინ წაიწიოს და მის ევროპულ მისწრაფებას პატივი სცენ. ამ სულისკვეთებით განვიხილავთ ამ საკითხს და მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას.
🥰1
💬 "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. საქართველოში მოვლენების განვითარება და მიდგომა ევროპის მიმართ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვდგავართ მოქალაქეების გვერდით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ. მთავრობა და მთავრობის საქციელი მიუღებელია. ყველა ვარიანტი, ვიმეორებ-ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. " [ევროსკოპი] - განაცხადა გერმანიის ევროპის საკითხების მინისტრმა გიუნტერ კრიხბაუმმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.

🔻 შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ამ წუთებში მიმდინარეობს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

💬 "უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის შესახებ" | ნათქვამია ინფორმაციაში.
❤‍🔥1
💬 "რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ საქართველო ევროპულ გზაზე, ევროკავშირის ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვართ დემოკრატიის თვალსაზრისით განვითარებული მოვლენების გამო. რუმინეთსაც ახსოვს საკუთარი გამოცდილებიდან, როგორ იცავდა ხალხი დემოკრატიას, კორუფციასთან ბრძოლის და ევროპულ გზას ქუჩაში პროტესტით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და ასევე შესაძლებლობა თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, სადაც ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ ლიდერებს არ დაემუქრებიან კანონით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ეს საკითხები უნდა მოგვარდეს, თუ საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად მხარდაჭერის მიღება სურს." [ევროსკოპი] | განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.
😍1
რუსეთმა უარი თქვა ტრამპის გეგმაზე:
„რუსეთის მოლაპარაკებების პოზიცია ჯარების არსებული პოზიციებზე შეჩერებასთან დაკავშირებით არ იცვლება,“ — განაცხადა პესკოვმა.
👾1
ოკუპანტები, რომლებმაც პოკროვსკში მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს, ლიკვიდირებულები არიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალებმა ისინი სადგურის შენობასა და ქალაქში არსებულ სხვა შენობებში იპოვეს. შენობებში დამალული რუსები უკრაინელებმა წერტილოვანი დარტყმებით გაანადგურეს.

პოკროვსკში, რუსების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტო და ვიდეომასალა არხებზე დღეს გავრცელდა.
🫡1
უკრაინის იერიშის შედეგად, რუსეთის ორენბურგის გაზის გადამამუშავებელმა ქარხანამ ყაზახეთიდან გაზის მიღება შეწყვიტა - ინფორმაციას ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

ქარხანა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ორენბურგის ოლქში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დიდია, უკრაინული დრონების სამიზნე 19 ოქტომბერს გახდა. დაბომბვის შედეგად, ქარხნის საამქროში ხანძარი გაჩნდა, რამაც „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული ობიექტი დააზიანა.

ქარხანას წელიწადში 45 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის გადამუშავების სიმძლავრე აქვს.
🍾1
სომხეთის სამართალდამცველებმა დააკავეს გიუმრის მერი, რომელიც მერიის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მერის დაკავებას წინ უძღოდა შეტაკება პოლიციასა და მერის მხარდამჭერ მოქალაქეებს შორის, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სომხეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ცნობით, მერი ღუქასიანი და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.
1
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უნგრეთში დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდეს.

"თუ მე ბუდაპეშტში მიმიწვევენ - თუ ეს იქნება მოწვევა ფორმატში, სადაც სამივე შევხვდებით, ან თუ მე შევხვდები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შემდეგ დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს, მაშინ მე ამ ფორმატებიდან რომელიმეს დავთანხმდები“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უნგრეთის პოლიტიკა, რომელსაც კიევთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, კრემლის მიმართ კი ყველაზე დიდი სიმპატიით განსჭვალულ ევროკავშირის წევრად ითვლება.
😎1
POLITICO: ინფორმაციით, ვაშინგტონში ზელენსკის აცნობეს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს.

"პარასკევს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ზელენსკის აცნობა, რომ ვლადიმირ პუტინს ომის გაგრძელება სურს.

ამის შემდეგ, ზელენსკისთან საუბარში ჩაერთო აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და თქვა, რომ რუსეთი მთელი დონბასის ხელში ჩაგდებას აპირებს - "ოთახში გაჩნდა შეგრძნება, რომ ამერიკელები უკრაინელებს ამოწმებდნენ და “ტესტავდნენ”, თუ რაზე დათანხმდებოდნენ,

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა რუსეთისთვის იმ ტერიტორიების გადაცემაზე, რომლებიც რუსებს არ დაუპყრიათ. საბოლოოდ, ტრამპმა მოლაპარაკებები ასეთი სიტყვებით დაასრულა: "კარგი, მოდით, ვცადოთ, დავასრულოთ ომი ამჟამინდელ ხაზებზე,"

Politico-ს წყაროებმა ასევე მკაფიოდ და ხაზგასმით უარყვეს ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ცალკეული დეტალები, რომლებიც მანამდე ვრცელდებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს საბრძოლო მოქმედებების რუკები არ “გადაუგდია, როგორც ამას Financial Times-ი წერდა, არამედ უბრალოდ თქვა, რომ დაიღალა ამ დაუსრულებელი განხილვებისგან ფრონტზე არსებულ სამხედრო დეტალებთან დაკავშირებით”.

politico-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს ორმა სხვა თანამოსაუბრემ, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის ექსპერტები არიან და შეხვედრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობენ, განაცხადეს, რომ ტრამპს შეხვედრაზე არ შეუგინებია და მსგავს ინციდენტს ადგილიც კი არ ჰქონია - მათ მკაფიოდ უარყვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით FINANCIAL TIMES-ის ინფორმაცია, თუმცა აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა რამდენიმეჯერ არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას, რომელსაც გინებასთან არანაირი შემხდბლობა არ ჰქონია.
🗿1
ევროპის კავშირის საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა 20 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომ 2028 წლის იანვრისთვის სრულად შეწყდეს ბლოკში რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი.

მინისტრების მიერ დამტკიცებული გეგმით, რუსული გაზის იმპორტის ახალი კონტრაქტები 2026 წლის იანვრიდან შეწყდება. ამას გარდა, არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი კონტრაქტების გაუქმება, შესაბამისად, 2026 წლის ივნისიდან და 2028 წლის იანვარში მოხდება.

თუმცა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ახლა საბოლოო წესებზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან უნდა გამართონ.

ამჟამად ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტის 12% რუსეთზე მოდის, რაც 2022 წელს 45%-ს შეადგენდა. რუსული გაზის მიღებას დღემდე, მათ შორის, უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია განაგრძობენ.
1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
სკიბიცკიმ უპასუხა კითხვას — აქვს თუ არა აზრი ენერგეტიკული ზავით რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ, აღნიშნა, რომ 2014–2015 წლებიდან მოყოლებული, რუსეთთან არაერთი ზავი გაფორმდა, რომლებიც ძირითადად კონკრეტულ საკითხებთან იყო დაკავშირებული, მიზნად კი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ისახავდა. თუმცა, ასეთი ზავები იშვიათად გრძელდებოდა ერთ კვირაზე მეტხანს.

"ჩვენ არ ვენდობით რუსეთს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ან პროვოკაცია, ან პირდაპირი დარტყმა იმ ობიექტებზე, რომელთა არ დაბომბვაზეც იყო შეთანხმება. მთლიანობაში, ეს კომპლექსური საკითხია და ის საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს,“ — განაცხადა სკიბიცკიმ.
💯2
კაია კალასი:

მინისტრები იყვნენ ძალიან მკაფიო რომ კანონის უზენაესობა, ადამუბაის უფლებების დაცვა უარედება საქართველოში. პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის ელჩებზე მიუღებელია და მისი ადგილი დიპლომატიაში არ არის. კომისია წარმოადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშსს წლის ბოლომდე ახალი რეგულაციებით ვიზებზე, და მათი ამოქმედება ნოემბერში საშუალებას მოგვცემს გავაუქმოტ უვიზო რეჟიმი კონკრეტული ჯგუფებისთვის.
👍1
ლავროვსა და რუბიოს შორის შეხვედრა შესაძლოა 23 ოქტომბერს გაიმართოს, იუწყება Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
🥴1
Reuters: გერმანია აშშ-სგან დამატებით 15 ერთეული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლის ყიდვას აპირებს
👏1
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში მდგომარეობა კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გაუარესებულია.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებული მექანიზმი, ევროპულ საბჭოს საშუალებას მიცემს, “უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის” გააუქმოს. კალასმა ასევე განმარტა, რომ მიუღებელია პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე.https://jam-news.net/ge/kaia-kalasis-ganckhadeba/
🙏1
სიმონიანმა განაცხადა, რომ დღეს ქიმიოთერაპიას იწყებს.
„გთხოვთ, ნუ დაწერთ: „ყველაფერი კარგად იქნება“. როდესაც ტიგრანი ავად იყო, დღეში ათობით, თუ ასობით არა- ვიღებდი ამ შეტყობინებას და ყოველ ჯერზე გული მიკვდებოდა“, - სთხოვა პროპაგანდისტმა თავის გამომწერებს.
“რადგან ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს სურს - ის გადაწყვეტს, ვინ, როდის და რატომ წაიყვანოს”, შეაჯამა სიმონიანმა.
🖕1
აშშ–მ ევროპის ქვეყნებს აცნობა, რომ ჯერ არ აპირებს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების გეგმაში ჩართვას, რათა კიევს 140 მილიარდი ევროს სესხი მიეწოდოს, — Bloomberg.

ამერიკელი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ გეგმასთან დაკავშირებული რისკები საბაზრო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
🥱1
2025/10/26 14:37:28
Back to Top
HTML Embed Code: