Telegram Web Link
"მათ [უკრაინას] ჯერ კიდევ შეუძლია გამარჯვება. მე ვთქვი, რომ მათ ყველაფრის მოგება შეუძლიათ. ომი ძალიან უცნაური რამ არის. არა მგონია, რომ ისინი ამას გააკეთებენ... მათ [პუტინს და ზელენსკის] ერთმანეთი სძულთ და ეს ცოტათი ართულებს საქმეს" | ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას: „თქვენ თქვით, რომ უკრაინამ შეიძლება ომი მოიგოს და თავისი ტერიტორია დაიბრუნოს“
🌚1
🔴 ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში „ფორმულას“ ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის პროცესი მიმდინარეობს. რეჟიმი „გზის გადაკეტვას“ ედავება.

შსს-ის წარმომადგენელი პატიმრობას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქეთა ციცქიშვილის შვილი 3 ოქტომბერს უკვე გახდა 12 წლის, მოსამართლემ პატიმრობა უნდა გამოიყენოს.

ქეთა ციცქიშვილის პასუხი:

💬 „ჩემი შვილი იმდენჯერ ახსენა აი ამ ქალმა, ვინც წინ მიზის, უნდა ვუთხრა: რომ იცოდე, იქ ჩემი შვილისთვის გავდივარ. არ ვიცი გყავს თუ არა შვილი და იქ შენი შვილისთვისაც ვდგავარ“
📢 მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
3😡1
ბულგარეთმა შეიძლება პუტინის თვითმფრინავი გაატაროს ტრამპთან შეხვედრაზე.

ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გეორგი გეორგიევი.
🤨1
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, არ გადაეცეს გერმანიას უკრაინელი მებრძოლი, რომელიც რუსეთის მიწისქვეშა გაზსადენ „Nord Stream 2 “-ის აფეთქებებშია ეჭვმიტანილი
👍1
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არაერთ ქვეყანასთან იარაღისა და თავდაცვის ტექნოლოგიების შესახებ ახალ შეთანხმებებზე მუშაობს, რათა გააძლიეროს სამხედრო ძალების შესაძლებლობები.

"იქნება დამატებითი დახმარების პაკეტები. ცალკე – და ძალიან კონკრეტულად – ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა უკრაინამ მაინც შეძლოს Patriot სისტემების საჭირო რაოდენობის მიღება. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ ეს არის უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს.

ვაშინგტონში მე ვესაუბრე თავდაცვის კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ Patriot-ებსა და სხვა იარაღს, რომელიც გვჭირდება. უკრაინასთან მუშაობის სურვილი სრულად საკმარისია – ისინი უკრაინას ენდობიან. მნიშვნელოვანია, რომ ამას ვაშინგტონში პოლიტიკურ დონეზეც ჰქონდეს საკმარისი მხარდაჭერა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ აშშ დაინტერესებულია თანამშრომლობით ბირთვული ენერგეტიკის, გაზისა და ნავთობის სფეროში.

"უკრაინის ინფრასტრუქტურას შეუძლია უფრო მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელი რეგიონისთვის და ამერიკის შეერთებული შტატები ამით აშკარად დაინტერესებულია. მთლიანობაში, ეს უკვე ბევრად უფრო ფართო ევროატლანტიკური სტრატეგიის ნაწილია – ევროპაში ენერგეტიკული ბაზარი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან, არამედ მათი მიწოდების მოცემულობისაგანაც კი", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
👍1
მოსკოვი აცხადებს, რომ რუსული ნავთობკომპანიები ინდოეთისთვის ნავთობის მიწოდებას აგრძელებენ, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს, რომ ნიუ-დელი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვებს წყვეტს.
🥴1
BLOOMBERG-ის ინფორმაციით, იტალია მზადყოფნას გამოთქვამს, დაფაროს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის ხარჯები Purl-ის სპეციალური შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მნიშვნელოვანია კიევის მცდელობისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ეს წინადადება წარადგინა გასულ კვირას ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე.
👏1
რუსეთი | როსტოვის ოლქი უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული დრონები როსტოვის, ვორონეჟისა და სარატოვის ოლქებს უტევენ. რუსული მედიის ცნობით, ჩამოგდებულია რამდენიმე დრონი. ვრცელდება ინფორმაცია როსტოვის ოლქში რამდენიმე აფეთქების შესახებაც. „როსავიაციის“ ცნობით, ვოლგოგრადის, სარატოვისა და ტამბოვის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს
🎉1
აშშ-მ შესაძლოა ჩინეთს თვითმფრინავის ნაწილების მიწოდება შეუწყვიტოს.

"ისინი იშვიათი მინერალებით გვემუქრებოდნენ. მე ტარიფებით დავემუქრე. მაგრამ შემიძლია სხვა რამითაც დავემუქრო. მაგალითად, თვითმფრინავებით. მათ არ შეუძლიათ იშოვონ სათადარიგო ნაწილები. ჩვენ ვაგებთ მათ თვითმფრინავებს"-განაცხადა ტრამპმა.
🌚1
Forwarded from Euroscope
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ავსტრალიამ და შეერთებულმა შტატებმა მინერალებისა და წიაღისეულის მოპოვება დამუშავების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი დონალდ ტრამპმა და ენტონი ალბანეზემ მოაწერეს. გარიგების თანახმად, მომდევნო 6 თვეეში ორივე ქვეყანა პროექტებისთვის მილიარდ დოლარს ჩადებს. თანამშრომლობა ამ სფეროში შეერთებულ შტატებს ჩინეთზე დამოკიდებულენის შემცირებაში დაეხმარება.
1
საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს, – ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი საქართველოში დაკავებების ახალ ტალღას ეხმაურება, სადაც პოლიციამ საზოგადოებრივ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ათობით დემონსტრანტი დააკავა.

https://jam-news.net/ge/amnesty-international-is-ganckhadeba-3/
💯1
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან თავისი წინამორბედი, ნიკოლა სარკოზი, დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე, ელისეის სასახლეში მიიწვია.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საფრანგეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევას არ ნიშნავს.

ხოლო იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა, რომელიც 2014 წელს სარკოზის სპიკერად მუშაობდა, თქვა, რომ სარკოზის შეხვდა და "მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით" ციხეშიც ეწვევა.

ცნობისთვის, სასამართლომ სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის მას შემდეგ, რაც 2007 წელს, პირველი საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს ნება დართო, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სასჯელის მოხდას 22 ოქტომბერს დაიწყებს.

ამასთანავე, მას განაჩენი გასაჩივრებულიც აქვს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს, თუმცა, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა გადაწყვიტა, რომ ბრალდებების სიმძიმის გამო, საჩივრის მიუხედავად, სარკოზის დაუყოვნებლივ დაპატიმრება იყო საჭირო.
👀1
"ქეთა ციცქიშვილი, რომელიც დეკემბერში გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის დაჯილდოვდა, ახლა „გზის გადაკეტვის“ ბრალდებითაა პატიმრობაში. მისი გამბედაობა თავისუფალი საქართველოს სულის გამოხატულებაა. დღეს უკვე სამი ჟურნალისტია პატიმრობაში. გამბედაობის დაპატიმრება თავისუფლებას ვერ შეაჩერებს" | წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ფოტოს აქვეყნებს
🥰1
2025/10/28 06:58:56
Back to Top
HTML Embed Code: