Telegram Web Link
რუსეთი | როსტოვის ოლქი უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული დრონები როსტოვის, ვორონეჟისა და სარატოვის ოლქებს უტევენ. რუსული მედიის ცნობით, ჩამოგდებულია რამდენიმე დრონი. ვრცელდება ინფორმაცია როსტოვის ოლქში რამდენიმე აფეთქების შესახებაც. „როსავიაციის“ ცნობით, ვოლგოგრადის, სარატოვისა და ტამბოვის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს
🎉1
აშშ-მ შესაძლოა ჩინეთს თვითმფრინავის ნაწილების მიწოდება შეუწყვიტოს.

"ისინი იშვიათი მინერალებით გვემუქრებოდნენ. მე ტარიფებით დავემუქრე. მაგრამ შემიძლია სხვა რამითაც დავემუქრო. მაგალითად, თვითმფრინავებით. მათ არ შეუძლიათ იშოვონ სათადარიგო ნაწილები. ჩვენ ვაგებთ მათ თვითმფრინავებს"-განაცხადა ტრამპმა.
🌚1
Forwarded from Euroscope
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ავსტრალიამ და შეერთებულმა შტატებმა მინერალებისა და წიაღისეულის მოპოვება დამუშავების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი დონალდ ტრამპმა და ენტონი ალბანეზემ მოაწერეს. გარიგების თანახმად, მომდევნო 6 თვეეში ორივე ქვეყანა პროექტებისთვის მილიარდ დოლარს ჩადებს. თანამშრომლობა ამ სფეროში შეერთებულ შტატებს ჩინეთზე დამოკიდებულენის შემცირებაში დაეხმარება.
1
საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს, – ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი საქართველოში დაკავებების ახალ ტალღას ეხმაურება, სადაც პოლიციამ საზოგადოებრივ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ათობით დემონსტრანტი დააკავა.

https://jam-news.net/ge/amnesty-international-is-ganckhadeba-3/
💯1
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან თავისი წინამორბედი, ნიკოლა სარკოზი, დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე, ელისეის სასახლეში მიიწვია.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საფრანგეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევას არ ნიშნავს.

ხოლო იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა, რომელიც 2014 წელს სარკოზის სპიკერად მუშაობდა, თქვა, რომ სარკოზის შეხვდა და "მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით" ციხეშიც ეწვევა.

ცნობისთვის, სასამართლომ სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის მას შემდეგ, რაც 2007 წელს, პირველი საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს ნება დართო, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სასჯელის მოხდას 22 ოქტომბერს დაიწყებს.

ამასთანავე, მას განაჩენი გასაჩივრებულიც აქვს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს, თუმცა, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა გადაწყვიტა, რომ ბრალდებების სიმძიმის გამო, საჩივრის მიუხედავად, სარკოზის დაუყოვნებლივ დაპატიმრება იყო საჭირო.
👀1
"ქეთა ციცქიშვილი, რომელიც დეკემბერში გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის დაჯილდოვდა, ახლა „გზის გადაკეტვის“ ბრალდებითაა პატიმრობაში. მისი გამბედაობა თავისუფალი საქართველოს სულის გამოხატულებაა. დღეს უკვე სამი ჟურნალისტია პატიმრობაში. გამბედაობის დაპატიმრება თავისუფლებას ვერ შეაჩერებს" | წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ფოტოს აქვეყნებს
🥰1
"ბრიტანეთი მზად არის 100 მილიონი სტერლინგი დახარჯოს უკრაინაში ჯარების განლაგებაზე, თუ ტრამპი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელს მოაწერს." - აცხადებს ჯონ ჰილი.

მისი გეგმა მოიცავს სამხედროების მომზადებას მრავალეროვნულ ძალებში, რომლებიც გაიგზავნებიან უკრაინის საზღვრების უსაფრთხოებისთვის, თუ ამერიკის პრეზიდენტი ზავში შუამავლის როლს იტვირთებს.
2
CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს. წყაროს ცნობით, სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ ვაშინგტონში მიიჩნიეს, რომ მოსკოვის პოზიცია უკრაინის საკითხზე უცვლელი და კვლავაც მკაცრია.
🥱1
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გადადო ლავროვთან შეხვედრა, რომელიც ორმხრივი სამიტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.
😴1
იაპონიაში ისტორიაში პირველად აირჩიეს ქალი პრემიერ-მინისტრი — მემარჯვენე „ყოფილი როკერი“ სანაე ტაკაიტი, - Reuters

ტაკაიტი ულტრაკონსერვატორია, მარგარეტ ტეტჩერის მიმდევარი და იაპონიის არმიის გაძლიერების მომხრე. იგი ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ქალების იმპერატორის ტახტზე ასვლის შესაძლებლობას და იმასაც კი, რომ ცოლ-ქმარს შეეძლოს სხვადასხვა გვარის ტარება.

თავის პირველ გამოსვლაში ტაკაიტიმ პირობა დადო, რომ „ბევრს იმუშავებს“, ასევე განაცხადა, რომ არ სწამს work-life balance-ის (სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის) იდეის.
👀1
კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო დონალდ ტრამპზე:

“ის ვენესუელაში შეჭრისთვის ემზადება.ეს ნარკოტრაფიკის გამო არ ხდება — ტყუილია…მისი მიზანი ნავთობის საბადოებია”….
🌚1
უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების მე-19 პაკეტს არ დაბლოკავს | Euractiv

ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის დასაბლოკად გეგმა არ გვაქვს. შევძელით, რომ ყველა ის ზომა ამოგვეღო, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიაარტო.

რუსეთის წინააღმდეგ, ევროპული სანქციების მე-19 პაკეტი გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს. სანქციებს ამჟამად სლოვაკეთი ბლოკავდა, თუმცა დღეს მათაც მოხსნეს ვეტო
👾1
“პოლონეთი პუტინის თვითმფრინავს იძულებით დასვამს მის დასაკავებლად” — განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთი ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული თვითმფრინავის უსაფრთხო გადაფრენას თავისი ტერიტორიაზე.

“ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ქვეყნის ტერიტორიის გადაფრენის შემთხვევაში პუტინის თვითმფრინავი არ იქნება იძულებით დასმული დასაკავებლად,“ — აღნიშნა სიკორსკიმ.

ოფიციალური ვარშავა მინიშნებას აკეთებს, რომ ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა თუ შედგება, ნუ ეცდებიან რუსები, უნგრეთში რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დასაფრენად პოლონეთის საჰაერო სივრცე გამოიყენონ…
😎1
2025/10/22 16:44:01
Back to Top
HTML Embed Code: