Telegram Web Link
რუსეთის მე-18 საერთო საჯარისო არმიის მეთაურის შვილის შემდეგ, უკრაინელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატის შვილი, "მინსკის ანტიმაიდანის" ყოფილი ადმინი - ივან უსი.
🦄1
“არც პუტინს და არც ტრამპს არ დაუსახელებიათ შეხვედრის ზუსტი თარიღები, რადგან ეს მოითხოვს სერიოზულ მომზადებასა და დროს”,- განაცხადა პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
🤪1
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე ADF International-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.

"ADF International-ის წერილობითი მოსაზრების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია იგი განმარტავს, რომ კონვენციის მე-11 მუხლის გარდა, გაერთიანების თავისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით არის გარანტირებული. ამ საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების დაცვა აზრს დაკარგავს, თუ დაფინანსების წყაროებზე წვდომა დაცული არ იქნება, რომლებიც გაერთიანებებს საშუალებას აძლევს, თავიანთი მიზნები განახორციელონ, მათ შორის, ჰქონდეთ წვდომა უცხოურ ან საერთაშორისო დაფინანსების წყაროებზე.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სადაც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობაა შემოღებული, ADF International-ს პირველ მაგალითად რუსეთი მოჰყავს, ასევე, ინდოეთი, და ჩინეთი. მოსაზრებაში მითითებულია, რომ გაერთიანების თავისუფლების დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა შეიძლება „მსუსხავი ეფექტი“ შექმნას და ფიზიკური პირების, ასევე, რელიგიურ და სხვა ჯგუფებთან რიგი დაკავშირებული უფლებების განხორციელებაზე უარყოფითად იმოქმედოს". - წერია საია-ს განცხადებაში.
🏆1
აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ ტრამპს ქალაქ პორტლენდში სამხედროების გაგზავნის ნება დართო
😐1
“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) კვლევის თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” 2019-2025 წლებში ონლაინ მედიის 22 კომპანიას ჯამში 1 503 708 ლარი გადაუხადა. ინფორმაცია ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით მოიკვლია.

ISFED-ის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში გადახდები ხორციელდებოდა თითქმის ყოველთვიურად, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარტიასა და ამ სააგენტოებს შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.https://jam-news.net/ge/isfed-is-kvleva/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR6QkfBJx_EI5XOZcRGrMfCM1jDm3QxowC6ciFMsajTMX7hx2JhiDP4IHT3aCA_aem_dRVOgwmy9FgRwfoiRcBLUg
😱1
ალან ბეროევის გარდა, უკრაინაში ლიკვიდირებულია კიდევ 11 ოსი ბოევიკი, მათ შორის არიან ქართული გვარებითაც
🍾2
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები კონფლიქტის ძირეული მიზეზების მოგვარების გარეშე, ეწინააღმდეგება ალასკაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ მიღწეულ შეთანხმებებს.

"ისინი ცდილობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგების დარწმუნებას, შეცვალონ თავიანთი პოზიცია და შეწყვიტონ გრძელვადიანი, მდგრადი შეთანხმების მიღწევა, უბრალოდ გავჩერდეთ და შემდეგ ისტორიამ განსაჯოს. ჩვენ ვიცით, ვინ აკეთებს ამას. ესენი არიან ზელენსკის ევროპელი მფარველები და ბატონები, თუმცა ეს მიდგომა სრულიად საპირისპიროა იმისა, რაზეც პრეზიდენტები ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ ანკორიჯში, როდესაც ისინი შეთანხმდნენ ძირეულ მიზეზებზე კონცენტრირებას“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, გააგრძელებს სატელეფონო კონტაქტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.

"შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ამ სატელეფონო კონტაქტებს, რათა უკეთ გავიგოთ, სად ვართ და როგორ ვიმოძრაოთ სწორი მიმართულებით“, - განაცხადა ლავროვმა.
🤡1
POLITICO-ს თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები განიხილავენ მოდელს, სადაც ახლად შემოერთებულ სახელმწიფოებს დროებით ხმის მიცემის გამოყენების უფლება სრულად არ შეეძლებათ.
🤷‍♂1
მარიამ ლაშხის თქმით, ესტონეთის და ლიტვის მიერ მასზე დაწესებული სანქციების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

"მე პირადად ვარ დასანქცირებული ესტონეთის და ლიტვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიტვასთან ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა სხვა არაფერი გამიკეთებია. მიზეზი, როცა მოვიკითხე, მე მიზეზი ვერ გავიგე. მე ახლა უბრალოდ ვერ მოვიცალე ამისთვის, მაგრამ მინდა რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება. იურისტთან გავისაუბრებ და ამის მიხედვით მოვიქცევი, ალბათ, ჯერ თვითონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება.

[...] ეს არის რეაგირება, მე უბრალოდ მაქვს სურვილი რომ ყველაფერს მოჰყვეს ის... შეიძლება, მე საერთო ჰაერზე ავდგე და ვიღაც გამოვაცხადო ნონ გრატად, ახსნა განმარტების გარეშე და ამის უფლება აქვთ. [...] ჩემი მხრიდან იქნება რეაგირება იმ უსამართლობაზე, რაც არის". - თქვა ლაშხმა TV პირველთან საუბრისას.
🤣1
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ სურს უკრაინაში ომი სწრაფად დაასრულოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დონბასის ბედი.

ზელენსკიმ შეხვედრაზე ტრამპს მკაფიოდ განუმარტა, რომ უკრაინის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება და არ აპირებს უბრძოლველად ტერიტორიის პუტინისთვის გადაცემას.
1
ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

ამ წუთებში ის სასამართლოში გადაჰყავთ.
👎2
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 14 ადამიანი დააკავეს.

"ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის, თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისგან", - თქვა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.
😡2
Reuters-ის ცნობით, რუსულმა “როსნეფტმა” ნავთობი გადასამუშავებლად საქართველოში, ყულევის ნავთობტერმინალში გააგზავნა, რადგან უკრაინული შეტევების გამო რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობს ვეღარ ამუშავებს
🤮21
სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ეწვევა აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის.

ფორუმი ხვალ იხსნება და ორ დღეს გასტანს. მანამდე კი დღეს, ფაშინიანის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა შედგება
🙊2
🔴 მაკა ასათიანის ოჯახთან დაკავშირებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ყულევში პირველი რუსული ნავთობი მიიღო | ამ საკითხზე ვრცელ სტატიას გამოცემა Reuters აქვეყნებს

🔻 რუსულმა კომპანიამ "რუსნეფტმა" მიმდინარე თვეში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა - როგორც Reuters წერს, ამის შესახებ მოწმობს LSEG-ის გემების მონიტორინგის მონაცემები და ინდუსტრიის წყაროები. LSEG-ის მონაცემებისა და ვაჭრობის სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა Kayseri-მ 6 ოქტომბერს ყულევის ნავთობტერმინალს 105,340 მეტრიკული ტონა Siberian Light-ის ტიპის ნავთობი რუსული შავი ზღვის პორტიდან - ნოვოროსისკიდან - ჩაუტანა. "რუსნეფტმა" Reuters-სთან კომენტარი არ გააკეთა.

💬 "რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან შეწყვეტილია. თუმცა, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში თბილისმა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან გააღრმავა, მაშინ როდესაც დასავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. რუსეთი ცდილობს ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციას, რაც დასავლეთის მიერ უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

საქართველოსთვის კი ეს ქარხანა წარმოადგენს პირველ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს, რომლის ამოქმედების მიზანია საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. ქვეყანა საწვავის ძირითადად რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან აწვდიდა.

ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება ამ თვეში დაიწყო და საწყის ეტაპზე მისი გადამუშავების წლიური მოცულობა დაახლოებით 1.2 მილიონ ტონას შეადგენს, რაც დღეში დაახლოებით 24,000 ბარელს უდრის. გეგმის მიხედვით, საწარმოს სიმძლავრე 2028 წლისთვის 4 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს, რათა საწვავი როგორც ექსპორტისთვის, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის უზრუნველყოს." - წერს Reuters.

🔻 პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს. ქარხნის მშენებლობისთვის საქართველოს განვითარების ფონდმა (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) 5 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო, ბანკებმა "ქართუმ", "ხალიკბანკმა" და "ბაზისბანკმა" კი ჯამში 45 მილიონი დოლარის კრედიტით დააფინანსეს.

შპს ბლექ სი პეტროლიუმის დამფუძნებელი მაკა ასათიანია. ამჟამად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილია, თავმჯდომარის მოადგილე ააიპ საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის თავმჯდომარე ვახტანგ ჩახნაშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კი მაკა ასათიანის ქმარი, ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია
🤬1
NBC News-ის ინფორმაციით, ამერიკამ და რუსეთმა შეაჩერეს ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის მზადება.
1👻1
თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელებზე დაყრდნობით ამერიკული გამოცემები აცხადებენ:

"ახლო მომავალში პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
რუბიოსა და ლავროვს შორის გაიმართა ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი, ამიტომ პირადი შეხვედრა ამ ეტაპზე საჭირო არ არის."
🎃1
კირილ ბუდანოვის უწყებამ დრონების დახმარებით გაანადგურა რუსების 2 მსუბუქი თვითმფრინავი, რომელთაც უკრაინული დრონების ჩამოსაგდებად იყენებდნენ.
👍4🎉1
ფორმულას ჟურნალისტ, ცირა ჟვანიას მოსამართლემ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
😡1
მოსამართლემ კახა მიქაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
🤬1
2025/10/28 13:12:54
Back to Top
HTML Embed Code: