Telegram Web Link
🔴 მაკა ასათიანის ოჯახთან დაკავშირებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ყულევში პირველი რუსული ნავთობი მიიღო | ამ საკითხზე ვრცელ სტატიას გამოცემა Reuters აქვეყნებს

🔻 რუსულმა კომპანიამ "რუსნეფტმა" მიმდინარე თვეში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა - როგორც Reuters წერს, ამის შესახებ მოწმობს LSEG-ის გემების მონიტორინგის მონაცემები და ინდუსტრიის წყაროები. LSEG-ის მონაცემებისა და ვაჭრობის სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა Kayseri-მ 6 ოქტომბერს ყულევის ნავთობტერმინალს 105,340 მეტრიკული ტონა Siberian Light-ის ტიპის ნავთობი რუსული შავი ზღვის პორტიდან - ნოვოროსისკიდან - ჩაუტანა. "რუსნეფტმა" Reuters-სთან კომენტარი არ გააკეთა.

💬 "რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან შეწყვეტილია. თუმცა, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში თბილისმა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან გააღრმავა, მაშინ როდესაც დასავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. რუსეთი ცდილობს ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციას, რაც დასავლეთის მიერ უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

საქართველოსთვის კი ეს ქარხანა წარმოადგენს პირველ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს, რომლის ამოქმედების მიზანია საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. ქვეყანა საწვავის ძირითადად რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან აწვდიდა.

ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება ამ თვეში დაიწყო და საწყის ეტაპზე მისი გადამუშავების წლიური მოცულობა დაახლოებით 1.2 მილიონ ტონას შეადგენს, რაც დღეში დაახლოებით 24,000 ბარელს უდრის. გეგმის მიხედვით, საწარმოს სიმძლავრე 2028 წლისთვის 4 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს, რათა საწვავი როგორც ექსპორტისთვის, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის უზრუნველყოს." - წერს Reuters.

🔻 პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს. ქარხნის მშენებლობისთვის საქართველოს განვითარების ფონდმა (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) 5 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო, ბანკებმა "ქართუმ", "ხალიკბანკმა" და "ბაზისბანკმა" კი ჯამში 45 მილიონი დოლარის კრედიტით დააფინანსეს.

შპს ბლექ სი პეტროლიუმის დამფუძნებელი მაკა ასათიანია. ამჟამად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილია, თავმჯდომარის მოადგილე ააიპ საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის თავმჯდომარე ვახტანგ ჩახნაშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კი მაკა ასათიანის ქმარი, ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია
🤬1
NBC News-ის ინფორმაციით, ამერიკამ და რუსეთმა შეაჩერეს ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის მზადება.
1👻1
თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელებზე დაყრდნობით ამერიკული გამოცემები აცხადებენ:

"ახლო მომავალში პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
რუბიოსა და ლავროვს შორის გაიმართა ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი, ამიტომ პირადი შეხვედრა ამ ეტაპზე საჭირო არ არის."
🎃1
კირილ ბუდანოვის უწყებამ დრონების დახმარებით გაანადგურა რუსების 2 მსუბუქი თვითმფრინავი, რომელთაც უკრაინული დრონების ჩამოსაგდებად იყენებდნენ.
👍4🎉1
ფორმულას ჟურნალისტ, ცირა ჟვანიას მოსამართლემ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
😡1
მოსამართლემ კახა მიქაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
🤬1
რუსეთში შეიქმნა ვებგვერდი "სამშობლოს ძალა", რომელიც საქართველოს მოქალაქეებს 2,5 მლნ რუბლის [დაახლოებით 31 000 აშშ დოლარი], 210 000 რუბლის ოდენობით ყოველთვიური ანაზღაურების [დაახლოებით 3 000 აშშ დოლარი], თანამედროვე აღჭურვილობის, სრული სოციალური პაკეტისა და მთელი ოჯახისთვის რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას სთავაზობს:

💬 „...საქართველო უძველესი დროიდან განთქმულია თავისი მამაცი მეომრებითა და სამხედრო ტრადიციებით. დღეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეს დიდებული ისტორია მნიშვნელოვან მისიაში მონაწილეობით. კონტრაქტი - ეს არ არის მხოლოდ სამსახური, არამედ პატივი, მოვალეობა და შანსი, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. [...] სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოითხოვს პროფესიონალებს და ქართველებს შეუძლიათ გახდნენ ამ პროცესის ღირებული მონაწილეები.... ქართველები, რომლებიც ამ გზას ირჩევენ, იღებენ არა მხოლოდ მატერიალურ სარგოს, არამედ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო თვისებები, რომლებიც საუკუნოვან ტრადიციებშია ფესვგადგმული“ | ნათქვამია ვებგვერდზე
💩4🤮1
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები უკრაინასთან ერთად ამზადებენ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ომის დასრულებას ამჟამინდელ ფრონტის ხაზებზე.

საკითხთან ახლო წყაროების ცნობით, გეგმის განხორციელებას თეთრი სახლის ინიციატივით შექმნილი, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მოქმედი სამშვიდობო საბჭო დააკვირდება.

პროექტის მიხედვით, მას შემდეგ რაც რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდებიან და ტერიტორიულ წინსვლას შეწყვეტენ, განხორციელდება რამდენიმე ჰუმანიტარული ნაბიჯი — მათ შორის, უკრაინაში უკან დაბრუნდება ყველა დეპორტირებული ბავშვი და მოხდება ორმხრივი ტყვეთა გაცვლა.

გეგმა ასევე მოიცავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას, ომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისთვის დაფინანსების გამოყოფას და ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის გზის გახსნას.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარის განბლოკვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოსკოვი დათანხმდება უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაში მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ხელახლა შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.

წყაროთა თქმით, მოსკოვსა და კიევს შორის დაგეგმილია მოლაპარაკებები ოკუპირებული ტერიტორიების მართვის საკითხზე, თუმცა არც ევროპა და არც უკრაინა იურიდიულად არ აღიარებენ ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
👨‍💻1
“უნგრეთში ტრამპისა და პუტინის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა”, — The Telegraph.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მოსამზადებლად გამართული სატელეფონო საუბრები ჩიხში შევიდა. სერგეი ლავროვმა მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ფრონტის ხაზის გაყინვას”.
👻1
”რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმები გაცილებით ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი ეკონიმიკური სანქცია — რუსეთის ფედერაციის 83 რეგიონიდან 68-ში საწვავის დეფიციტია” – Frontline Analytics.
👌4
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება Reuters-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 6 ოქტომბერს რუსულმა კომპანია "რუსნეფტმა" საქართველოში ნავთობის პირველი ტვირთი ჩამოიტანა.

სააგენტო ამტკიცებს, რომ გემი KAYSERI არ იმყოფება საერთაშორისო სანქციების ქვეშ და "არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში."

უწყება ირწმუნება, რომ საქართველოს ნავსადგურები მესამე სახელმწიფოების მიერ სანქციების თავის არიდებისთვის არ გამოიყენება.

"პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI (IMO 9292199) იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს. გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში.

გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.

გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსულმა კომპანია "რუსნეფტმა" საქართველოში ნავთობის პირველი ტვირთი ჩამოიტანა.

სააგენტოს ცნობით, რუსულმა კომპანიამ ტვირთი ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ჩაიტანა.

კერძოდ, Reuters საუბრობს ტანკერ "კაიზერზე", რომელმაც, მათი ინფორმაციით ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობის ტერმინალში 6 ოქტომბერს 105 340 მეტრული ტონა ციმბირული მსუბუქი ხარისხის საწვავი მიიტანა.
2👾1
დღეს განხორციელდა სარაკეტო დარტყმა ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე, მათ შორის Storm Shadow ტიპის რაკეტებით, რომლებმაც დაძლიეს რუსეთის საჰაერო თავდაცვა — უკრაინის გენერშტაბი
1
Reuters: ნატოს გენერალური მდივანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიემგზავრება.
🙏2
“რუსეთმა გასულ უქმეებზე აშშ-ს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი პირობები წარუდგინა— მოსკოვი დონბასის მთელ ტერიტორიაზე კონტროლს და უკრაინის ჯარების ნებაყოფლობით გასვლას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფილი იქნება ტრამპის მიდგომა, რომელიც ომის ფრონტის ხაზის ამჟამინდელ პოზიციებზე გაყინვას ითვალისწინებდა”,- იუწყება Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
🗿1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
„მეც თუ გამოვცდიდი ამას, არ მეგონა“, - პოლიციელებმა, რომლებიც პროტესტის შემზღუდავი კანონის ამუშავების შემდეგ მოქალაქეებს მეტროსთან უსაფრთდებიან და პირბადის და სახის დაფარვის სხვა საშუალებების გამო დათვალიერების ოქმს უდგენენ, გააჩერეს ორი მოქალაქე, რომლებიც, მათივე თქმით, კონცერტიდან ბრუნდებოდნენ.

© პუბლიკა
1🙊1
უნგრეთი: ტრამპისა და პუტინის სამიტის ჩაშლის შესახებ ცნობები მიზანმიმართულად ვრცელდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ ტრამპისა და პუტინის სამიტის გაუქმების შესახებ ცნობები მიზნად ისახავს ღონისძიების ჩაშლას.

„მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტის ჩატარება გამოცხადდა, ნათელი გახდა, რომ ბევრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ეს შეხვედრა არ შედგეს,“ — დაწერა სიარიტომ სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სანამ სამიტი არ ჩატარდება, მოსალოდნელია „გაჟონილი ინფორმაციის, ყალბი ცნობებისა და განცხადებების ტალღა იმის შესახებ, თითქოს შეხვედრა არ გაიმართება“.
1💊1
რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, თბოელექტროსადგური იწვის. შედეგად, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ცოტა ხნით ადრე Telegram-არხები სმოლენსკის ოლქში უკრაინული დრონების საფრთხის შესახებაც იუწყებოდნენ

"დღეს განხორციელდა სარაკეტო დარტყმა ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე, მათ შორის Storm Shadow ტიპის რაკეტებით, რომლებმაც დაძლიეს რუსეთის საჰაერო თავდაცვა" — აცხადებს უკრაინის გენერშტაბი
🤓1
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დმიტრიევი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში დაგეგმილი რუსეთ-აშშ-ის სამიტისთვის მზადება გრძელდება.
🐳1
ტრამპი: „მე არ მითქვამს, რომ პუტინთან შეხვედრა დროის ფლანგვა იქნება“

დონალდ ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას პუტინთან შეხვედრა „ფუჭად დაკარგულ დროდ“ მიაჩნია.

„ამ მიმართულებით ბევრი რამ ხდება. პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მომდევნო ორ დღეში მოგაწვდით,“ — განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
🥱1
2025/10/24 09:27:45
Back to Top
HTML Embed Code: