Telegram Web Link
ტრამპი:

ჰამასი განიარაღდება, თუ არა და მაშინ ჩვენ განვაიარაღებთ მას
😨1
"რასაც ესპანეთი თავდაცვის ბიუჯეტთან მიმართებაში აკეთებს, ეს არ არის კარგი, ეს NATO-ს უპატივცემულობაა.

სავარაუდოდ მათ [მადრიდს] სავაჭრო ტარიფებს დავუწესებ." - დონალდ ტრამპი.
2😐1
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ბიზნესმენ მიხაილ ხადორკოვსკისა და რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის წევრების წინააღმდეგ, ძალაუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდებისა და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით საქმე აღძრა.
🔴 ФСБ-ს განცხადებით, ბრალდებები გამომდინარეობს რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის (ACR) 2023 წელს ბერლინში მიღებული დეკლარაციიდან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის შექმნიდან. მათი მტკიცებით, ეს პლატფორმა "ხადორკოვსკის მიერ დასავლეთის ქვეყნებისთვის პოზიციონირებს როგორც გარდამავალი პერიოდის დამფუძნებელი კრება და რუსეთის ფედერაციის მმართველი ორგანოების ალტერნატივა“.
🔴 ФСБ ასევე მიიჩნევს, რომ ACR-ის დამფუძნებლები „აფინანსებენ უკრაინულ ნაციონალისტურ ჯგუფებს, რომლებიც ტერორისტებად არიან მიჩნეულნი და ახორციელებენ მებრძოლების რეკრუტირებას რუსეთში ძალადობრივი ხელში ჩაგდებისთვის“.
💬 "რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა. ორგანიზაციის ვებსაიტის ცნობით, მათი საქმიანობის მიზანია „ხალხის გაერთიანება, საერთო პოზიციის შემუშავება და პუტინის აგრესიის შედეგების დაძლევაში დახმარება“.
🔻 2024 წლის იანვარში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ორგანიზაცია ქვეყანაში არასასურველად გამოაცხადა. რუსეთს უცხო ქვეყნის აგენტად ჰყავს გამოცხადებული ხადარკოვსკიც.
📍 წელს, 1 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც შეიქმნა „რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმა“.
👾1
"რუსეთის ეკონომიკა მიექანება გარდაუვალი კრახისკენ, რუსეთის ხელისუფლებას კი ომის დამთავრება, ყველაფრისდა მიუხრდავად არ სურს.

ამიტომ მე შევხვდები ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გადავცე უკრაინას ახალი იარაღი. ზელენსკის Tomahawk-ები სჭირდება, ჩვენ კი ბევრი Tomahawk-ები გვაქვს." - ტრამპი
🦄1
დონალდ ტრამპი:

"მან დაახლოებით უკვე 1.5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა (მოკლული და დაჭრილი). ვერ ვხვდები ამ ომს რატომ აგრძელებს, რაც თავისი არსით მისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა. მან საკუთარი თავი ჩაითრია უკვე 4 წლიან ომში, რომლის მოგებასაც აპირებდა 1 კვირაში."
🎃1
სოულის ჟანრის მუსიკოსი, მაიკლ დი'ანჯელო არჩერი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა - ის პანკრეასის კიბოს ებრძოდა.

D'Angelo-მ საყოველთაო პოპულარობა 1994 წელს, მისი სინგლით "U Will Know"-თი მოიპოვა - წლების განმავლობაში უმუშავია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ერიკა ბადუ, ენჯი სთოუნი და ლორენ ჰილი.
😢1
დონალდ ტრამპმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ FIFA-ს თავმჯდომარე ჯანი ინფანტინო, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, მიემხრობა 2026 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების აშშ-ის ქალაქებიდან სხვაგან გადატანას.

სექტემბერში ტრამპმა დემოკრატების მმართველობის ქვეშ მყოფი ქალაქების წინააღმდეგ თავისი კამპანიის ფონზე თამაშების გადატანის შესაძლებლობა წამოჭრა, თუმცა მაშინ FIFA-მ განაცხადა, რომ თამაშების ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას ფეხბურთის მმართველი ორგანო იღებს.


„თუ ვინმე ცუდად მუშაობს და თუ მე ვგრძნობ, რომ იქ სახიფათო ვითარებაა, დავურეკავდი FIFA-ს ხელმძღვანელს, ჯანის, ფენომენალურ კაცს, და ვეტყოდი, რომ სხვა ადგილას გადავიტანოთ. და ის ამას გააკეთებს“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა თამაშების ბოსტონიდან, ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქიდან გადატანა.


„ის ამას ძალიან ადვილად გააკეთებდა,“- თქვა ტრამპმა.

ბოსტონი მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდ თამაშს მასპინძლობს. სან-ფრანცისკოსა და სიეტლში ამ ტურნირზე ექვს მატჩი გაიმართება, ხოლო ლოს-ანჯელესში - რვა.

აშშ მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატს მექსიკასთან და კანადასთან ერთად მასპინძლობს, მაგრამ ტურნირის თამაშების უმეტესობას ამერიკის ქალაქებში გაიმართება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
2😁1🥴1
“რუსეთის არმიის ამჟამინდელი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ ჰგავს გაჭიანურებულ ხოცვა-ჟლეტას, რომელიც განადგურებისა და დანაკარგების მასშტაბით სტალინგრადის ბრძოლას შეიძლება შეედაროს. არანაირ გარღვევაზე საუბარი არ არის, სიტუაცია უბრალოდ ჩიხშია შესული” ,- რუსეთის დუმის ყოფილი (2011-2016 წლებში) დეპუტატი, ოლეგ პახოლკოვი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონას ეწვია და რუს საზოგადოებას თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
🆒1
არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ პრეზიდენტ ტრამპს, ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარსადგენი წერილი გადასცა.
👾1
CNN იუწყება, რომ ღაზის რამდენიმე რაიონში გამწვავდა ჰამასსა და კონკურენტ დაჯგუფებებს შორის ძალადობრივი შეტაკებები — მათ შორის მოხდა ინციდენტი, რომელიც სახალხო მკვლელობით დასრულდა. ეს აჩენს უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებას მას შემდეგ, რაც ისრაელმა ტერიტორიის ერთი ნაწილიდან ჯარები გაიყვანა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები ძალადობის შესახებ — განსაკუთრებით ერთ ვიდეოში ჩანს ნიღბიანი მებრძოლების ჯგუფი, რომელთაგან ზოგს მწვანე ჰამასის სამკლაურები უკეთია. ისინი რვა ადამიანს საჯაროდ კლავენ ღაზის ქალაქის მოედანზე ბრბოს თვალწინ.
🤯1
‼️‼️🇺🇲🤝🇪🇺🇺🇦ამერიკა მოლოდინშია, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის უფრო მეტ ამერიკულ  იარაღს  შეიძენენ.

პიტერ ჰეგსეტმა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ალიანსის გენმდივანთან, მარკ რუტესთან საუბრისას გამოთქვა მოლოდინი, რომ უფრო მეტი ქვეყანა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ჩაერთვება PURL-ის ინიციატივაში, განახორციელებს დამატებით შესყიდვებს და ამით დაეხმარება უკრაინას უსაფრთხოების განმტკიცებასა და კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაში.

🗣️"ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ისტორიული მომენტია მრავალი სხვა მოვლენისთვისაც, რომლებიც ხდება იმის წყალობით, რაც ამერიკის პრეზიდენტმა შეძლო ღაზაში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენ გვყავს მშვიდობის პრეზიდენტი, რომელიც ერთგულია ამ მშვიდობის, მხარს უჭერს მათ, ვინც ამერიკასთან ერთად დგას და მშვიდობისთვის იბრძვის. სწორედ ეს ვიხილეთ იქ და ვიმედოვნებ, იგივე შევძლოთ უკრაინაშიც. ეს არის ჩვენი ძალისხმევის მთავარი მიზანი." - ამბობს ჰეგსეტი.

#Kramer
🆒1
სირიის პრეზიდენტი ალ-შარაა რუსეთში ჩავიდა.
🤨1
🔻💬 "ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი" აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო...
მოწოდებები, ადმინისტრაციული დაკავებები, ჯარიმები არ აღმოჩნდა ქმედითი. მაინც გრძელდება კანონის დარღვევა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას გულგრილად ვეღარ შეხედავს და მიიღებს უფრო ქმედით ზომებს საკანონმდებლო დონეზე, რათა კანონი აღსრულდეს". |
ამბობს "ოცნების" წარმომადგენელი შარმანაშვილი.
💩1🌭1
დღეიდან, 15 ოქტომბრიდან პური 5-10 თეთრით გაძვირდა.

ფაქტს bm.ge-სთან ადასტურებენ როგორც მაღაზიებში, ასევე მსხვილ საწარმოებშიც. მიზეზად ფქვილის გაძვირება და მუშახელის ხელფასის ზრდა სახელდება.
👎1
უკრაინის გენშტაბი: ოკუპირებულ ფეოდოსიაზე განმეორებითი დარტყმით 16 ნავთობრეზერვუარი დაზიანდა
🔥1
Forwarded from Euroscope
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი ადასტურებს, რომ უნგრეთი ბრიუსელში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა და აგენტები ოლივერ ვარჰეის ზედამხედველობით ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და დიპლომატებზე კომპრომატებს აგროვებდნენ. " არ ღირს ძალების დახარჯვა "შპიონაჟზე" ვიქტორ ორბანისა და პეტერ სიიარტოს მიმართ. ისინი ფარულად არ უთმობენ რუსეთს უნგრეთის ინტერესებს. ამას აკეთებენ ღიად, ღიმილით და ამაყობენ კიდეც. საჭიროების შემთხვევაში რუს ჰაკერებს უშვებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში ბუდაპეშტში და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ თავიანთი პატრონების ინტერესებს ბრიუსელში"-წერს მადიარი ფეისბუქში.

https://www.facebook.com/peter.magyar.102
😱1
არაფერი მოულოდნელი
რუსეთი არ შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას
- კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი

🔻განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა. რადგან საჩივარი 2022 წლის 16 სექტემბრამდე (რუსეთის ევროსაბჭოდან გაძევებამდე) შევიდა სასამართლოში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს ავალდებულებს, აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილებები (ევროკონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე).
💩1
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ორგანიზაციის ცნობით, პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება).https://jam-news.net/ge/politikuri-saqmianobis-akrdzalva/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR4BrMQDoY1vKF85IIesKgDOG6D-8nqJl1HTM_JDkhBlYLpBPnZquRDWyRZy4w_aem_qFG5_0TSe6UcLNLSozJq9g
👍1
ალ-შარაამ პუტინთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ რუსეთი ახალი სირიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
🤪1
პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ ცვლილებებს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა
😡1
2025/10/28 14:23:58
Back to Top
HTML Embed Code: