Telegram Web Link
📢📢📢

ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა ე.წ. უცხოური დაფინანსების კანონებზე.

დასკვნის მიხედვით გასაუქმებელია:

1️⃣ ივანიშვილის ფარა;

2️⃣ გრანტების შესახებ კანონის შეზღუდვები;

3️⃣ მაუწყებლობის შესახებ კანონის შეზღუდვები;

🔴დასკვნის მიხედვით, ეს კანონები ერთად და ცალ-ცალკე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პლურალიზმს, არის ძალადობრივი და მასტიმატიზირებელი.

🔴დასკვნის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო მიჩნეიულია როგორც არადამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც არ შეიძლება ქონდეს ჩაბარებული ეს უფლებამოსილებები.

როგორც წერია დასკვნაში, პარტია ქართული ოცნება, რაჟდენ კუპრაშვილი და თამარ ზოდელავა არ შეხვდნენ ვენეციის კომისიას დასკვნის მომზადების პროცესში.
1
"ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ომს ვერ მოიგებ თუ მტრის ტერიტორიას სიღრმეში არ დაარტყამ. სწორედ ამიტომ, Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები უნდა გაიგზავნოს  უკრაინაში." - რადოსლავ სიკორსკი.
👌1
"NATO-ს წევრების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა... NATO თავდაცვითი ალიანსია და ის თავდაცვით ალიანსად დარჩება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს თავდაცვითი ალიანსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა, ჩვენი 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტერიტორიის დასაცავად. უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ეს გაგრძელდება" | განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე
🤝1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
„რუსეთი უკვე დიდი ხნის წინ წააგებდა ომს, ხოლო უკრაინა ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებდა, რომ არა, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა,“ — განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.
🙏1
ტრამპი მზად არის ჩინეთის წინააღმდეგ დააწესოს (!) 500%-იანი ტარიფები რუსეთის ნავთობის შესყიდვის გამო. ინიციატივას 100 სენატორიდან 89 უჭერს მხარს, — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
🎉1
ღაზის შეთანხმების შემდეგ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დონალდ თეთრ სახლს ტოვებს, – ამის ინფორმაცია მედიასი ვრცელდება
🍾1
გამოცემა New York Times-ი პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემის გეგმა უკვე გამზადებულია და ელოდება დამტკიცებას დონალდ ტრამპის მიერ.
🏆1
ჯემნიუსი
📢📢📢 ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა ე.წ. უცხოური დაფინანსების კანონებზე. დასკვნის მიხედვით გასაუქმებელია: 1️⃣ ივანიშვილის ფარა; 2️⃣ გრანტების შესახებ კანონის შეზღუდვები; 3️⃣ მაუწყებლობის შესახებ კანონის შეზღუდვები; 🔴დასკვნის მიხედვით, ეს კანონები…
1
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს ქვეყნებს მიმართავს, უკრაინის თავდაცვისთვის მშპ-ის 0.25% გამოყონ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორების დახმარებას საჭიროებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის წარმოების სამხედრო საჭიროებების დასაფარად.

“2026 წლისთვის [თავდაცვითი ბიუჯეტის] საჭიროებებს 120 მილიარდ აშშ დოლარად ვაფასებთ. უკრაინა აქედან 60 მილიარდს დაფარავს, და პარტნიორებს ვთხოვთ, დანარჩენი დაფარონ”,-განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ამის გაკეთება ყველაზე მარტივია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის მოკავშირეების თავდაცვითი ბიუჯეტების მცირე წილის გამოყოფის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილებით.

“ყველაზე ეფექტიანი გზაა ამისთვის - მშპ-ის 0.25%-ის გამოყოფა…

თუ ეს მიღწევადი არ არის ევროპისა და არაევროპელი პარტნიორებისთვის, მაშინ ერთადერთი გზა სესხი რჩება, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი”, - განაცხადა შმიგალმა.
ამერიკის ომის მინისტრმა, პიტერ ჰეგსეტმა რამშტანის საკონტაქტო ჯგუფის 31-ე შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა:

🗣️"თუ მოკლევადიან პერსპექტივაში მშვიდობის გზას ვერ ვიპოვით, ამერიკა მოკავშირეებთან ერთად გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა რუსეთს აგრესიისთვის კიდევ უფრო დიდი ფასი გადავახდევინოთ."

🗣️"ამერიკის ომის სამინისტრო მზად არის, განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლის განხორციელებაც მხოლოდ ამერიკას შეუძლია."

🗣️"ევროპის ხელმძღვანელობით მომაკვდინებელი NATO და საიმედო უკრაინული არმია რუსული აგრესიის ყველაზე ეფექტური შემაკავებელი ფაქტორებია."

🗣️"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვაპირებთ უკრაინაში ომის დასრულებას. ომი უნდა დასრულდეს."
🎄1
"NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ძლიერდება და ეს ძალიან მალე რეალურ შესაძლებლობებად გადაიქცევა. დონალდ ტრამპის სტრატეგია" მშვიდობა ძალის მეშვეობით" ომების დასარეგულირებლად ძალზე  ეფექტურად მუშაობს. მშვიდობა მიიღწევა არა მაშინ, როცა ხმამაღალ სიტყვებს ამბობ ან თითს იქნევ არამედ მაშინ, როცა გაქვს ძლიერი და რეალური შესაძლებლობები, რომელსაც მოწინააღმდეგე პატივს სცემს." - პიტ ჰეგსეტი.
🦄1
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი რამშტაინის 31-ე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გახსნა €2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებით
😍1
უკრაინამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ევაკუაციის ზონა გააფართოვა. ტერიტორიაზე რუსულ არმიასთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ოკუპანტები კუპიანსკზე კონტროლის აღდგენას ცდილობენ. უკრაინის ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, სიტუაციის გამწვავების გამო დასახლებული ტერიტორიებიდან 409 ოჯახი გაიყვანეს.
👀1
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგი ქვეყანა „სრულად უსინდისოდ იქცევა“ — მისი თქმით, ეს ქვეყნები, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთს აძლევენ შესაძლებლობას, მიიღოს იარაღი, საბრძოლო მასალა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები.
გარდა ამისა, ისინი საკუთარ მოქალაქეებს საშუალებას აძლევენ, შეუერთდნენ რუსეთის არმიას.

"სიმართლე ისიც არის, რომ რუსეთი არ გეგმავდა ისეთი ხანგრძლივი ომის წარმოებას, როგორიც საბოლოოდ გამოვიდა. რუსეთი აშკარად არ ელოდა უკრაინის ასეთი ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერის მიღებას. სწორედ ამიტომ, რუსეთის ფედერაციას ახლა საბოლოოდ სჭირდება პაუზა — უპირველესად, სამხედრო შესაძლებლობების აღსადგენად,“ — განაცხადა ბუდანოვმა.
🤨1
„თუ ეს ომი არ დასრულდება, თუ მოკლევადიან პერსპექტივაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ იქნება, მაშინ შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან ერთად, გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა აიძულოს რუსეთს, აგრესიისთვის ფასი გადაიხადოს. თუ ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, აშშ-ის ომის დეპარტამენტი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ისეთი გზებით, რაც მხოლოდ ამერიკას შეუძლია“ | განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე
💅1
"უკრაინელები ამ ომს მინიმუმ კიდევ 3 წლის პერსპექტივით გეგმავენ და ეს გონივრულია, ხოლო ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პუტინი, რომ ამ 3 წლის განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერას შეუჩერებლად გავაგრძელებთ." - რადოსლავ სიკორსკი.
😨1
ვენესუელის დიქტატორმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა კარაკასისა და მირანდას ყოვლისმომცველი თავდაცვის ზონის გააქტიურების შესახებ, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
🤪1
"ბიუჯეტის დეფიციტის გამო რუსეთის ყველა სამთავრობო უწყებას და სამსახურებს დაავალეს, ამოიღონ თანხები. მაგრამ მათ ფულის ძებნა იქ არ დაიწყეს, სადაც საჭირო არაა. ყველა ახალი ინიციატივა რუსების ჯიბეს პირდაპირ ურტყამს, ამიტომ ხალხისთვის ეს არაფერს კარგს არ მოასწავებს - იქნება ახალი გადასახადები და, როგორც იტყვიან, გამოძაფავენ შიშველს თავის სვიტერიანად, იქნებ რამე მაინც მოაქუჩონ. დღეს, საპროცენტო გადასახადის პარალელურად, აპირებენ პლასტიკური ბარათების მომსახურების საფასურის ამოღებასაც. ყველაფერი ეს აისახება ფასწარმოქმნაზე, და შედეგად ინფლაცია ყოველდღე ზემოთ მიცოცავს. ამასთან ერთად, ამ უკანასკნელის ზრდადობაზე გავლენას იქონიებს დაანინსებული დამატებითი ღირებულების გადასახადის ზრდაც ამით კი ინფლაცია 2026 წელს არანაკლებ 10%-ით გაიზრდება." - რუსეთის დუმიზ ეკონომიკური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, ნიკოლაი არეფიევი.
🎃1
აშშ ჰამასს ტრამპის სამშვიდობო გეგმის დარღვევაში ადანაშულებს. ცენტრალური სარდლობა მოუწოდებს დაჯგუფებას შეწყვიტოს ძალადობა და სროლა მშვიდობიანი პალესტინელების წინააღმდეგ.

"ჰამასმა უნდა ისარგებლოს მშვიდობის შესაძლებლობით, სრულად შეწყვიტოს საქმიანობა და მკაცრად დაიცვას 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა შესთავაზა და დაუყოვნებლივ განიარაღდეს“ - ნათქვამია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
👾1
"უკრაინა შეძლებს 2026 წელს აწარმოოს 20 მილიონი დრონი, თუ პარტნიორები დაეხმარებიან დაფინანსებაში", — განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა.
3
2025/10/19 19:12:05
Back to Top
HTML Embed Code: