Telegram Web Link
🇺🇸✈️🇻🇪ამ წუთებში ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების 2 B-52 Stratofortress-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი დაფრინავს კარიბის ზღვის თავზე, ვენესუელის სანაპიროებიდან 500 კილომეტრში და ახორციელებს რაკეტების საწვრთნელ გაშვებას. სავარაუდოდ JASSM-ER-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასროლას ახორციელებენ.

#Kramer
🤷‍♂1
ტრამპის ადმინისტრაციამ, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ვენესუელაში მადუროს გადასაყენებლად საიდუმლო ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა | The New York Times.
🗿1
დონალდ ტრამპი თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მას პირობა მისცა,რომ აღარ იყიდიან რუსულ ნავთობს… ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსგავსი ზეწოლის განხორციელებას აპირებენ ჩინეთთან დაკავშირებითაც…
🤓2
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
დონალდ ტრამპი უკრაინაზე:

"ჩვენ (მე და ზელენსკი) ომზე დავილაპარაკებთ . მათ (უკრაინელებს) სურთ შეტევაზე გადასვლა. მე ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ ნამდვილად სურთ შეტევაზე გადასვლა და ამაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს.“
🌚1
ჯემნიუსი
Video
“არ გვიხაროდა, რომ ის [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი] ნავთობს ყიდულობდა რუსეთისგან, ვინაიდან, ეს რუსეთს ამ უაზრო ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რომელშიც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს, სხვათა შორის - რუსეთმა დაკარგა მილიონ-ნახევარი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები…

ასე რომ, არ მიხაროდა, რომ ინდოეთი [რუსულ] ნავთობს ყიდულობდა. და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს”, - განაცხადა ტრამპმა.
💅1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ჩვენ მხოლოდ ერთს ვთხოვთ პუტინს — რომ შეწყვიტოს უკრაინელებისა და რუსების მკვლელობა, — ტრამპი.
🕊1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინა მზადაა ფრონტზე შეტევაზე გადასასვლელად.

"ჩვენ ვისაუბრებთ მასთან (პრეზიდენტ ზელენსკისთან) ომზე. და ვისაუბრებთ იმაზე, რაც, როგორც მე მესმის, ისინი შეტევაზე გადასვლას გეგმავენ. ამ საკითხზე მე მივიღებ გადაწყვეტილებას. მაგრამ მათ სურთ შეტევის დაწყება — თქვენ ეს იცით. და ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება,“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
3
ჩინეთი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სისტემატურად იღებდა წვდომას დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამთავრობო სისტემებზე, იპარავდა დაბალი და საშუალო დონის საიდუმლო დოკუმენტებს. მოპოვებულ მონაცემებს შორის იყო კონფიდენციალური დოკუმენტები, რომლებიც მთავრობის პოლიტიკის ფორმულირებას ეხებოდა, ამასთან, დოკუმენტებს შორის იყო კერძო მიმოწერა და ზოგიერთი დიპლომატიური ტელეგრამა. აღსანიშნავია, რომ "ყველაზე კონფიდენციალური“ სამთავრობო ინფორმაცია და სისტემები, სადაც იგი ინახებოდა, არ ირის კომპრომეტირებული.

Bloomberg-ის წყაროების თქმით, ჩინეთის მცდელობები დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომპიუტერული სისტემების გატეხვის მიმართულებით მიუთითებს სერიოზულ საფრთხეზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის.
🤯1
ტრამპი: „მე მივიღე მნიშვნელოვანი დაზვერვის ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ირანი კვლავ ცდილობს აღადგინოს თავისი ბირთვული შესაძლებლობები - აშშ და ისრაელი ყურადღებით აკვირდებიან ამ ქმედებებს. თუ ირანი გააგრძელებს ატომური ბომბის შექმნის გზას, ჩვენ კვლავ დავარტყამთ ირანს. ირანმა გვითხრა, რომ ის მოქმედებს სამოქალაქო და არა სამხედრო ბირთვული მასალის წარმოებისთვის, მაგრამ ჩვენი ყურადღება კვლავ მათზეა მიმართული“.
1
”აშშ მალე გაასაჯაროებს ფოტოებს, რომლებიც უკრაინის მთავრობის მიერაა მოწოდებული და ადასტურებს, რომ ჩინური დეტალები გამოიყენებოდა რუსულ უპილოტო (შაჰიდის ტიპის) საფრენ აპარატებში” - აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი.

"ჩინეთის მიერ რუსეთის ნავთობის შეძენა აძლიერებს რუსულ სამხედრო მანქანას. ჩინეთი ყიდულობს რუსეთის ენერგო რესურსების 60%-ს’’,- აღნიშნა ბესენტმა.
😐1
რამშტაინის შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ 19 ქვეყანა მზადაა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუწიოს PURL-ის ინიციატივისა და ორმხრივი საფუძვლების ფარგლებში.

"ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ პუტინს, რომ ის ვერასოდეს გაიმარჯვებს ამ ომში უკრაინის წინააღმდეგ”— აღნიშნა რუტემ.
1👏1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი:

"ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან- უკრაინულ დელეგაციასთან ერთად განვიხილეთ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადების დეტალები.

გავცვალეთ მოსაზრებები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების არქიტექტურა — არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც.

ასევე, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს."
🤝1
ტრამპი მუშაობს უკრაინის გამარჯვების ფონდის შექმნაზე, რომელიც ჩინეთისთვის ახალ ტარიფებზე დაფუძნებული შემოსავლით დაფინანსდება — The Telegraph

აშშ-ის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ წარმოადგინოს აღნიშნული ფონდის გეგმა ევროპელი კოლეგებისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვალინდელი ვაშინგტონში ვიზიტის წინ.
🎉2
რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 31-ე შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ 19 ქვეყანა მზადყოფნას გამოვთქვამს უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუწიოს PURL-ის პროგრამის და ორმხრივი საფუძვლების ფარგლებში.

"ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ პუტინს, რომ ის ამ ომში ვერასოდეს გაიმარჯვებს." - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ
🫡1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი:

"ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან- უკრაინულ დელეგაციასთან ერთად განვიხილეთ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადების დეტალები.

გავცვალეთ მოსაზრებები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების არქიტექტურა — არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც.

ასევე, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს."
🙏2
🗣 შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის ბოლო ანგარიში ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, ყველაზე კარგი მაგალითია, რომ ვენეციის კომისია იქცა “პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად” და არა სამართლებრივის.
🗣 ხოლო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ვინც აფინანსებს გადატრიალებას, არ სურთ ეს კანონები იყოს მიღებული.
https://jam-news.net/ge/veneciis-komisiis-daskvna-2/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR6hm8mdCqshPlGqDVwBGWq2J7iRAw5PGkgeV0vzvCaswbOYsufQYlQERyv6zQ_aem_4O561Ob_O6KOV7e_qKHjPA
😡2
სომხეთის სასულიერო ცენტრმა, ეჩმიაძინის წმინდა საყდარმა, არაგაცოტნის ეპარქიის საღმოსავანკის მონასტრის მოძღვრის, მამა პარენ არაქელიანის დაკავების შესახებ განაცხადა. ასევე დააკავეს რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის არაგაცოტნის ეპარქიის წინამძღვარი, მკრტიჩ პროშიანი. თავდაპირველად მედიაში შვიდი სასულიერო პირის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი ათი. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური და საგამოძიებო კომიტეტი ეპარქიის შენობაში ოპერატიულ საქმიანობას აგრძელებენ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის“ ხელმძღვანელმა დანიელ იოანიანსიანმა განაცხადა, რომ მან სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა პროკურატურაში საზოგადოებრივ ტელევიზიაში მღვდელ არამ ზოჰრაბიანთან ინტერვიუს საფუძველზე. მღვდელმა განაცხადა, რომ “2021 წელს, სომხურ წმინდა სამოციქულო ეკლესიაში, ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო აქციებში მონაწილეობის იძულებას“.

ეჩმიაძინის მთავარეპისკოპოსის პრესმდივნის, ესაი არტენიანის თქმით, ხელისუფლებამ სასულიერო პირების დაკავება “საეკლესიო კამპანიის ნაწილად უნდა განიხილოს“.https://jam-news.net/ge/mghvdlis-intervius-shemdeg-somkhetshi-sasuliero-pirebi-daakaves/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR4n_FohpqLvLWxbvkYyFl5Zth6Q3BNYC3lisIL1qBHaxZ-68GmUMRnL8levEg_aem_-5rltMpZsH0VUGeEULN5LA
👻1
რამიზ მეჰდიევი, ათწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანის პოლიტიკურ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, ღალატისა და ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობისთვის გამოძიების ქვეშაა.

ბაქოს საბაილის რაიონული სასამართლოს განკარგულებით, იგი შინაპატიმრობაშია.
https://jam-news.net/ge/ramiz-mehdievi-azerbaijanuli-politikis-rukhi-kardinalidan-shinapatimrobamde/
👎1
დღეს შსს-მ ვალტონენი 5 000 ლარით დააჯარიმა.
👍2👾1
2025/10/25 15:18:45
Back to Top
HTML Embed Code: