Telegram Web Link
სერგეი ლავროვი:

"ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ბაიდენის ომს, ტრამპის ომად გარდაქმნის.

ეს ასევე გამოიწვევს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განსაკუთრებით საშიშ დონეზე გამწვავებას. დარწმუნებული ვარ, მათ ეს კარგად ესმით”.
💩3
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ.

„ქართული დიქტატორული პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს. ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი იღებს“, - წერს მარკო მიხელსონი.
😢2
"ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს "ქართული კოშმარის" რეჟიმის სახით. ისინი პეკინში მყოფი მევახშეების დასაკმაყოფილებლად, ამერიკას შუა დერეფანში კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას უკეტავენ. ეს ყველაფერი კი პრეზიდენტ ტრამპის დაცინვისა და მოთხოვნების წაყენების პარალელურად ხდება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება ახლავე დაიწყოს" | წერს ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე
1
Politico-ს ინფორმაციით დონალდ ტრამპი თვლის, რომ პუტინზე ყველაზე დიდი შურისძიება ზელენსკის ქებაა.
🎃2
🇺🇦🇺🇸 ზელენსკიმ ტრამპი დაამარცხა, — ჟურნალი TIME ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, სადაც ასევე სხვა, მნიშვნელოვან თეზისებზეცაა აქცენტი გაკეთებული----

• ზელენსკის თებერვალში თეთრ სახლში შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში არ მოუხდია, თუმცა დაიწყო ტრამპის უფრო ხშირი ქება და მადლობის გადახდა — ამან კი ხელი შეუწყო მოლაპარაკებების ტონის შეცვლას;

• ტრამპი სერიოზულად განიხილავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის მიწოდებას, რაც მკვეთრად გააფართოებს უკრაინის დარტყმით შესაძლებლობებს;

• ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის $2 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღი შეიძინეს.

• განიხილება უკრაინული დრონების ტექნოლოგიების სანაცვლოდ აშშ-სთან მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების გაცვლა;

• ახლა ტრამპი თავად მიიჩნევს, რომ პუტინისთვის პასუხის გაცემის საუკეთესო გზა ზელენსკის ქებაა.
💋1
Axios-ის ინფორმაციით, დღეს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ...
🥱1
რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს უკრაინული დრონები დაესხნენ | ინფორმაცია ადგილობრივ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება. აქვე, წერენ, რომ „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ქარხანაში ხანძარი იყო. თავდასხმის პერიოდში, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, დახურული იყო ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიც. არსებული მონაცემებით, ქარხანას წელიწადში 300 000 ტონამდე საწვავის გადამუშავება შეეძლო. ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია
🍾1
ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს | კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ის ძალაში ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ შევა

კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:
• პარტიის შექმნა;
• პოლიტიკური პარტიის წევრობა;
• პარტიის ორგანოს წევრობა;
• პარტიული თანამდებობის დაკავება;
• არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
• არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
• პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
• კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა..
🤬1
ტრამპმსა და პუტინს შორის, სატელეფონო საუბარი დაიწყო
🤔1
აზერბაიჯანში ევროკავშირის საელჩო - ახალი თავი იწყება, მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობის, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ხიდების აგებას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის
🤨2
🔴 ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს | კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ის ძალაში ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ შევა

🔻კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:

• პარტიის შექმნა;
• პოლიტიკური პარტიის წევრობა;
• პარტიის ორგანოს წევრობა;
• პარტიული თანამდებობის დაკავება;
• არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
• არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
• პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
• კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა..

🔴 თუ მოსარჩელე მოითხოვს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ასევე გამოიწვევს:

• აკრძალული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას;
• სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;
• პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.

🔴 რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს. პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.
💩2😡1
“ამ წუთებში მე ვესაუბრები პუტინს. საუბარი მიმდინარეობს, ხანგრძლივია, და მე, ისევე როგორც პუტინი, მის შინაარსზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც დასრულდება. მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის,“ — განაცხადა ტრამპმა.
😴1
🔴 ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებულ პირს ქვეყნის დატოვება სამუდამოდ ეკრძალება | კანონპროექტი მათ დაჩქარებული წესით მიიღეს
🔻 დოკუმენტი ითვალისწინებს:
• დამნაშავედ მიჩნეული პირს ავტომატურად ეკრძალება ქვეყნის საზღვრების დატოვება და მოსამართლეს აღარ ექნება უფლება გადაწყვიტოს, მსგავს აკრძალვას ჩაწერს თუ არა განაჩენში
• კანონიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც აწესებდა ამ აკრძალვის ზედა მაქსიმალურ ზღვარს - 16 წელს
🔻 სასჯელის მოხდის შემდეგ, გასამართლებული პირი ქვეყნის დატოვებას მხოლოდ ორ შემთხვევაში შეძლებს:
• თუ დაზარალებულს არ ექნება ამ აკრძალვის დაწესების სურვილი
• თუ ის ზიანს აანაზღაურებს
🤮2
უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებში კიტ კელოგს ხვდება
👍2
🔴 ოცნებამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ახალი ამკრძალავი კანონები დაამტკიცა
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ამ ცვლილებით მე-10 ნაწილი ემატება, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
• სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
• მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
• ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
🔴 აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
• ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს:
• იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;
• იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.
🔴 ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
• რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
• სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
• იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
• არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
• ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
• ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის [პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა] მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება:
• პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა – ჩადენილი მესამედ – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
• ჩადენილი არაერთგზის – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
• ჩადენილი არასრულწლოვნის მიერ – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
💩3
აშშ და რუსეთი მომავალ კვირას მაღალი დონის შეხვედრას გამართავენ | ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა და დაწერა, რომ ამის შესახებ პუტინი და ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აღნიშნული "მაღალი დონის შეხვედრა" მრჩევლების დონეზე გაიმართება და აშშ-ის დელეგაციას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. ამ დროისთვის დელეგაციის დანარჩენი წევრების ვინაობა და შეხვედრის ადგილი გადაწყვეტილი არ არის. ტრამპის ინფორმაციითვე, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ის და პუტინი ბუდაპეშტში შეხვდებიან.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების საუბარი დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა - თეთრი სახლის ცნობით, საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო"
🥴2
ჯემნიუსი
აშშ და რუსეთი მომავალ კვირას მაღალი დონის შეხვედრას გამართავენ | ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა და დაწერა, რომ ამის შესახებ პუტინი და ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აღნიშნული "მაღალი დონის…
ტრამპისა და პუტინთან სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მალე ისინი ბუდაპეშტში შეხვდებიან.


"ახლახან დავასრულე ძალიან პროდუქტიული საუბარი პრეზიდენტ პუტინთან.
მან მომილოცა მე და ამერიკას ახლო აღმოსავლეთში მიღწეული მშვიდობისთვის და განაცხადა, რომ ეს შეიძლება დაეხმაროს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას.

ვიმსჯელეთ ომის შემდეგ ვაჭრობაზე და შევთანხმდით, რომ ჩვენი მაღალი თანამდებობის მრჩევლები სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით მომავალ კვირას შეხვდებიან.

ამის შემდეგ მე და პუტინი შევხვდებით ბუდაპეშტში, რათა განვიხილოთ ომის დასრულების გზები.

ხვალ ოვალურ კაბინეტში ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, რათა ეს საუბარი გავუზიარო. მიღწეულია დიდი პროგრესი",- ტრამპი
😴2
"მოსალოდნელი შეხვედრა ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ჩინებული ახალი ამბავია მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ადამიანებისთვის. ჩვენ მზად ვართ!" - ორბანი.
🤪2
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
🇺🇦👊🇷🇺🔥ტრამპის ხმამაღალი განცხადებებიდან მალევე, უკრაინელმა დივერსანტებმა სამარაში, ტოლკაის რკინიგზაზე 110/10/3 კილოვატის ძალოვანი ქვესადგური გადაწვეს.

#Kramer
🏆2
"პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ Tomahawk-ები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლიან, მაგრამ რუსეთის და ამერიკის ურთიერთობას და უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას სერიოზულად დააზარალებენ." - იური უშაკოვი.
🍌2
2025/10/18 17:10:06
Back to Top
HTML Embed Code: