Telegram Web Link
სომხეთმა ვანო საბაშვილიც გაათავისუფლა გიორგი კინოიანის მსგავსად!
👍32😍1
💬 „ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში

📌 „ოცნების“ პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ჩატარდა ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა.

უწყებაში ასევე თქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა აღნიშნულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კიდევ 8 პირთან მიმართებაში.

მათივე ცნობით, ამოღებულია „სხვადასხვა ელექტრული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.“
👾1
ტრამპი დღეს ზელენსკისთან პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს — თეთრი სახლის სპიკერი
🥴1
რადიო თავისუფლება: 👨‍⚖️ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცნობით, „ფილიპინების ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადახდილი“ ერთი მილიონი აშშ დოლარის ქრთამის საქმეზე ბრალი წაუყენეს საერთაშორისო საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია „სმარტმატიკს“

🗳️ ეს კომპანია ემსახურება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას - მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე უზრუნველყოფდა ცესკოს ელექტრონული აპარატებითა და პროგრამული უზრუნველყოფით

👮 ბრალდება იმავე საქმეს ეხება, რის გამოც 2024 წლის 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა ამავე კომპანიის სამ აღმასრულებელ პირს ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით

იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდების თანახმად, ფირმის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - სახელად როჯერ ალექსანდრო პინატე მარტინეზმა, - კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი გადაიხადა

ბრალდების თანახმადვე, ქრთამი აიღო ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის (COMELEC-ის) ყოფილმა თავმჯდომარემ ხუან ანდრეს დონატო ბაუტისტამ. ბაუტისტა 2015-17 წლებში იყო ამ თანამდებობაზე
🗿2
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი ვადის ამოწურვამდე 11 თვით ადრე, პოსტიდან წავიდა.

იმერლიშვილი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა 2016 წელს.

საგულისხმოა რომ ეს გადადგომა მოხდა "ოცნების" სარჩელამდე პარტიების აკრძალვაზე, რომელსაც პლენუმი განიხილავს.
🤣1
ზელენსკი თეთრ სახლში უკვე 20 წუთია იგვიანებს
😐1
ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა
🫡1
თეთრი სახლი
🤝1
ტრამპი ზელენსკიზე: ის ძალიან ძლიერი ლიდერია, რომელმაც ბევრ რამეს გაუძლო. ჩვენ შესანიშნავად ვთანხმდებით.
😘1
ტრამპი: დღეს ვისაუბრებთ ჩემს გუშინდელ საუბარზე პუტინთან, რომლის დროსაც გარკვეული პრინციპები განვიხილეთ — ვნახავთ, მოვახერხებთ თუ არა ამ საკითხის გადაწყვეტას.
🆒1
ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინელ ლიდერს „კარგი კოსტიუმი აცვია“ და დაამატა: „Very like it!“

ამის შემდეგ ტრამპმა ხუმრობით ჰკითხა დამსწრეებს, ყველამ მოასწრო თუ არა ზელენსკის ტანსაცმლის შემჩნევა.
1😐1
სავარაუდოდ, ეს იქნება ჩემი ორმხრივი შეხვედრა პუტინთან, მაგრამ ჩვენ კავშირზე ვიქნებით ზელენსკისთან — განაცხადა ტრამპმა უნგრეთში რუსეთის დიქტატორთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
🤪1
ზელენსკი:

„ჩვენ შევხვდით მსხვილ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ყველა თავდასხმის შემდეგ”.

ჩვენ ასევე შევხვდით ამერიკულ სამხედრო კომპანიებს და ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის საკითხებზე.“
😇1
🔴 🇺🇸🇨🇳 პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთზე:

ამ მომენტიდან ჩვენ ჩინეთს სამხრეთ კორეაში შევხვდებით. როგორც ჩანს, ყველაფერი წინ წავა.

მათ შეხვედრა სურთ. ჩვენც გვიყვარს შეხვედრა. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინისთან და ვნახოთ, რა მოხდება.
😁2
ზელენსკი ვარაუდობს, რომ უკრაინას შეუძლია აშშ-ს „ათასობით კამიკაძე დრონი“ მიაწოდოს, თუ ვაშინგტონი „Tomahawk“-ის ფრთოსანი რაკეტების გამოყენების ნებართვას მისცემს

“თუ გინდა სამხედრო სამიზნეს დაარტყა, ასობით დრონი უნდა გამოიყენო Tomahawk-ებთან ერთად. ჩვენ გვაქვს დრონები, მაგრამ არ გვაქვს Tomahawk-ები”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრისას…
🍓1
რეპორტიორი: არ გაწუხებთ, რომ პუტინი ცდილობს მეტი დროის ყიდვას?

ტრამპი: მე, მთელი ცხოვრება საუკეთესოები მეთამაშებოდნენ.
🙉1
"მე მზად ვარ, პუტინთან ვისაუბრო ნებისმიერ ფორმატში — ორმხრივში, სამმხრივშიც, ამას მნიშვნელობა არ აქვს,“ — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა არის „ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან აშშ ძალიან ძლიერია.“
2
მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გრძელდება
🆒1
🔻💬 ჟურნალისტი: "ბატონო ზელენსკი, თქვენ მესამედ ხართ თეთრ სახლში. რამდენად განსხვავებულია ახლა პრეზიდენტის წინ ჯდომა?.."

🔻💬 ზელენსკი: "პირველ რიგში, რაც შეეხება პიჯაკს. იგივე პიჯაკია იმიტომ, რომ პრეზიდენტიც იგივეა. ძალიან მარტივია. შემდეგ პრეზიდენტს ექნება ახალი პიჯაკი. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას პრეზიდენტ ტრამპთან, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგები გვაქვს და ვფიქრობ, ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის გაგება. და ვიცი, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგადაა ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გვეხმარება. მაგრამ ჩვენ ისევ ომში ვართ"

🔻 მანამდე, თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ტრამპმა ზელენსკის კომპლიმენტები მედიის თანდასწრებით, საჯაროდ უთხრა: „მე ვფიქრობ, ის [ზელენსკი] ამ პიჯაკში ძალიან ლამაზად გამოიყურება. იმედია, ამას ხალხიც შეამჩნევს, ის ძალიან კარგი და დახვეწილია, ძალიან მომწონს"

🔻 მანამდე კი, 28 თებერვალს, თეთრ სახლში მისულ ზელენსკის ტრამპმა ჩაცმულობა დაუწუნა - "თქვენ საერთოდ კოსტიუმი გაქვთ?" - ჰკითხა მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა მას და დაამატა: "ზოგიერთი ამერიკელი ნაწყენია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს ოფიციალურ სტილს"
🙈1
ტრამპი:

ძალიან კარგ ქალს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ძალიან გულუხვია.
🕊1
2025/10/21 11:19:42
Back to Top
HTML Embed Code: