Telegram Web Link
ზელენსკი ვარაუდობს, რომ უკრაინას შეუძლია აშშ-ს „ათასობით კამიკაძე დრონი“ მიაწოდოს, თუ ვაშინგტონი „Tomahawk“-ის ფრთოსანი რაკეტების გამოყენების ნებართვას მისცემს

“თუ გინდა სამხედრო სამიზნეს დაარტყა, ასობით დრონი უნდა გამოიყენო Tomahawk-ებთან ერთად. ჩვენ გვაქვს დრონები, მაგრამ არ გვაქვს Tomahawk-ები”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრისას…
🍓1
რეპორტიორი: არ გაწუხებთ, რომ პუტინი ცდილობს მეტი დროის ყიდვას?

ტრამპი: მე, მთელი ცხოვრება საუკეთესოები მეთამაშებოდნენ.
🙉1
"მე მზად ვარ, პუტინთან ვისაუბრო ნებისმიერ ფორმატში — ორმხრივში, სამმხრივშიც, ამას მნიშვნელობა არ აქვს,“ — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა არის „ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან აშშ ძალიან ძლიერია.“
2
მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გრძელდება
🆒1
🔻💬 ჟურნალისტი: "ბატონო ზელენსკი, თქვენ მესამედ ხართ თეთრ სახლში. რამდენად განსხვავებულია ახლა პრეზიდენტის წინ ჯდომა?.."

🔻💬 ზელენსკი: "პირველ რიგში, რაც შეეხება პიჯაკს. იგივე პიჯაკია იმიტომ, რომ პრეზიდენტიც იგივეა. ძალიან მარტივია. შემდეგ პრეზიდენტს ექნება ახალი პიჯაკი. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას პრეზიდენტ ტრამპთან, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგები გვაქვს და ვფიქრობ, ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის გაგება. და ვიცი, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგადაა ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გვეხმარება. მაგრამ ჩვენ ისევ ომში ვართ"

🔻 მანამდე, თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ტრამპმა ზელენსკის კომპლიმენტები მედიის თანდასწრებით, საჯაროდ უთხრა: „მე ვფიქრობ, ის [ზელენსკი] ამ პიჯაკში ძალიან ლამაზად გამოიყურება. იმედია, ამას ხალხიც შეამჩნევს, ის ძალიან კარგი და დახვეწილია, ძალიან მომწონს"

🔻 მანამდე კი, 28 თებერვალს, თეთრ სახლში მისულ ზელენსკის ტრამპმა ჩაცმულობა დაუწუნა - "თქვენ საერთოდ კოსტიუმი გაქვთ?" - ჰკითხა მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა მას და დაამატა: "ზოგიერთი ამერიკელი ნაწყენია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს ოფიციალურ სტილს"
🙈1
ტრამპი:

ძალიან კარგ ქალს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ძალიან გულუხვია.
🕊1
დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გრძელდება.

სადილი უკვე დამთავრდა, თუმცა შეხვედრა 2 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს.
🙏1
თეთრმა სახლმა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.


"ჩვენ არ ვკარგავთ ჩვენს ხალხს, არ ვხარჯავთ საკუთარ ფულს, ჩვენ გვიხდიან საბრძოლო მასალასა და რაკეტებში... ნატოსთან ძალიან მომგებიანი შეთანხმება დავდეთ... ჩვენ აქ ომისთვის არ ვართ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ათასობით სიცოცხლე გადავარჩინოთ..."
🥴1
RBC-Ukraine-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის „მტკივნეული წერტილების“ ამსახველი რუკები გადასცა.

უკრაინული დელეგაციის წყარომ განაცხადა, რომ ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ამჯერადაც მიიტანეს ტრამპთან შეხვედრაზე რამდენიმე რუკა, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისთვის.

“რუკებზე ნაჩვენებია რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და სამხედრო ეკონომიკის “მტკივნეული ობიექტები”, რომლებზეც ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა პუტინს ომის დასრულება აიძულონ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
👌1
დამთავრდა ტრამპის და ზელენსკის დახურული შეხვედრა, რის შემდეგაც ზელენსკი ბრიფინგს გამართავს.
1
აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ ფლორიდაში 16 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს სავარაუდო ქრთამის საქმეზე, რომელიც ეხებოდა კომპანიის სამ ყოფილ აღმასრულებელ პირს.

პროკურორების განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებმა 2015-2018 წლებში $1 მილიონის ოდენობის ქრთამი გადასცეს ფილიპინების ყოფილ საარჩევნო მაღალჩინოსანს, რომელიც საქმეში ასევე დაცვის მხარეს წარმოადგენს.

თავის მხრივ, Smartmatic-მა განაცხადა, რომ კომპანიის აზრით, "ფლორიდის სამხრეთ ოლქის აშშ-ს პროკურორის სამსახური შეცდომაში შეიყვანეს და მათზე ძლიერმა ინტერესებმა პოლიტიკური გავლენა იქონიეს, მთავრობასთან ჩვენი ექსტენსიური თანამშრომლობის მიუხედავად. კიდევ ერთხელ, ეს მიზანმიმართული, პოლიტიკური და არასამართლიანია."

გავრცელებული ინფორმაციით, ქრთამების გადახდა მოხდა საიდუმლო ფონდიდან, რომელიც ფილიპინებში 2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების ზედმეტად შეფასების მეშვეობით შეიქმნა, რის შემდეგაც ქრთამების გადახდა ფინანსურ დოკუმენტებში დამალეს კოდური ენის გამოყენებით.

პარალელურად, Smartmatic სასამართლოში Fox Corp-სა და მის კომენტატორებს $2.7-მილიარდიანი ზარალისთვის უჩივის კომპანიის შესახებ გაკეთებული სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, რომ თითქოს Smartmatic-ის აპარატების მეშვეობით 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

Fox ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ Smartmatic-ის წინააღმდეგ ღირებული ბრალდებების გაშუქება სამართლიანი და დაცული იყო აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

ცნობისთვის, Smartmatic-ის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოშიც ჩატარდა ჯერ 2024 წლის საპარლამენტო, შემდეგ კი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Smartmatic-ის აღმასრულებელ პირებს ბრალი 2024 წლის 8 აგვისტოს წარუდგინა, რასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებსაც ცესკომ წინასაარჩევნო პერიოდში მალევე უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას "საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს."

ცესკო ხაზს უსვამდა, რომ ბრალის ადრესატ პირებს "არანაირი ფორმალური თუ იურიდიული შემხებლობა არ ჰქონდათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან."

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავის საგანი არ არის თვითონ საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მათი მუშაობა." - წერდა ცესკო გასული წლის აგვისტოში.
1
ზელენსკი ამჟამად ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს მართავს.
🥰1
სიბიჰა: "სლოვაკეთი უკრაინას 500 000€ -ს ღირებულების ენერგეტიკული აღჭურვილობის ახალ პაკეტს მიაწვდის."
2👍1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ჩვენ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით საჯაროდ არ ვისაუბროთ შორი რადიუსის რაკეტებზე, რადგან აშშ-ს არ სურს ესკალაცია, — განაცხადა ზელენსკიმ.
🤔1
„ჩვენ ვისაუბრეთ ბუდაპეშტზე — პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა თავისი დიალოგის დეტალები რუსულ მხარესთან. რუსეთისგან მიღებული ყველა სიგნალი ჩვენთვის ახალი არ არის, თუმცა ვიმედოვნებთ ტრამპი ზეწოლას მოსახდენს პუტინზე, რათა ამ ომს ბოლო მოეღოს,“ — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
👀1
ზელენსკი: ჩვენ ვენდობით აშშ-ს და ტრამპს, რადგან მას სურს ამ ომის დასრულება
🌚1
ტერიტორიების საკითხი — ეს არის ძალიან მგრძნობიარე და ყველაზე რთული საკითხი, — ზელენსკი
💯1
„პრეზიდენტ ზელენსკითან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მეგობრული. მე ვუთხარი მას, ისევე როგორც მტკიცედ ვურჩიე პრეზიდენტ პუტინს, რომ დადგა დრო, შეწყდეს მკვლელობები და გაფორმდეს შეთანხმება! საკმარისია სისხლისღვრა, საკმარისია საზღვრების განსაზღვრა ომითა და სიმამაცით. ისინი უნდა შეჩერდნენ იქ, სადაც ახლა იმყოფებიან. ორივე მხარემ უნდა გამოაცხადოს გამარჯვება, ხოლო ისტორიამ განსაჯოს! აღარ უნდა იყოს სროლა, სიკვდილი, უზარმაზარი და დაუძლეველი ხარჯები. ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება — საკმარისია, დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს მშვიდობით!“ — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
🥱1
„პუტინს მე ვძულვარ. შესაბამისად, მეც ანალოგიურად ვუდგები პუტინს. ეს არ ეხება ემოციებს. ჩემთვის და თითოეული უკრაინელისთვის — ის მტერია, ისინი არ აპირებენ შეჩერებას. საქმე არ არის იმაში, ვინმეს ვინმეს სძულს თუ არა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვძულვართ მტერს,“ — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
🤝1
„რუსებს ეშინიათ „ტომაჰავკების“, რადგან ეს ძალზე ძლიერი იარაღია. და მათ იციან, რა ტიპის შეიარაღება გვაქვს ჩვენ წარმოებაში,“ — განაცხადა ზელენსკიმ.

„ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ „ტომაჰავკებთან“ კომბინაციაში… ჩვენ მხოლოდ მათზე არ ვსაუბრობთ — ჩვენ გვჭირდება შეიარაღების სხვადასხვა კომპბინაცია. სწორედ ამიტომ ეშინიათ მათ — იციან, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ამიტომაც დგამენ სხვადასხვა ნაბიჯს და აგზავნიან დადებით სიგნალებს, თუმცა, ცხადია, არა უკრაინული მხარის მისამართით,“ — განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
🤷‍♀1
2025/10/20 00:26:16
Back to Top
HTML Embed Code: