Telegram Web Link
თეთრი სახლი
🤝1
ტრამპი ზელენსკიზე: ის ძალიან ძლიერი ლიდერია, რომელმაც ბევრ რამეს გაუძლო. ჩვენ შესანიშნავად ვთანხმდებით.
😘1
ტრამპი: დღეს ვისაუბრებთ ჩემს გუშინდელ საუბარზე პუტინთან, რომლის დროსაც გარკვეული პრინციპები განვიხილეთ — ვნახავთ, მოვახერხებთ თუ არა ამ საკითხის გადაწყვეტას.
🆒1
ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინელ ლიდერს „კარგი კოსტიუმი აცვია“ და დაამატა: „Very like it!“

ამის შემდეგ ტრამპმა ხუმრობით ჰკითხა დამსწრეებს, ყველამ მოასწრო თუ არა ზელენსკის ტანსაცმლის შემჩნევა.
1😐1
სავარაუდოდ, ეს იქნება ჩემი ორმხრივი შეხვედრა პუტინთან, მაგრამ ჩვენ კავშირზე ვიქნებით ზელენსკისთან — განაცხადა ტრამპმა უნგრეთში რუსეთის დიქტატორთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
🤪1
ზელენსკი:

„ჩვენ შევხვდით მსხვილ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ყველა თავდასხმის შემდეგ”.

ჩვენ ასევე შევხვდით ამერიკულ სამხედრო კომპანიებს და ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის საკითხებზე.“
😇1
🔴 🇺🇸🇨🇳 პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთზე:

ამ მომენტიდან ჩვენ ჩინეთს სამხრეთ კორეაში შევხვდებით. როგორც ჩანს, ყველაფერი წინ წავა.

მათ შეხვედრა სურთ. ჩვენც გვიყვარს შეხვედრა. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინისთან და ვნახოთ, რა მოხდება.
😁2
ზელენსკი ვარაუდობს, რომ უკრაინას შეუძლია აშშ-ს „ათასობით კამიკაძე დრონი“ მიაწოდოს, თუ ვაშინგტონი „Tomahawk“-ის ფრთოსანი რაკეტების გამოყენების ნებართვას მისცემს

“თუ გინდა სამხედრო სამიზნეს დაარტყა, ასობით დრონი უნდა გამოიყენო Tomahawk-ებთან ერთად. ჩვენ გვაქვს დრონები, მაგრამ არ გვაქვს Tomahawk-ები”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრისას…
🍓1
რეპორტიორი: არ გაწუხებთ, რომ პუტინი ცდილობს მეტი დროის ყიდვას?

ტრამპი: მე, მთელი ცხოვრება საუკეთესოები მეთამაშებოდნენ.
🙉1
"მე მზად ვარ, პუტინთან ვისაუბრო ნებისმიერ ფორმატში — ორმხრივში, სამმხრივშიც, ამას მნიშვნელობა არ აქვს,“ — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა არის „ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან აშშ ძალიან ძლიერია.“
2
მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გრძელდება
🆒1
🔻💬 ჟურნალისტი: "ბატონო ზელენსკი, თქვენ მესამედ ხართ თეთრ სახლში. რამდენად განსხვავებულია ახლა პრეზიდენტის წინ ჯდომა?.."

🔻💬 ზელენსკი: "პირველ რიგში, რაც შეეხება პიჯაკს. იგივე პიჯაკია იმიტომ, რომ პრეზიდენტიც იგივეა. ძალიან მარტივია. შემდეგ პრეზიდენტს ექნება ახალი პიჯაკი. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას პრეზიდენტ ტრამპთან, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგები გვაქვს და ვფიქრობ, ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის გაგება. და ვიცი, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგადაა ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გვეხმარება. მაგრამ ჩვენ ისევ ომში ვართ"

🔻 მანამდე, თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ტრამპმა ზელენსკის კომპლიმენტები მედიის თანდასწრებით, საჯაროდ უთხრა: „მე ვფიქრობ, ის [ზელენსკი] ამ პიჯაკში ძალიან ლამაზად გამოიყურება. იმედია, ამას ხალხიც შეამჩნევს, ის ძალიან კარგი და დახვეწილია, ძალიან მომწონს"

🔻 მანამდე კი, 28 თებერვალს, თეთრ სახლში მისულ ზელენსკის ტრამპმა ჩაცმულობა დაუწუნა - "თქვენ საერთოდ კოსტიუმი გაქვთ?" - ჰკითხა მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა მას და დაამატა: "ზოგიერთი ამერიკელი ნაწყენია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს ოფიციალურ სტილს"
🙈1
ტრამპი:

ძალიან კარგ ქალს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ძალიან გულუხვია.
🕊1
დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გრძელდება.

სადილი უკვე დამთავრდა, თუმცა შეხვედრა 2 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს.
🙏1
თეთრმა სახლმა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.


"ჩვენ არ ვკარგავთ ჩვენს ხალხს, არ ვხარჯავთ საკუთარ ფულს, ჩვენ გვიხდიან საბრძოლო მასალასა და რაკეტებში... ნატოსთან ძალიან მომგებიანი შეთანხმება დავდეთ... ჩვენ აქ ომისთვის არ ვართ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ათასობით სიცოცხლე გადავარჩინოთ..."
🥴1
RBC-Ukraine-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის „მტკივნეული წერტილების“ ამსახველი რუკები გადასცა.

უკრაინული დელეგაციის წყარომ განაცხადა, რომ ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ამჯერადაც მიიტანეს ტრამპთან შეხვედრაზე რამდენიმე რუკა, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისთვის.

“რუკებზე ნაჩვენებია რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და სამხედრო ეკონომიკის “მტკივნეული ობიექტები”, რომლებზეც ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა პუტინს ომის დასრულება აიძულონ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
👌1
დამთავრდა ტრამპის და ზელენსკის დახურული შეხვედრა, რის შემდეგაც ზელენსკი ბრიფინგს გამართავს.
1
აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ ფლორიდაში 16 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს სავარაუდო ქრთამის საქმეზე, რომელიც ეხებოდა კომპანიის სამ ყოფილ აღმასრულებელ პირს.

პროკურორების განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებმა 2015-2018 წლებში $1 მილიონის ოდენობის ქრთამი გადასცეს ფილიპინების ყოფილ საარჩევნო მაღალჩინოსანს, რომელიც საქმეში ასევე დაცვის მხარეს წარმოადგენს.

თავის მხრივ, Smartmatic-მა განაცხადა, რომ კომპანიის აზრით, "ფლორიდის სამხრეთ ოლქის აშშ-ს პროკურორის სამსახური შეცდომაში შეიყვანეს და მათზე ძლიერმა ინტერესებმა პოლიტიკური გავლენა იქონიეს, მთავრობასთან ჩვენი ექსტენსიური თანამშრომლობის მიუხედავად. კიდევ ერთხელ, ეს მიზანმიმართული, პოლიტიკური და არასამართლიანია."

გავრცელებული ინფორმაციით, ქრთამების გადახდა მოხდა საიდუმლო ფონდიდან, რომელიც ფილიპინებში 2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების ზედმეტად შეფასების მეშვეობით შეიქმნა, რის შემდეგაც ქრთამების გადახდა ფინანსურ დოკუმენტებში დამალეს კოდური ენის გამოყენებით.

პარალელურად, Smartmatic სასამართლოში Fox Corp-სა და მის კომენტატორებს $2.7-მილიარდიანი ზარალისთვის უჩივის კომპანიის შესახებ გაკეთებული სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, რომ თითქოს Smartmatic-ის აპარატების მეშვეობით 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

Fox ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ Smartmatic-ის წინააღმდეგ ღირებული ბრალდებების გაშუქება სამართლიანი და დაცული იყო აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

ცნობისთვის, Smartmatic-ის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოშიც ჩატარდა ჯერ 2024 წლის საპარლამენტო, შემდეგ კი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Smartmatic-ის აღმასრულებელ პირებს ბრალი 2024 წლის 8 აგვისტოს წარუდგინა, რასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებსაც ცესკომ წინასაარჩევნო პერიოდში მალევე უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას "საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს."

ცესკო ხაზს უსვამდა, რომ ბრალის ადრესატ პირებს "არანაირი ფორმალური თუ იურიდიული შემხებლობა არ ჰქონდათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან."

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავის საგანი არ არის თვითონ საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მათი მუშაობა." - წერდა ცესკო გასული წლის აგვისტოში.
1
ზელენსკი ამჟამად ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს მართავს.
🥰1
სიბიჰა: "სლოვაკეთი უკრაინას 500 000€ -ს ღირებულების ენერგეტიკული აღჭურვილობის ახალ პაკეტს მიაწვდის."
2👍1
2025/10/23 04:07:41
Back to Top
HTML Embed Code: