Telegram Web Link
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ჩვენ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით საჯაროდ არ ვისაუბროთ შორი რადიუსის რაკეტებზე, რადგან აშშ-ს არ სურს ესკალაცია, — განაცხადა ზელენსკიმ.
🤔1
„ჩვენ ვისაუბრეთ ბუდაპეშტზე — პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა თავისი დიალოგის დეტალები რუსულ მხარესთან. რუსეთისგან მიღებული ყველა სიგნალი ჩვენთვის ახალი არ არის, თუმცა ვიმედოვნებთ ტრამპი ზეწოლას მოსახდენს პუტინზე, რათა ამ ომს ბოლო მოეღოს,“ — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
👀1
ზელენსკი: ჩვენ ვენდობით აშშ-ს და ტრამპს, რადგან მას სურს ამ ომის დასრულება
🌚1
ტერიტორიების საკითხი — ეს არის ძალიან მგრძნობიარე და ყველაზე რთული საკითხი, — ზელენსკი
💯1
„პრეზიდენტ ზელენსკითან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მეგობრული. მე ვუთხარი მას, ისევე როგორც მტკიცედ ვურჩიე პრეზიდენტ პუტინს, რომ დადგა დრო, შეწყდეს მკვლელობები და გაფორმდეს შეთანხმება! საკმარისია სისხლისღვრა, საკმარისია საზღვრების განსაზღვრა ომითა და სიმამაცით. ისინი უნდა შეჩერდნენ იქ, სადაც ახლა იმყოფებიან. ორივე მხარემ უნდა გამოაცხადოს გამარჯვება, ხოლო ისტორიამ განსაჯოს! აღარ უნდა იყოს სროლა, სიკვდილი, უზარმაზარი და დაუძლეველი ხარჯები. ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება — საკმარისია, დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს მშვიდობით!“ — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
🥱1
„პუტინს მე ვძულვარ. შესაბამისად, მეც ანალოგიურად ვუდგები პუტინს. ეს არ ეხება ემოციებს. ჩემთვის და თითოეული უკრაინელისთვის — ის მტერია, ისინი არ აპირებენ შეჩერებას. საქმე არ არის იმაში, ვინმეს ვინმეს სძულს თუ არა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვძულვართ მტერს,“ — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
🤝1
„რუსებს ეშინიათ „ტომაჰავკების“, რადგან ეს ძალზე ძლიერი იარაღია. და მათ იციან, რა ტიპის შეიარაღება გვაქვს ჩვენ წარმოებაში,“ — განაცხადა ზელენსკიმ.

„ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ „ტომაჰავკებთან“ კომბინაციაში… ჩვენ მხოლოდ მათზე არ ვსაუბრობთ — ჩვენ გვჭირდება შეიარაღების სხვადასხვა კომპბინაცია. სწორედ ამიტომ ეშინიათ მათ — იციან, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ამიტომაც დგამენ სხვადასხვა ნაბიჯს და აგზავნიან დადებით სიგნალებს, თუმცა, ცხადია, არა უკრაინული მხარის მისამართით,“ — განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
🤷‍♀1
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ზოგიერთი მოდელი შეერთებულ შტატებში გადაიგზავნება, - ზელენსკი
😇1
„უკრაინა ამ წლებში საკმაოდ გაძლიერდა, მაგრამ დღეს ვერ ვიბრძვით ჩვენი საჰაერო-თავდაცვის საშუალებებით ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უბრალოდ ვერ უძლებს მათ. ამისთვის საჭიროა ზეწოლა. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი შეიარაღების პაკეტი — სწორედ ეს არის ზეწოლა. გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის სამხედრო მიზნებზე საჭიროა ფაქტორების მთელი კომბინაცია. უპირველესად — დრონების ერთად გამოყენება და ზოგიერთი სხვა ტიპის იარაღის კომბინაცია — განაცხადა ზელენსკიმ.
🤷1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ჟურნალისტი: ამ შეხვედრის შემდეგ „ტომაჰავკების“ მიწოდების საკითხში უფრო ოპტიმისტურად ხართ განწყობილი თუ ნაკლებად?

ზელენსკი: მე რეალისტი ვარ.
🙈1
მე ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ორივე მხარე უნდა შეჩერდეს. მაგრამ მთავარი საკითხი პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია — ზელენსკი
🙉1
"პრეზიდენტი ტრამპი არ ინახავს საიდუმლოებს და მან მე მითხრა, რომ პუტინს ვძულვარ. [ჟურნალისტი: თქვენც გძულთ ის?] მე ვფიქრობ, უცნაური იქნებოდა, რომ მათ ეცადათ ჩვენი ყველას დახოცვა და მე სხვანაირი დამოკიდებულება მქონოდა. ამ კაცთან მიმართებით ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს... ჩემთვის და ყოველი უკრაინელისთვის... ისინი ჩვენ თავს დაგვესხნენ და ისინი ჩვენთვის მტრები არიან"
🆒1
Axios-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს შორ დისტანციაზე მოქმედი "ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას.
👎3
უკრაინელებმა ულიანოვსკის ოლქში ქვესადგურს დაარტყეს.

ℹ️ 500 კილოვატიანი ქვესადგური "ვეშკაიმა" რეგიონში უმსხვილესია და ერთ-ერთი მთავარი კვანძია შუა ვოლგის ენერგოსისტემისთვის.

⚡️ მისი გავლით გადის დიდი ელექტროენერგიის სატრანზიტო ნაკადები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ცენტრალური რეგიონებისკენ.
1
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ ლიდერებთან.

გამოხმაურებები:

🇬🇧 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი:
💬 დავადასტურე ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის პირობებში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევას. უნდა მივაღწიოთ სამართლიან და მყარ მშვიდობას.

🇩🇪 გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი:
💬 პრეზიდენტ ზელენსკის სრულად უჭერს მხარს გერმანია და ჩვენი ევროპელი მეგობრები მშვიდობის გზაზე. მისი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები და გავყვებით შემდეგ ნაბიჯებს. ახლა უკრაინას სჭირდება სამშვიდობო გეგმა.

🇫🇮 ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი:
💬 ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ეს გულისხმობს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის პროცესს. მუშაობა გრძელდება. არავინ სურს ამ ომის დასრულება ისე ძლიერ, როგორც უკრაინელებს.

🇪🇺 ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა:
💬 ჩვენი საერთო მიზანია სამართლიანი და მყარი მშვიდობა უკრაინისთვის. მის მისაღწევად საჭიროა სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა, ასევე უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ამ მიზნის მისაღწევად.
კვირას დანიშნულ სხდომაზე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გასაზრდელად, მშვიდობის დასამყარებლად.
🤗1
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე 16 დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

დაკავებული მარიამ მეყანწიშვილისთვის ბრალდების ორგანო ითხოვს გირაოს აღკვეთის ზომად. მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

რაც შეეხება ირაკლი შაიშმელაშვილს - ის ძებნილად გამოცხადდა და დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
👎1
“პუტინს სურს, ისტორიაში შევიდეს როგორც რუსეთის საუკეთესო მმართველი პეტრე პირველის შემდეგ და ის არ აპირებს ტრამპთან რაიმე დათმობაზე წასვლას”, — წერს Financial Times.

დიქტატორი მიიჩნევს, რომ სანამ მას ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს, დონალდ ტრამპთან რაიმე დათმობის საჭიროება არ არსებობს — მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ნგრევის ზღვარზეა.

“პუტინისთვის ეს ფულის საკითხი არ არის — ეს მისი მემკვიდრეობაა. მას სურს, ისტორიაში დარჩეს”.

“დასავლური სადაზვერვო უწყებების თანახმად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების სამსახურები რეგულარულად აწვდიან პუტინს ანგარიშებს, რომლებშიც ტაქტიკურ წარმატებებზე ესაუბრებიან და ცრუ მოლოდინებს უქმნიან, რომ უკრაინა რუსეთთან შედარებით ბევრად უფრო დიდ დანაკარგებს განიცდის და ხაზს უსვამენ რუსეთის რესურსულ უპირატესობას”.
🤷‍♀1
ორი ინფორმირებული წყარო Axios-ს უყვება, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინ გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ აპირებს - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
წყაროების თქმით, ტრამპმა შეხვედრაზე მკაფიოდ გამოხატა, რომ ამჟამად მისი მთავარი პრიორიტეტი დიპლომატიაა და ის ფიქრობს, რომ Tomahawk-ების მიწოდებამ შესაძლოა ამ ძალისხმევას ზიანი მიაყენოს.
შეხვედრაზე ტრამპმა ხაზგასმით თქვა, რომ აშშ-ს დიპლომატიური გადაწყვეტის წინადადება ომის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის გაყინვას გულისხმობს.
ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ შეხვედრა "მარტივი არ ყოფილა", ხოლო მეორემ უბრალოდ თქვა: "ცუდი იყო".
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მათ Tomahawk-ებზე ისაუბრეს, თუმცა აღნიშნა, რომ მან და ტრამპმა გადაწყვიტეს, ეს თემა საჯაროდ არ განეხილათ, რადგან აშშ სურს თავიდან აიცილოს ესკალაცია.
ჟურნალისტის კითხვაზე, ოპტიმისტურად არის თუ არა განწყობილი Tomahawk-ების მიღებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ ასე უპასუხა - "რეალისტურად ვარ [განწყობილი]".
🥱1
"ორივე მხარემ უნდა აღიაროს რეალობა და მივიდეს მშვიდობიან შეთანხმებამდე“ — თეთრი სახლის პრეს-მდივანი

კეროლაინ ლივიტის თქმით, შეერთებული შტატები „ძალიან დაღლილია ამ ომით“, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არასოდეს ნებდება“.

„შეუძლებელია გადაჭარბებულად შეფასდეს, რამდენად დაუღალავად მუშაობენ პრეზიდენტი და მისი წარმოუდგენელი გუნდი. განსაკუთრებით კი თავად პრეზიდენტი, რომელსაც ბუკვალურად არ სძინავს და დღე-ღამეში 24 საათი მუშაობს მშვიდობისთვის და ის გააგრძელებს ამ საქმეს რუსეთისა და უკრაინის მიმართ, ისე როგორც იქცეოდა ისრაელსა და ღაზას სექტორში“, — განაცხადა მან.
😴1
2025/10/23 17:31:59
Back to Top
HTML Embed Code: