ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა | ამის შესახებ განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ გააკეთა. უცნობია ვინ არიან დასანქცირებული ქართველები.
“იმიგრაციის შესახებ“ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორი მოქალაქის ლატვიის რესპუბლიკაში არასასურველი პირების სიაში შეყვანის შესახებ. მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ" | ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
📍 ლატვიას ჯამში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული 80-მდე პირი ჰყავს დასანქცირებული.

👏2
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი ნიუ-იორკის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი შეიწყალა.
სანტოსს ბრალად საბანკო თაღლითობა და იდენტობის მოპარვა ედებოდა, რისთვისაც მას შვიდი წელი მიუსაჯეს. სანტოსს სასჯელის ჯამური ვადიდან სამ თვეზე ნაკლები ჰქონდა მოხდილი.
"ჯორჯ სანტოსი თაღლითი იყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ბევრი თაღლითია, რომლებიც შვიდწლიან სასჯელს არ იხდიან" - დაწერა ტრამპმა პოსტში და, ამასთანავე, დაამატა, რომ ხელი მოაწერა "განკარგულებას, რომლითაც სანტოსი ციხიდან დაუყოვნებლივ გამოვა."

🥴1
ზელენსკიმ ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს ტრამპთან შეხვედრაზე, თუმცა უკრაინის კაპიტულაცია გამორიცხულია, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ვაშინგტონში გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ აუცილებელია ევროპულმა ქვეყნებმა გააძლიერონ დახმარება უკრაინის მიმართ ყველა მიმართულებით. ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს, თუ უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი იქნება.
კანცლერის აზრით, უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი არ შეაკავებს თავის ამბიციებს და შესაძლოა თავს დაესხას სხვა ევროპულ ქვეყანას.

👍1😘1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა რუს პროპაგანდისტ სიმონიანს და Russia Today-ის გუნდს „გლობალურ საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გაბედულად და გამუდმებით დაცვისთვის.“
💩5
17 ოქტომბერს პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეებში "გენდერული ან რელიგიური მიზეზებით" სახის დაფარვას კრძალავს.
ეს კანონპროექტი ულტრამემარჯვენე პარტია Chega-მ წარადგინა და ის უმეტეს საჯარო ადგილებში ისეთ სამოსებს კრძალავს, როგორებიცაა ბურქა და ნიქაბი.
მსგავსი სამოსის ტარება კვლავ ნებადართული იქნება თვითმფრინავებში, დიპლომატიურ ობიექტებსა და სამლოცველოებში.
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვისთვის ჯარიმა 200-დან 4 000 ევრომდე იქნება.
კანონს პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ უნდა მოაწეროს ხელი. მას ასევე შეუძლია კანონს ვეტო დაადოს ან ის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვისთვის გადაამისამართოს.

👍1🗿1
"ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 200 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ერთეული და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში, გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები" | აცხადებენ სუს-ში.
პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა და ელექტრომოწყობილობები. მოგვიანებით, ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა თქვა, რომ სიძეს ვერ უკავშირდებოდა.

💅2
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადება ტრამპის პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ:
"რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად, სტაფილოს ძალა კი არა, უფრო მეტად მათრახის ძალა გვჭირდება, რათა ვაიძულოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთი, დაჯდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან და სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს ტრამპი“.

🤷♀1
ჯემნიუსი
"ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 200 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ერთეული და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა. მთელი ქვეყნის…
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
🥴1
თუ ომი მიმდინარე სიჩქარით გაგრძელდება, რუსეთს უკრაინის სრულად ოკუპაციისთვის დაახლოებით 103 წელი დასჭირდება, — The Economist.
რაც შეეხება დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სრულ ოკუპაციას, თეორიულად, რუსეთს ამის განხორციელება 2030 წლის ივნისამდე არ შეეძლება.

👍2💅1
სტამბოლში მოკლეს ტელეგრამის არხ "დილა დაღესტნის" სავარაუდო მფლობელი, აბაკარ აბაკაროვი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიკვდილი გამოიწვია დანით მიყენებულმა ბევრმა ჭრილობამ. ოფიციალურად ეს ცნობა დადასტურებული არ არის.
მანამდე თურქეთში გამომავალი Yenisafak იუწყებოდა, რომ სტამბოლში 7 ოქტომბერს აღმოაჩინეს მოკლული კაცის გვამი. ვილა, სადაც ეს მოხდა, დღიურად ქირავდებოდა. იუწყებიან, რომ ეს კაცი ვილაში 6 ოქტომბერს დასახლდა და მომდევნო დღეს მიიღო სტუმარი, რომელმაც სახლი ორი ჩანთით დატოვა. მოკლულთან არ აღმოუჩენიათ დოკუმენტები, თუმცა პოლიცია აცხადებდა, რომ საქმე ეხებოდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს.
ის, რომ საუბარი აბაკაროვზეა, გამოცემა "კავკაზსკი უზელს" დაუდასტურა თურქეთში დიასპორის წარმომადგენელმა წყარომ. მომხდარის შესახებ დეტალები წყარომ ამ ეტაპზე არ იცის. მკვლელობას თავის წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს ასევე ტელეგრამის არხი ВЧК-ОГПУ.

😨1
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრაპმს Tomahawk რაკეტების გადაცემაზე "არა" არ უთქვამს, მაგრამ არც "კი".
ამის შესახებ მან NBC News-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრული ჩანაწერიც 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
"კარგია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ თქვა "არა", მაგრამ დღეის მდგომარეობით, არც "დიახ" უთქვამს", - თქვაზ მან.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების შესახებ დიალოგი გაგრძელდება.
"ჩვენს სამხედრო მიზნებზე უკრაინული წარმოების ათასობით შორ მანძილზე მოქმედ დრონს ვიყენებთ. მაგრამ რუსეთი იყენებს არა მხოლოდ ირანული და საკუთარი [შიდა] წარმოების დრონებს... არამედ იყენებს რუსული წარმოების და ჩრდილოეთ კორეის წარმოების შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსაც. ძალიან რთულია მხოლოდ უკრაინული დრონებით მოქმედება. ჩვენ გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ები და შეერთებულ შტატებს აქვს მსგავსი რამ. უკრაინას ეს კომბინირებული გამოყენებისთვის სჭრდება, ისევე როგორც ამას რუსეთი [აკეთებს].“

✍1
ჯემნიუსი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრაპმს Tomahawk რაკეტების გადაცემაზე "არა" არ უთქვამს, მაგრამ არც "კი". ამის შესახებ მან NBC News-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრული ჩანაწერიც 19 ოქტომბერს…
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk რაკეტებით შეიარაღებული უკრაინული ჯარები კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის რეალურ საფრთხეს შექმნიან.
"ვფიქრობ, პუტინს ეშინია, რომ შეერთებული შტატები Tomahawk-ებს მოგვაწვდის. და ვფიქრობ, მას ეშინია, რომ ჩვენ მათ გამოვიყენებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

💯1
ზელენსკი "დამთმობ პოზიციაზე“ არ დადგა — და ეს, შესაძლოა, ტრამპს არ მოეწონა.
გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel გუშინდელი შეხვედრა ირონიულად აღწერა, როგორც "კიდევ ერთი რაუნდი აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღებისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად“.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი ცდილობდა თავაზიანი ყოფილიყო, გამუდმებით ამბობდა "გმადლობ“, თუმცა ტრამპისთვის დამახასიათებელი აღფრთოვანება არ გამოუვლენია.
„შეიძლება ეს ინგლისურის დონემ განაპირობა. ან უბრალოდ მას არ აქვს ქედმოხრის ნიჭი,“ — წერს ჟურნალი.
სხვა მსოფლიო ლიდერები გადაჭარბებულ კომპლიმენტებს უკეთებენ ტრამპს, უკრაინის ლიდერმა კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავად დარჩენილიყო.

❤1
„ორივე საუბარი — პუტინთანაც და ზელენსკისთანაც — იყო პატივისცემით სავსე, მაგრამ პირდაპირი. აშშ-ის პრეზიდენტმა ორივე მხარეს უთხრა: ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ამერიკა დაიღალა. საკმარისია,“ — განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა.
🥱1
გამოცემა Financial Times ანალიტიკოსებსა და საკითხზე ინფორმირებულ ვენესუელელ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს მხრიდან ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს სამხედრო მობილიზაციის მიზანია, ნიკოლას მადურო და მასთან დაახლოებული პირები დაარწმუნოს, რომ ძალაუფლებაში დარჩენა უფრო ძვირად დაუჯდებათ, ვიდრე - ხელისუფლებიდან წასვლა.
FT-ს ცნობით, ახლა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი ვენესუელის მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის თანამდებობიდან წასვლის იძულებაა, ან გადადგომით, ან ხელისუფლების გადაბარებით - თუმცა, აშშ-ს მხრიდან იარსებებს მკაფიო მუქარა, რომ თუ მადურო ან მისი ახლო წრე ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდებიან, ამერიკამ შესაძლოა, მიზანმიმართულად გამოიყენოს სამხედრო ძალა მათ დასაჭერად ან მოსაკლავად.
"ტრამპის სტრატეგიას არ წარმოადგენს ხმელეთზე სამხედროების განთავსება, ეს ეხება აურაცხელი სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებას და ამ ძალის გამოყენებით სამხედრო მიზნების მიღწევას," - განაცხადა დისკუსიებზე ინფორმირებულმა ვენესუელელმა ოპოზიციონერმა.

🌚1
პოლონეთის შსს: მესაზღვრეებმა ბელრუსის საზღვართან გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც იწყება ბელარუსის მხარეს და სრულდება საზღვრიდან 20 მეტრში პოლონეთის ტერიტორიაზე.
"ღობეზე დამონტაჟებული თანამედროვე ელექტრონული სისტემების დახმარებით პოლონეთის საზღვარი ეფექტურადაა დაცული" - წერს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

👀1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
"არა მეფეს!' - ნიუ იორკში ტრამპის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
👏1