Telegram Web Link
ჯემნიუსი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრაპმს Tomahawk რაკეტების გადაცემაზე "არა" არ უთქვამს, მაგრამ არც "კი". ამის შესახებ მან NBC News-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრული ჩანაწერიც 19 ოქტომბერს…
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk რაკეტებით შეიარაღებული უკრაინული ჯარები კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის რეალურ საფრთხეს შექმნიან.

"ვფიქრობ, პუტინს ეშინია, რომ შეერთებული შტატები Tomahawk-ებს მოგვაწვდის. და ვფიქრობ, მას ეშინია, რომ ჩვენ მათ გამოვიყენებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
💯1
ზელენსკი "დამთმობ პოზიციაზე“ არ დადგა — და ეს, შესაძლოა, ტრამპს არ მოეწონა.

გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel გუშინდელი შეხვედრა ირონიულად აღწერა, როგორც "კიდევ ერთი რაუნდი აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღებისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად“.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი ცდილობდა თავაზიანი ყოფილიყო, გამუდმებით ამბობდა "გმადლობ“, თუმცა ტრამპისთვის დამახასიათებელი აღფრთოვანება არ გამოუვლენია.

„შეიძლება ეს ინგლისურის დონემ განაპირობა. ან უბრალოდ მას არ აქვს ქედმოხრის ნიჭი,“ — წერს ჟურნალი.

სხვა მსოფლიო ლიდერები გადაჭარბებულ კომპლიმენტებს უკეთებენ ტრამპს, უკრაინის ლიდერმა კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავად დარჩენილიყო.
1
„ორივე საუბარი — პუტინთანაც და ზელენსკისთანაც — იყო პატივისცემით სავსე, მაგრამ პირდაპირი. აშშ-ის პრეზიდენტმა ორივე მხარეს უთხრა: ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ამერიკა დაიღალა. საკმარისია,“ — განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა.
🥱1
გამოცემა Financial Times ანალიტიკოსებსა და საკითხზე ინფორმირებულ ვენესუელელ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს მხრიდან ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს სამხედრო მობილიზაციის მიზანია, ნიკოლას მადურო და მასთან დაახლოებული პირები დაარწმუნოს, რომ ძალაუფლებაში დარჩენა უფრო ძვირად დაუჯდებათ, ვიდრე - ხელისუფლებიდან წასვლა.

FT-ს ცნობით, ახლა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი ვენესუელის მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის თანამდებობიდან წასვლის იძულებაა, ან გადადგომით, ან ხელისუფლების გადაბარებით - თუმცა, აშშ-ს მხრიდან იარსებებს მკაფიო მუქარა, რომ თუ მადურო ან მისი ახლო წრე ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდებიან, ამერიკამ შესაძლოა, მიზანმიმართულად გამოიყენოს სამხედრო ძალა მათ დასაჭერად ან მოსაკლავად.

"ტრამპის სტრატეგიას არ წარმოადგენს ხმელეთზე სამხედროების განთავსება, ეს ეხება აურაცხელი სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებას და ამ ძალის გამოყენებით სამხედრო მიზნების მიღწევას," - განაცხადა დისკუსიებზე ინფორმირებულმა ვენესუელელმა ოპოზიციონერმა.
🌚1
პოლონეთის შსს: მესაზღვრეებმა ბელრუსის საზღვართან გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც იწყება ბელარუსის მხარეს და სრულდება საზღვრიდან 20 მეტრში პოლონეთის ტერიტორიაზე.

"ღობეზე დამონტაჟებული თანამედროვე ელექტრონული სისტემების დახმარებით პოლონეთის საზღვარი ეფექტურადაა დაცული" - წერს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
👀1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
"არა მეფეს!' - ნიუ იორკში ტრამპის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
👏1
ჯეი დი ვენსმა ზელენსკისთან შეხვედრაზე ჰეგსეტის „რუსული ფერების“ ჰალსტუხზე გავრცელებულ ხმებს უპასუხა.

"ან შესაძლოა, ის ამერიკის ფერები იყო — უპასუხა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა.
🤪1
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური გაათავისუფლეს. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ღუდუშაურმა საპყრობილე გუშინ დატოვა.

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შეამდგომლობით სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა.

ინფორმაცია ექს მაღალჩინოსნის გათავისუფლების შესახებ "შაბათის ეთერს" ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ დაუდასტურა.
🤔1
"უკრაინა აძლიერებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, მიღებულია მთელი რიგი გადაწყვეტილებები. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, რათა ხალხს ჰქონდეს შუქი, სითბო და წყალი." - იულია სვირიდენკო.
👍2🫡1
Forwarded from Euroscope
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ნარკოკარტელების წყალქვეშა ნავი გაანადგურეს, რომელიც შტატებისკენ მიცურავდა. ბორტზე მყოფი 4 პირიდან 2 დაიღუპა. დანარჩენი ორს სამშობლოში გაგზავნიან. ერთი კოლუმბიელია, მეორე ეკვადორელი.
🤨1
Forwarded from Euroscope
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ტრამპის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს ბოსტონშიც.
🤩1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
მსოფლიოს მეორე არმია
🎃1
პოლონელმა მოსამართლემ, რომელმაც უარყო გერმანიის მოთხოვნა უკრაინელის ექსტრადიციის შესახებ, განაცხადა, რომ თუნდაც უკრაინას აეფეთქებინა "ჩრდილოეთის ნაკადი“, ეს არ არა დანაშაული, არამედ სამართლიანი სამხედრო ოპერაცია იყო.

"თუ უკრაინამ და მისმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს შეიარაღებული მისია მტრის მილსადენების გასანადგურებლად, რასაც სასამართლო არ ამტკიცებს, მაშინ ეს ქმედებები არ იყო უკანონო, პირიქით, ისინი გამართლებული, რაციონალური და სამართლიანი იყო. უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები და ყველა, ვინც მოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფარგლებში, სპეცრაზმის ჩათვლით, არ შეიძლება ჩაითვალოს ტერორისტად ან დივერსანტად, რადგან სამშობლოს დაცვის ნებისმიერი საჭირო საშუალებით, ისინი ასუსტებენ მტერს“, – განაცხადა მოსამართლემ.
😎1
პუტინის გზა: 5000 კილომეტრი ტრამპთან შესახვედრად

Airlive-მა გამოაქვეყნა პუტინის ფრენის მარშრუტი უნგრეთში ტრამპთან გამართულ სამიტამდე.
ევროკავშირის სივრცის დახურვის გამო, თვითმფრინავი იძულებული იქნება გაიაროს თურქეთის, ბალკანეთისა და სერბეთის გავლით — შავი ზღვის თავზე არსებული რისკებით.

ასეთი შემოვლითი მარშრუტი დაახლოებით 3500 კილომეტრით გაახანგრძლივებს გზას და სამ საათს დაუმატებს ფრენის ხანგრძლივობას.

ექსპერტების შეფასებით, ეს მარშრუტი საჭიროებს თურქ და სერბ დისპეტჩერებთან შეთანხმებას, ასევე სარეზერვო გეგმების შემუშავებას ამინდისა თუ დიპლომატიური გაუგებრობების შემთხვევისთვის.

ბუდაპეშტში მოგზაურობა პუტინისთვის უკვე სპეცოპერაციას ჰგავს.
😈1
Economist-ის ინფორმაციით, 2025 წელს 1 დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცზე 5 მოკლული ოკუპანტი მოდის.

რუსეთის ზაფხულის შეტევა, რომელზეც პუტინი დიდ იმედებს ამყარებდა - სრული კრახით დამთავრდა, მობილოზაციის რეკორდული ციფრების მიუხედავად.

Economist-ის ინსაიდერების შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1.4 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, აქედან დაახლოებით 500 ათასი მოკლულის სახით, რაც ფოტო და ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება.
1🍾1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
❗️ტრამპმა TruthSocial-ზე გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო, სადაც ის გამანადგურებლიდან მომიტინგეებს ტალახს ესვრის.

🇺🇸 გუშინ აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ქუჩის საპროტესტო მასობრივი აქციები გაიმართა ლოზუნგით „არავითარი მეფეები“.
🤮1
🔻 Washington Post: ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა ომის დასრულების სანაცვლოდ, დონეცკის რეგიონი მოითხოვა. ინფორმაციას, ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.

🔴 ტრამპი პუტინს ზელენსკისთან შეხვედრამდე, რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.

🔴 Washington Post-ის წყაროების ცნობით, ამავე საუბარში პუტინმა გამოთქვა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების იმ ნაწილის "დათმობის მზაობა", რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ არაა.

🔴 კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, ევროპელმა დიპლომატმა, Washington Post-ს განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ამას დათანხმდეს - „ეს იგივეა, რაც მათთვის საკუთარი ფეხის გაყიდვა უმიზეზოდ“, - თქვა დიპლომატმა.

📍 დონალდ ტრამპს პუტინის მოთხოვნებზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ორივე მხარე „იქ უნდა გაჩერდეს, სადაც არიან“.
💩1
CNN-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში განიხილება დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრა.

ამჟამად ვაშინგტონს და ფხენიანს შორის პირდაპირი კონტაქტები არ არსებობს, თუმცა ტრამპის წინადადებას, მოლაპარაკებების გამართვის შესახებ 2025 წლის დასაწყისში პასუხი არ გაეცა.

წყაროების ინფორმაციით, გასულ თვეს კიმ ჩენ ინმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ტრამპთან ახალი მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა იმ პირობით, რომ ამერიკა შეწყვეტს ზეწოლას ფხენიანის ბირთვულ განიარაღებაზე.
🥴1
"უკრაინას არასდროს სურდა ომი. ჩვენ დავთანხმდით უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ვეძებდით მშვიდობის შესაძლებლობებს და არაერთხელ შევთავაზეთ მსოფლიოს, თუ როგორ შეეჩერებინათ დარტყმები ცაში, ხმელეთზე და ზღვაზე. თუმცა, სწორედ რუსეთია ის, ვინც მუდმივად ანელებს ამ პროცესს - მანიპულირებს, აჭიანურებს მოლაპარაკებებს, ატერორებს ჩვენს ხალხს საჰაერო დარტყმებით. ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს არ სურს მისი დასრულება.

თითქმის ყოველდღე, რუსი ტერორისტები ასობით თავდასხმას ახორციელებენ ჩვენს კრიტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 3270-ზე მეტი სადესანტო დრონი, 1370 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 50 რაკეტა. ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას და ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.... პუტინს სიტყვებით ვერ შეაჩერებ - საჭიროა ზეწოლა. მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი ძალაზე რეაგირებს, ამიტომ მშვიდობამ ძალის მეშვეობით შეიძლება იმუშაოს. უკრაინა არ დააჯილდოებს ტერორისტებს მათი დანაშაულებისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს დაუჭერენ ამ პოზიციას. აშშ-ს, ევროპის, G20-ის და G7-ის ქვეყნების მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ჩვენ გვჭირდება სიცოცხლის დაცვა. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება." | ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.
💯1
გერმანიამ საქართველოდან ელჩი გაიწვია (დროებით) თავდასხმების გამო. საქართველოს ხვალ ევროკავშირის საგარეო საბჭოები მიმართავს.
1
2025/10/24 10:34:02
Back to Top
HTML Embed Code: