გერმანიის მიუნხენის აეროპორტი დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო დროებით დაიხურა, - ინფორმაციას Associated Press-ი ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედერალური პოლიციის ცნობით, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტი შაბათს ღამით დაიხურა და მოგვიანებით გაიხსნა. დღეს დილიდან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
ფედერალური პოლიციისა და აეროპორტის ცნობით, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა და აეროპორტის თანამშრომლებმა, დრონების სავარაუდო დაფიქსირების შესახებ განაცხადა.
აეროპორტის ცნობით, ფრენებსა და მგზავრებზე გავლენა უმნიშვნელო იყო. სამი რეისი გადამისამართდა - რომელთაგან ორი მოგვიანებით მიუნხენში დაეშვა - და ერთის გამგზავრება გაუქმდა.
ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე დრონები ან საეჭვო ადამიანები ვერ აღმოაჩინეს.

❤1👀1
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს.
მათივე თქმით, ადმინისტრაციული წარმოება 13 პირის მიმართ მიმდინარეობს.
კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.

🤬1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
„პუტინი რაღაცას წაიღებს — მან უკვე მოიპოვა გარკვეული ტერიტორია უკრაინაში,“ — განაცხადა ტრამპმა.
💩4
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
„ჩვენ ვერ გადავცემთ ჩვენს მთელ შეიარაღებას უკრაინას — უბრალოდ ვერ შევძლებთ ამას,“ — განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
„მე ძალიან კარგად ვექცეოდი ზელენსკის და უკრაინას, მაგრამ ვერ დავაყენებ შეერთებულ შტატებს საფრთხის ქვეშ,“ — დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.

🖕4
პორტუგალიის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პარტია Chega-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ბურკის, ფარანჯის და ნიქაბის საზოგადოებრივ ადგილებში ტარებას. როგორც მოსალოდნელი იყო, მემარცხენე დეპუტატებმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
❤2🤷♀1
"თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის როგორც მორალურად, ისე სამხედრო ძალით. საჭიროა მენტალიტეტის ცვლილება - აღარ არის კომფორტის დრო, უნდა გადავიდეთ ომის რეჟიმში, რათა გადამწყვეტად დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა." - პოლ იონსონი, შვედეთის თავდაცვის მინისტრი.
❤2
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
„ჩვენ ამ ომს არ ვაგებთ, ხოლო პუტინი — ვერ იგებს. მისი არმია ახლა სუსტ მდგომარეობაშია. მათ შეიძლება ჩვენი მიწის ერთი პროცენტი დაიკავონ, მაგრამ მათ უკვე დაკარგეს 1,3 მილიონი ადამიანი,“ — განაცხადა ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში.
🫡2
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
იგი პოლიციამ დღეს, 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო დააკავა.
ჩხარტიშვილის თქმით, სასამართლოს შენობაში მას და სხვა დაკავებულებს ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს.

👍1
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში დარტყმები დაიწყო | როგორც ისრაელში განმარტავენ, თავდასხმის სამიზნე „ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევის“ გამო „ჰამასის“ ობიექტებია. მანამდე ისრაელში განაცხადეს, რომ „ჰამასმა“ ისრაელის ძალებზე თავდასხმა განახორციელა
😱1
ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწრაფად იზრდება ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა, რაც რეგიონში რუსეთის ოდესღაც დომინანტური პოზიციის ეროზიაზე მეტყველებს.
ბრიტანული The Telegraph წერს, რომ ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან ჩინეთის ვაჭრობის ჯამური მოცულობა 2024 წლის მონაცემებით ორჯერ აღემატება ამ ქვეყნების ვაჭრობის ჯამურ მოცულობას რუსეთთან.
რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გასულ წელს 45 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა იგივე მაჩვენებელი ჩინეთთან 95 მილიარდ დოლარს აღწევს.
ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ 2000-იანების წლების დასაწყისში მოცემულობა დიამეტრულად განსხვავებული იყო - ჩინეთთან რეგიონის ვაჭრობის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო რუსეთთან 9 მილიარდს აღემატებოდა.
ჩინეთთან ვაჭრობის მოცულობის ზრდა 2013 წელს, "ერთი გზა, ერთი სარტყელის" პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაიწყო. უკვე 2015 წელს მაჩვენებელი 30 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

🤷1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
© Mo Se
© Mo Se
👏2
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებს
🤬3
"ბაბუაჩემები მსხვერპლები იყვნენ (რეპრესირებულები), მაგრამ მე არ მივიჩნევ თავს მსხვერპლად იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. რა სასჯელსაც მომისჯით, პატივი იქნება ჩემთვის" | თქვა გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულმა ნინო სვანიძემ სასამართლო სხდომაზე
😍1
ვახო სანაია:
"რაც ვიდეომასალაში ჩანს, ასეა (შსს-ს წარმოდგენილში)
სხვადასხვა კატეგორიით ვფიქრობთ (შსს-ს წარმომადგენლებზე ამბობს, რომლებიც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან) - არანირი ხელოვნური გადაკეტვა არ ყოფილა, ესაა პროტესტის გამოხატვა და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.
ეს არ არის გზის ხელოვნური გადაკეტვა, ისინი ეყრდნობიან რაღაცა კანონს, რასაც მე არ ვცნობ და ეს კანონია თავად უკანონო.
ეს არაა ხელოვნური გადაკეტვა, ესაა ყველაზე ბუნებრივი რამ, რაც კი ხდება რუსთაველზე დღეს."

💯2❤1