Telegram Web Link
შალვა ჩუბინიძეს 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
😡1
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნახშირის მაღაროზე იერიში მიიტანა.

ინფორმაციას დონბასის თბოენერგეტიკული კომპანია (ДТЕК) ავრცელებს.

დარტყმის მომენტში მიწის ქვეშ 192 ადამიანი იმყოფებოდა, მიმდინარეობს მაღაროელების ევაკუაცია, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.

"გათბობის სეზონის დაწყებასთან ერთად მტერმა უკრაინულ ენერგეტიკაზე კვლავ მიიტანა იერიში. თავდასხმის მომენტში მიწის ქვეშ მაღაროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. მიმდინარეობს ჩვენი კოლეგების ევაკუაცია. ეს ბოლო ორ თვეში რიგით მეოთხე მასშტაბური იერიშია ДТЕК-ის საწარმოებზე". – წერია თბოენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.
😨1
18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულები:

ნინო სვანიძეს - 5 დღიანი, საბა ხომერიკს - 8, გიორგი ყიასაშვილს - 6, ლაშა ნაჭყებიას 4, ვახო სანაიას - 6, ლევან ჯობავას - 2 კვირა, შალვა ჩუბინიძეს - 2 კვირა
🤬1
რუსეთში, პერმის მხარეში, ბერეზნიკის ქვესადგური იწვის. რის გამოც, როგორც ადგილობრივი Telegram-არხები იუწყებიან, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - ჩამქრალია გარე განათებებიც. ასევე, ქალაქში წყლის დეფიციტია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია
👍21😈1
"კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ელჩ პიტერ ფიშერს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ასეთი თავდასხმები მხოლოდ აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას." -
წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევასთან დაკავშირებით.
👍1
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან დონბასის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი არ განუხილავს.

„ჩვენ ამას არასდროს განვიხილავდით. ვფიქრობთ, ისინი უბრალოდ უნდა შეჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც ახლა იმყოფებიან — ფრონტის ხაზზე. დანარჩენზე საუბარი ძალიან რთულია, როცა ამბობ: ‘თქვენ ამას იღებთ, ჩვენ — იმას’,“ — თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ დონბასი უნდა დარჩეს „როგორც არის“.

„ახლა ის უკვე გაყოფილია. ვფიქრობ, რუსეთი უკვე აკონტროლებს ტერიტორიის დაახლოებით 78%-ს. ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც ახლაა — დანარჩენზე შეიძლება მოგვიანებით შეთანხმდნენ.“
🥴1
ახალ ქვეყნებს შესაძლოა მიეცეთ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა სრული ხმის უფლების გარეშე — Politico

Politico-ს ცნობით, ევროკავშირი ახალ მექანიზმზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც წევრობის მსურველი ქვეყნები სრულ უფლებებს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროკავშირი შეცვლის საკუთარ მუშაობის სისტემას — ისე, რომ ცალკეულ ქვეყნებს ვეტოს დადება გაურთულდეთ.
👏1
ზელენსკისთან შეხვედრის დროს ტრამპმა არ გამორიცხა უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესაძლებლობა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვისაც — Reuters

მოლაპარაკებების მონაწილეთა თქმით, ეს იდეა მოულოდნელად გაჟღერდა და უკრაინულ მხარეში დაბნეულობა გამოიწვია.

ამასთან, ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის შეთანხმებაზე და ზელენსკის მოუწოდა დათმობებზე წასულიყო რუსეთის სასარგებლოდ.

ასეთი მიდგომა კიევისთვის იმედგაცრუების მიზეზი გახდა: Reuters-ის ცნობით, ზელენსკი ელოდა შორსმოქმედი შეიარაღების მიღებასა და მხარდაჭერის უფრო მკაფიო გარანტიებს.
🥱1
ზელენსკი ტრამპზე:

"მე ტრამპის საჯარო გზავნილი ასე გავიგე - რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. და ეს დასასრული უნდა დავიწყოთ იქიდან, სადაც სამხედროები ახლა დგანან, ანუ კონტაქტის ხაზიდან. პუტინს არაფერი არ უნდა მივცეთ დამატებით, რაც მას სურს. იმიტომ, რომ ის ტერორისტია."
🤷‍♂1
ომში ლიკვიდირებულია რუსეთის გენერლის ვაჟი, რომელიც ხერსონის დაბომბვებზე იყო პასუხისმგებელი.

ზაპოროჟიედ მიმართულებაზე მოკლულია 108-ე საჰაერო-სადესანტო პოლკის დაზვერვის ოცეულის მეთაური, ლეიტენანტი ვასილი მარზოევი.

მისი მამა, არკადი მარზოევი, სამხრეთის სამხედრო ოლქის 18-ე არმიის სარდალია. იგი მონაწილეობდა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის დაგეგმვაში და ხერსონზე მასობრივი შეტევის ორგანიზებაში, რის შედეგადაც 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ვასილის ბიძა, სთანისლავ მარზოევი, კავკასიაში ბრძოლებისას დაიღუპა.
🎉1
“ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. ქართულ დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ იტამარ ბენ გვირმა გუშინ პრემიერს ომის სასწრაფოდ განახლებისა და ჰამასის საბოლოო განადგურებისკენ მოუწოდა.
🤮1
მარტა კოსი: დასრულებულია უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო სქრინინგის პროცესი…
🙏2
🔺 OnlyFans მსოფლიოს ყველაზე მომგებიან კომპანიად იქცა ერთ თანამშრომელზე მიღებული შემოსავლის მიხედვით — მაჩვენებელი შეადგენს 37,6 მილიონ დოლარს.

🧐 შედარებისთვის: მსოფლიოში ყველაზე დიდი კაპიტალის მფლობელი კომპანია NVIDIA ერთ თანამშრომელზე 3,6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, Apple — 2,4 მილიონს, Meta — 2,2 მილიონს, ხოლო Google — 1,9 მილიონს.
🌚1
💬 "განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ. ამიტომ, ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი [IPN]" | თქვა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარში.

📍 დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. საბჭოს შეხვედრა თბილისის დროით 11:15 საათზე დაიწყება და მას EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
1
🔻 ოცნების პროპაგანდისტული მედიის ცნობით, გახარიას პარტიამ პარლამენტის და საკრებულოს მანდატების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. Prime Time წერს, რომ მოიპოვეს გიორგი გახარიას მიმართვა თანაპარტიელებისადმი:

💬 "დილა მშვიდობის მეგობრებო, გუშინ საღამოს გაიმართა ჩვენი პარტიის პოლისტაბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ როგორც საპარლამენტო ისე საკრებულოს მანდატების გამოყენების საკითხი. ფაქტია, რომ პარლამენტის ბოიკოტმა, ოცნება ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ, აქამდე გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი, დემოკრატიული და კანონიერი გზა ოცნების წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიტსაბჭოსთან მსჯელობის შედეგად შევჯერდით, რომ პარტიამ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული კანონიერო ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ განსხვავებული აზრი ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები" | წერს გახარია წერილში.
💩2
საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ამ მომენტში კი ისინი დისტანცირებულები არიან - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
😢1
💬🇺🇦 "ჩვენ ვამზადებთ გარკვეულ ნაბიჯებს ფრონტზე და ვპასუხობთ რუსების თითოეულ დარტყმას. ვესაუბრე მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის, მათ შორის, ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობების შესახებ. იზრდება როგორც მანძილი, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი გრძელვადიანი სანქციების შესაბამისობა. პრაქტიკულად ყოველ დღე, ან ორ დღეში ერთხელ ხდება დარტყმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ეს კი რუსეთს რეალობაში აბრუნებს" | აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
👌1
ტრამპმა მოისმინა უკრაინის მოთხოვნა „ტომაჰავკის“ რაკეტებზე - ვენსი

ეს ის საკითხია, რომელსაც საბოლოოდ თეთრი სახლი გადაწყვეტს. თუმცა, მას ჯერ არ გადაუწყვიტავს, მისცემს თუ არა უკრაინას „ტომაჰავკებს“.
😴1
‼️🗣️"მოწოდება, რომ" ვადგავართ იქ, სადაც შეხების ხაზია - დადებითია." - ვოლოდიმირ ზელენსკი.

სხვა თეზისები:

🗣️"ფრონტს რაც შეეხება. პოკროვსკი - რთული მდგომარეობაა, კუპიანსკში სიტუაცია გამოსწორდა."

🗣️"უკრაინა ყოველწლიურად მიიღებს Patriot-ებს, ვამზადებთ კონტრაქტს 25 ბატარეაზე."

🗣️"დღევანდელი დღისთვის, ჩვენ უსაფრთხოების 28 ორმხრივი შეთანხმება გვაქვს ქვეყნებთან გაფორმებული."

🗣️"Tomahawk-ებს რაც შეეხება - ჩემი აზრით, ტრამპს რუსებთან ესკალაცია არ სურს მანამ, სანამ მათ არ შეხვდება."

🗣️"ბუდაპეშტი არ არის შესახვედრად საუკეთესო ადგილი, რადგან ორბანი უკრაინას ყველგან ბლოკავს."

🗣️"რუსეთმა პოზიციები შეიცვალა და მოითხოვს, რომ უკრაინა სრულად გავიდეს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან. ეს არ მოხდება."

🗣️"საუბრების დროს ვცდილობდი გამერკვია რუსეთის ჭეშმარიტი განზრახვა ტერიტორიების გაცვლაზე, მაგრამ მისი მხრიდან ცხადი წინადადება ამ დრომდე არ არის."

🗣️"პუტინმა ტრამპს დაურეკა Tomahawk-ების და ტრამპის რიტორიკის გამო. რუსეთს ეშინია Tomahawk-ების და ეს ცხადია."

🗣️"ჩვენი მოლაპარაკებებიდან გასაგებია, რომ თუ უკრაინა იმას შეჭამს რაც მაგიდაზე დაუდეს, ანუ ცუდი ტერიტორიული გადაწყვეტილება, ყველაფერ დანარჩენს ისინი ჩვენს გარეშე გადაწყვეტენ."

🗣️"რუსეთი ისევ ცდილობს იმ ნარატივს თავზე მოხვევას, რომ უკრაინა ახალი შეტევისთვის ემზადება და მზად არაა ცეცხლის შეწყვეტისთვის."

🗣️"სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანა, მათ შორის ძალიან პროუკრაინული, არ შეერთებია PURL-ის პროგრამას."

🗣️" პუტინი გავლენას ახდენს ამერიკაზე, იყენებს რა რუსეთის რესურსებს, როგორც საკუთარს. მაშინ როცა უკრაინა არ დაიწყებს საკუთარი თავის გაყიდვას - ეს ჩვენს შორის პრინციპული განსხვავებაა."

#Kramer
💯2
2025/10/26 05:53:27
Back to Top
HTML Embed Code: