Telegram Web Link
უკრაინის იერიშის შედეგად, რუსეთის ორენბურგის გაზის გადამამუშავებელმა ქარხანამ ყაზახეთიდან გაზის მიღება შეწყვიტა - ინფორმაციას ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

ქარხანა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ორენბურგის ოლქში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დიდია, უკრაინული დრონების სამიზნე 19 ოქტომბერს გახდა. დაბომბვის შედეგად, ქარხნის საამქროში ხანძარი გაჩნდა, რამაც „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული ობიექტი დააზიანა.

ქარხანას წელიწადში 45 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის გადამუშავების სიმძლავრე აქვს.
🍾1
სომხეთის სამართალდამცველებმა დააკავეს გიუმრის მერი, რომელიც მერიის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მერის დაკავებას წინ უძღოდა შეტაკება პოლიციასა და მერის მხარდამჭერ მოქალაქეებს შორის, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სომხეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ცნობით, მერი ღუქასიანი და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.
1
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უნგრეთში დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდეს.

"თუ მე ბუდაპეშტში მიმიწვევენ - თუ ეს იქნება მოწვევა ფორმატში, სადაც სამივე შევხვდებით, ან თუ მე შევხვდები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შემდეგ დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს, მაშინ მე ამ ფორმატებიდან რომელიმეს დავთანხმდები“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უნგრეთის პოლიტიკა, რომელსაც კიევთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, კრემლის მიმართ კი ყველაზე დიდი სიმპატიით განსჭვალულ ევროკავშირის წევრად ითვლება.
😎1
POLITICO: ინფორმაციით, ვაშინგტონში ზელენსკის აცნობეს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს.

"პარასკევს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ზელენსკის აცნობა, რომ ვლადიმირ პუტინს ომის გაგრძელება სურს.

ამის შემდეგ, ზელენსკისთან საუბარში ჩაერთო აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და თქვა, რომ რუსეთი მთელი დონბასის ხელში ჩაგდებას აპირებს - "ოთახში გაჩნდა შეგრძნება, რომ ამერიკელები უკრაინელებს ამოწმებდნენ და “ტესტავდნენ”, თუ რაზე დათანხმდებოდნენ,

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა რუსეთისთვის იმ ტერიტორიების გადაცემაზე, რომლებიც რუსებს არ დაუპყრიათ. საბოლოოდ, ტრამპმა მოლაპარაკებები ასეთი სიტყვებით დაასრულა: "კარგი, მოდით, ვცადოთ, დავასრულოთ ომი ამჟამინდელ ხაზებზე,"

Politico-ს წყაროებმა ასევე მკაფიოდ და ხაზგასმით უარყვეს ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ცალკეული დეტალები, რომლებიც მანამდე ვრცელდებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს საბრძოლო მოქმედებების რუკები არ “გადაუგდია, როგორც ამას Financial Times-ი წერდა, არამედ უბრალოდ თქვა, რომ დაიღალა ამ დაუსრულებელი განხილვებისგან ფრონტზე არსებულ სამხედრო დეტალებთან დაკავშირებით”.

politico-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს ორმა სხვა თანამოსაუბრემ, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის ექსპერტები არიან და შეხვედრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობენ, განაცხადეს, რომ ტრამპს შეხვედრაზე არ შეუგინებია და მსგავს ინციდენტს ადგილიც კი არ ჰქონია - მათ მკაფიოდ უარყვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით FINANCIAL TIMES-ის ინფორმაცია, თუმცა აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა რამდენიმეჯერ არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას, რომელსაც გინებასთან არანაირი შემხდბლობა არ ჰქონია.
🗿1
ევროპის კავშირის საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა 20 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომ 2028 წლის იანვრისთვის სრულად შეწყდეს ბლოკში რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი.

მინისტრების მიერ დამტკიცებული გეგმით, რუსული გაზის იმპორტის ახალი კონტრაქტები 2026 წლის იანვრიდან შეწყდება. ამას გარდა, არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი კონტრაქტების გაუქმება, შესაბამისად, 2026 წლის ივნისიდან და 2028 წლის იანვარში მოხდება.

თუმცა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ახლა საბოლოო წესებზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან უნდა გამართონ.

ამჟამად ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტის 12% რუსეთზე მოდის, რაც 2022 წელს 45%-ს შეადგენდა. რუსული გაზის მიღებას დღემდე, მათ შორის, უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია განაგრძობენ.
1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
სკიბიცკიმ უპასუხა კითხვას — აქვს თუ არა აზრი ენერგეტიკული ზავით რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ, აღნიშნა, რომ 2014–2015 წლებიდან მოყოლებული, რუსეთთან არაერთი ზავი გაფორმდა, რომლებიც ძირითადად კონკრეტულ საკითხებთან იყო დაკავშირებული, მიზნად კი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ისახავდა. თუმცა, ასეთი ზავები იშვიათად გრძელდებოდა ერთ კვირაზე მეტხანს.

"ჩვენ არ ვენდობით რუსეთს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ან პროვოკაცია, ან პირდაპირი დარტყმა იმ ობიექტებზე, რომელთა არ დაბომბვაზეც იყო შეთანხმება. მთლიანობაში, ეს კომპლექსური საკითხია და ის საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს,“ — განაცხადა სკიბიცკიმ.
💯2
კაია კალასი:

მინისტრები იყვნენ ძალიან მკაფიო რომ კანონის უზენაესობა, ადამუბაის უფლებების დაცვა უარედება საქართველოში. პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის ელჩებზე მიუღებელია და მისი ადგილი დიპლომატიაში არ არის. კომისია წარმოადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშსს წლის ბოლომდე ახალი რეგულაციებით ვიზებზე, და მათი ამოქმედება ნოემბერში საშუალებას მოგვცემს გავაუქმოტ უვიზო რეჟიმი კონკრეტული ჯგუფებისთვის.
👍1
ლავროვსა და რუბიოს შორის შეხვედრა შესაძლოა 23 ოქტომბერს გაიმართოს, იუწყება Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
🥴1
Reuters: გერმანია აშშ-სგან დამატებით 15 ერთეული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლის ყიდვას აპირებს
👏1
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში მდგომარეობა კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გაუარესებულია.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებული მექანიზმი, ევროპულ საბჭოს საშუალებას მიცემს, “უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის” გააუქმოს. კალასმა ასევე განმარტა, რომ მიუღებელია პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე.https://jam-news.net/ge/kaia-kalasis-ganckhadeba/
🙏1
სიმონიანმა განაცხადა, რომ დღეს ქიმიოთერაპიას იწყებს.
„გთხოვთ, ნუ დაწერთ: „ყველაფერი კარგად იქნება“. როდესაც ტიგრანი ავად იყო, დღეში ათობით, თუ ასობით არა- ვიღებდი ამ შეტყობინებას და ყოველ ჯერზე გული მიკვდებოდა“, - სთხოვა პროპაგანდისტმა თავის გამომწერებს.
“რადგან ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს სურს - ის გადაწყვეტს, ვინ, როდის და რატომ წაიყვანოს”, შეაჯამა სიმონიანმა.
🖕1
აშშ–მ ევროპის ქვეყნებს აცნობა, რომ ჯერ არ აპირებს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების გეგმაში ჩართვას, რათა კიევს 140 მილიარდი ევროს სესხი მიეწოდოს, — Bloomberg.

ამერიკელი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ გეგმასთან დაკავშირებული რისკები საბაზრო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
🥱1
სახის დაფარვის საბაბით, საბა ჯაფარიძეს სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
👎1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
აიათოლა ხამენეის ერთ-ერთი უახლოესი მრჩევლის, ალი შამხანის ქალიშვილის ქორწილი.

თავად ალი შამხანიმ ისრაელი დაადანაშაულა მისი ქალიშვილის ქორწილის ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში.

მისი მტკიცებით, კადრები "სიონისტებმა სპეციალურად გამოაქვეყნეს", რათა კვლავ გამოიწვიათ კრიტიკა მთავრობის მიმართ.

ასე ატარებენ დროს რეჟიმის წევრები და მატი ოჯახები, მაშინ როცა რიგით ირანელებს ჰიჯაბის არ ტარების გამო ხოცავენ.
🤮1
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ელაპარაკა და ხაზი გაუსვა აშშ-სა და რუსეთს შორის მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, რათა რუსეთ-უკრაინის ომი გრძელვადიანად მოგვარდეს.

"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ელაპარაკა, რათა განეხილათ მომდევნო ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის 16 ოქტომბერს გამართული ზარის შემდეგ," განაცხადა აშშ-ს სახდეპის სპიკერის მოადგილემ, ტომი პიგოტმა.

"მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რათა ითანამშრომლონ რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანად გადაწყვეტის მისაღწევად, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად." - დაამატა მან.
😴1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ტრამპმა განაცხადა უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობაზე რუსეთთან ომში.

„მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ გაიმარჯვონ. მე ვერ ვგრძნობ, რომ ისინი მოიგებენ, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლიათ. მე არასოდეს მითქვამს, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ. ვთქვი, რომ მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, — აღნიშნა აშშ–ის პრეზიდენტმა.
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ტრამპს და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და ეს საქმეს არტულებს
🤔1
ტრამპი:

„ჩვენ სწრაფად მოვაგვარებთ ჰამასთან არსებულ სიტუაციას.
თუ ისინი თავად არ მოაგვარებენ ამას — ამით ისინი არღვევენ შეთანხმებას“.
🥴1
"ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის შესახებაც ხალხს წარმოდგენაც არ აქვს. მე მისი შექმნა ოთხი წლის წინ დავიწყე" | თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას
1🙈1
2025/10/27 13:45:54
Back to Top
HTML Embed Code: