Telegram Web Link
კაია კალასი:

მინისტრები იყვნენ ძალიან მკაფიო რომ კანონის უზენაესობა, ადამუბაის უფლებების დაცვა უარედება საქართველოში. პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის ელჩებზე მიუღებელია და მისი ადგილი დიპლომატიაში არ არის. კომისია წარმოადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშსს წლის ბოლომდე ახალი რეგულაციებით ვიზებზე, და მათი ამოქმედება ნოემბერში საშუალებას მოგვცემს გავაუქმოტ უვიზო რეჟიმი კონკრეტული ჯგუფებისთვის.
👍1
ლავროვსა და რუბიოს შორის შეხვედრა შესაძლოა 23 ოქტომბერს გაიმართოს, იუწყება Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
🥴1
Reuters: გერმანია აშშ-სგან დამატებით 15 ერთეული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლის ყიდვას აპირებს
👏1
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში მდგომარეობა კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გაუარესებულია.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებული მექანიზმი, ევროპულ საბჭოს საშუალებას მიცემს, “უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის” გააუქმოს. კალასმა ასევე განმარტა, რომ მიუღებელია პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე.https://jam-news.net/ge/kaia-kalasis-ganckhadeba/
🙏1
სიმონიანმა განაცხადა, რომ დღეს ქიმიოთერაპიას იწყებს.
„გთხოვთ, ნუ დაწერთ: „ყველაფერი კარგად იქნება“. როდესაც ტიგრანი ავად იყო, დღეში ათობით, თუ ასობით არა- ვიღებდი ამ შეტყობინებას და ყოველ ჯერზე გული მიკვდებოდა“, - სთხოვა პროპაგანდისტმა თავის გამომწერებს.
“რადგან ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს სურს - ის გადაწყვეტს, ვინ, როდის და რატომ წაიყვანოს”, შეაჯამა სიმონიანმა.
🖕1
აშშ–მ ევროპის ქვეყნებს აცნობა, რომ ჯერ არ აპირებს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების გეგმაში ჩართვას, რათა კიევს 140 მილიარდი ევროს სესხი მიეწოდოს, — Bloomberg.

ამერიკელი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ გეგმასთან დაკავშირებული რისკები საბაზრო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
🥱1
სახის დაფარვის საბაბით, საბა ჯაფარიძეს სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
👎1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
აიათოლა ხამენეის ერთ-ერთი უახლოესი მრჩევლის, ალი შამხანის ქალიშვილის ქორწილი.

თავად ალი შამხანიმ ისრაელი დაადანაშაულა მისი ქალიშვილის ქორწილის ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში.

მისი მტკიცებით, კადრები "სიონისტებმა სპეციალურად გამოაქვეყნეს", რათა კვლავ გამოიწვიათ კრიტიკა მთავრობის მიმართ.

ასე ატარებენ დროს რეჟიმის წევრები და მატი ოჯახები, მაშინ როცა რიგით ირანელებს ჰიჯაბის არ ტარების გამო ხოცავენ.
🤮1
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ელაპარაკა და ხაზი გაუსვა აშშ-სა და რუსეთს შორის მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, რათა რუსეთ-უკრაინის ომი გრძელვადიანად მოგვარდეს.

"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ელაპარაკა, რათა განეხილათ მომდევნო ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის 16 ოქტომბერს გამართული ზარის შემდეგ," განაცხადა აშშ-ს სახდეპის სპიკერის მოადგილემ, ტომი პიგოტმა.

"მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რათა ითანამშრომლონ რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანად გადაწყვეტის მისაღწევად, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად." - დაამატა მან.
😴1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ტრამპმა განაცხადა უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობაზე რუსეთთან ომში.

„მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ გაიმარჯვონ. მე ვერ ვგრძნობ, რომ ისინი მოიგებენ, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლიათ. მე არასოდეს მითქვამს, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ. ვთქვი, რომ მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, — აღნიშნა აშშ–ის პრეზიდენტმა.
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ტრამპს და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და ეს საქმეს არტულებს
🤔1
ტრამპი:

„ჩვენ სწრაფად მოვაგვარებთ ჰამასთან არსებულ სიტუაციას.
თუ ისინი თავად არ მოაგვარებენ ამას — ამით ისინი არღვევენ შეთანხმებას“.
🥴1
"ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის შესახებაც ხალხს წარმოდგენაც არ აქვს. მე მისი შექმნა ოთხი წლის წინ დავიწყე" | თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას
1🙈1
"მათ [უკრაინას] ჯერ კიდევ შეუძლია გამარჯვება. მე ვთქვი, რომ მათ ყველაფრის მოგება შეუძლიათ. ომი ძალიან უცნაური რამ არის. არა მგონია, რომ ისინი ამას გააკეთებენ... მათ [პუტინს და ზელენსკის] ერთმანეთი სძულთ და ეს ცოტათი ართულებს საქმეს" | ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას: „თქვენ თქვით, რომ უკრაინამ შეიძლება ომი მოიგოს და თავისი ტერიტორია დაიბრუნოს“
🌚1
🔴 ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში „ფორმულას“ ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის პროცესი მიმდინარეობს. რეჟიმი „გზის გადაკეტვას“ ედავება.

შსს-ის წარმომადგენელი პატიმრობას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქეთა ციცქიშვილის შვილი 3 ოქტომბერს უკვე გახდა 12 წლის, მოსამართლემ პატიმრობა უნდა გამოიყენოს.

ქეთა ციცქიშვილის პასუხი:

💬 „ჩემი შვილი იმდენჯერ ახსენა აი ამ ქალმა, ვინც წინ მიზის, უნდა ვუთხრა: რომ იცოდე, იქ ჩემი შვილისთვის გავდივარ. არ ვიცი გყავს თუ არა შვილი და იქ შენი შვილისთვისაც ვდგავარ“
📢 მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
3😡1
ბულგარეთმა შეიძლება პუტინის თვითმფრინავი გაატაროს ტრამპთან შეხვედრაზე.

ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გეორგი გეორგიევი.
🤨1
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, არ გადაეცეს გერმანიას უკრაინელი მებრძოლი, რომელიც რუსეთის მიწისქვეშა გაზსადენ „Nord Stream 2 “-ის აფეთქებებშია ეჭვმიტანილი
👍1
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არაერთ ქვეყანასთან იარაღისა და თავდაცვის ტექნოლოგიების შესახებ ახალ შეთანხმებებზე მუშაობს, რათა გააძლიეროს სამხედრო ძალების შესაძლებლობები.

"იქნება დამატებითი დახმარების პაკეტები. ცალკე – და ძალიან კონკრეტულად – ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა უკრაინამ მაინც შეძლოს Patriot სისტემების საჭირო რაოდენობის მიღება. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ ეს არის უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს.

ვაშინგტონში მე ვესაუბრე თავდაცვის კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ Patriot-ებსა და სხვა იარაღს, რომელიც გვჭირდება. უკრაინასთან მუშაობის სურვილი სრულად საკმარისია – ისინი უკრაინას ენდობიან. მნიშვნელოვანია, რომ ამას ვაშინგტონში პოლიტიკურ დონეზეც ჰქონდეს საკმარისი მხარდაჭერა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ აშშ დაინტერესებულია თანამშრომლობით ბირთვული ენერგეტიკის, გაზისა და ნავთობის სფეროში.

"უკრაინის ინფრასტრუქტურას შეუძლია უფრო მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელი რეგიონისთვის და ამერიკის შეერთებული შტატები ამით აშკარად დაინტერესებულია. მთლიანობაში, ეს უკვე ბევრად უფრო ფართო ევროატლანტიკური სტრატეგიის ნაწილია – ევროპაში ენერგეტიკული ბაზარი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან, არამედ მათი მიწოდების მოცემულობისაგანაც კი", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
👍1
მოსკოვი აცხადებს, რომ რუსული ნავთობკომპანიები ინდოეთისთვის ნავთობის მიწოდებას აგრძელებენ, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს, რომ ნიუ-დელი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვებს წყვეტს.
🥴1
BLOOMBERG-ის ინფორმაციით, იტალია მზადყოფნას გამოთქვამს, დაფაროს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის ხარჯები Purl-ის სპეციალური შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მნიშვნელოვანია კიევის მცდელობისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ეს წინადადება წარადგინა გასულ კვირას ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე.
👏1
2025/10/22 03:12:24
Back to Top
HTML Embed Code: