Telegram Web Link
"გიდასტურებთ, რომ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღე არ მიულოცია." - დმიტრი პესკოვი.
🥴1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
აჰმედ აშ-შარასთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სირიის მიმართ ურთიერთობებში ყოველთვის „სირიელი ხალხის ინტერესებით ხელმძღვანელობდა“.
🤡1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
პუტინის და ალ შარაას შეხვედრა კრემლში
🍌1
ფინური გამოცემა Helsingin sanomat წერს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა -"ვალტონენმა HS-ს ტელეფონით უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართველებს გუშინ ღამით აცნობეს"- წერს გამოცემა.

🔻 ვალტონენი ამავე გამოცემასთან საუბრისას უარყოფს, რომ მან მონაწილეობა მიიღო რაიმე საარჩევნო ღონისძიებაში ან გაავრცელა რაიმე ცრუ ინფორმაცია.

💭 "მე კონკრეტულად ვიყავი საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სანახავად. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ....ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ როგორ რეაგირებენ ისინი. სამწუხაროდ, მე თვითონ მომიწია რეაგირება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმებით, რათა აზერბაიჯანში ჩავსულიყავი.“ ამბობს ვალტონენი.

📍 დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ "გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა."
👻1
შვედეთის სამხედროებმა ბალტიის ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავი შენიშნეს, რომელსაც აედევნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, შვედეთის საზღვაო ძალები ავრცელებენ.

“შვედური გამანადგურებელი თვითმფრინავები და სამხედრო ხომალდები კატეგატში უკვე შეხვდნენ წყალქვეშა ნავს და მის გზაზე მიჰყვებიან. ეს რუტინული ოპერაციაა, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.”| აცხადებენ უწყებაში.

აღმოჩენილი წყალქვეშა ნავი არის მრავალფუნქციური „Kilo“-ს ტიპის, რომელსაც ეკუთვნის ასევე „ნოვოროსიისკი“, რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სანაპიროსთან გამოჩნდა ზედაპირზე და მოგვიანებით შენიშნეს ჩრდილოეთის ზღვაში, დანიის სრუტეებისკენ ბუქსირით გადაყვანისას. ამჟამად უცნობია, არის თუ არა აღმოჩენილი წყალქვეშა ნავი „ნოვოროსიისკი“.
👨‍💻1
🇺🇦🇷🇺16 წლის 2 უკრაინელი ბიჭი - დანილ დახოვი და პაველ გრიმაკი რუსმა ტერორისტებმა სიკვდილამდე აწამეს ოკუპირებული მელიტოპოლის ციხეში.

დახოვი და გრიმაკი 2023 წლის აგვისტოში დაიჭირეს დივერსიულ მოძრაობა "შავი საბოტაჟის" წევრობისთვის, 2024 წლის მაისში მშობლებს შეატყობინეს, რომ ბიჭები დაიღუპნენ პარტიზანული ოპერაციის დროს, ნაღმზე აფეთქებისას.

რეალურად კი, როგორც 4 სექტემბერს გახდა ცნობილი, ბიჭები ჯერ კიდევ აპრილში წამებით დახოცეს მელიტოპოლის კოლონიაში.

დახოვმა არაფრით არ გათქვა თავისი თანამებრძოლების ქსელი სად და როგორ მოქმედებდა, ხოლო გრიმაკს რუსები მათ მხარეს ბრძოლის სანაცვლოდ სიცოცხლეს და "კარიერულ დაწინაურებას" პირდებოდნენ.

რუსებმა უარი თქვეს ცხედრების გადაცემაზე იმ მოტივით, რომ დასაბრუნებელი არც არაფერი იყო.

#Kramer
🤬21
ბრიტანეთმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის „როსნეფტს“, „ლუკოილს“ და კიდევ რამდენიმე ნავთობკომპანიას.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სანქცირებულთა სიაში შევიდა 35 კომპანია და 5 ფიზიკური პირი, მათ შორის ბანკები და ფინანსური ოპერაციებით დაკავებული ინსტიტუტები — კერძოდ, Solid Bank, BBR Bank, Transstroybank, Примсоцбанк და ეროვნული გადახდების სისტემის ოპერატორი (NSPK).

სანქციები შეეხო აგრეთვე „როსნეფტის“ უცხოელ პარტნიორებს — ჩინეთის, ინდოეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიებს.
👏1
📢📢📢

ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა ე.წ. უცხოური დაფინანსების კანონებზე.

დასკვნის მიხედვით გასაუქმებელია:

1️⃣ ივანიშვილის ფარა;

2️⃣ გრანტების შესახებ კანონის შეზღუდვები;

3️⃣ მაუწყებლობის შესახებ კანონის შეზღუდვები;

🔴დასკვნის მიხედვით, ეს კანონები ერთად და ცალ-ცალკე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პლურალიზმს, არის ძალადობრივი და მასტიმატიზირებელი.

🔴დასკვნის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო მიჩნეიულია როგორც არადამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც არ შეიძლება ქონდეს ჩაბარებული ეს უფლებამოსილებები.

როგორც წერია დასკვნაში, პარტია ქართული ოცნება, რაჟდენ კუპრაშვილი და თამარ ზოდელავა არ შეხვდნენ ვენეციის კომისიას დასკვნის მომზადების პროცესში.
1
"ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ომს ვერ მოიგებ თუ მტრის ტერიტორიას სიღრმეში არ დაარტყამ. სწორედ ამიტომ, Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები უნდა გაიგზავნოს  უკრაინაში." - რადოსლავ სიკორსკი.
👌1
"NATO-ს წევრების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა... NATO თავდაცვითი ალიანსია და ის თავდაცვით ალიანსად დარჩება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს თავდაცვითი ალიანსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა, ჩვენი 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტერიტორიის დასაცავად. უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ეს გაგრძელდება" | განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე
🤝1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
„რუსეთი უკვე დიდი ხნის წინ წააგებდა ომს, ხოლო უკრაინა ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებდა, რომ არა, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა,“ — განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.
🙏1
ტრამპი მზად არის ჩინეთის წინააღმდეგ დააწესოს (!) 500%-იანი ტარიფები რუსეთის ნავთობის შესყიდვის გამო. ინიციატივას 100 სენატორიდან 89 უჭერს მხარს, — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
🎉1
ღაზის შეთანხმების შემდეგ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დონალდ თეთრ სახლს ტოვებს, – ამის ინფორმაცია მედიასი ვრცელდება
🍾1
გამოცემა New York Times-ი პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემის გეგმა უკვე გამზადებულია და ელოდება დამტკიცებას დონალდ ტრამპის მიერ.
🏆1
ჯემნიუსი
📢📢📢 ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა ე.წ. უცხოური დაფინანსების კანონებზე. დასკვნის მიხედვით გასაუქმებელია: 1️⃣ ივანიშვილის ფარა; 2️⃣ გრანტების შესახებ კანონის შეზღუდვები; 3️⃣ მაუწყებლობის შესახებ კანონის შეზღუდვები; 🔴დასკვნის მიხედვით, ეს კანონები…
1
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს ქვეყნებს მიმართავს, უკრაინის თავდაცვისთვის მშპ-ის 0.25% გამოყონ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორების დახმარებას საჭიროებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის წარმოების სამხედრო საჭიროებების დასაფარად.

“2026 წლისთვის [თავდაცვითი ბიუჯეტის] საჭიროებებს 120 მილიარდ აშშ დოლარად ვაფასებთ. უკრაინა აქედან 60 მილიარდს დაფარავს, და პარტნიორებს ვთხოვთ, დანარჩენი დაფარონ”,-განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ამის გაკეთება ყველაზე მარტივია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის მოკავშირეების თავდაცვითი ბიუჯეტების მცირე წილის გამოყოფის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილებით.

“ყველაზე ეფექტიანი გზაა ამისთვის - მშპ-ის 0.25%-ის გამოყოფა…

თუ ეს მიღწევადი არ არის ევროპისა და არაევროპელი პარტნიორებისთვის, მაშინ ერთადერთი გზა სესხი რჩება, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი”, - განაცხადა შმიგალმა.
ამერიკის ომის მინისტრმა, პიტერ ჰეგსეტმა რამშტანის საკონტაქტო ჯგუფის 31-ე შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა:

🗣️"თუ მოკლევადიან პერსპექტივაში მშვიდობის გზას ვერ ვიპოვით, ამერიკა მოკავშირეებთან ერთად გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა რუსეთს აგრესიისთვის კიდევ უფრო დიდი ფასი გადავახდევინოთ."

🗣️"ამერიკის ომის სამინისტრო მზად არის, განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლის განხორციელებაც მხოლოდ ამერიკას შეუძლია."

🗣️"ევროპის ხელმძღვანელობით მომაკვდინებელი NATO და საიმედო უკრაინული არმია რუსული აგრესიის ყველაზე ეფექტური შემაკავებელი ფაქტორებია."

🗣️"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვაპირებთ უკრაინაში ომის დასრულებას. ომი უნდა დასრულდეს."
🎄1
"NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ძლიერდება და ეს ძალიან მალე რეალურ შესაძლებლობებად გადაიქცევა. დონალდ ტრამპის სტრატეგია" მშვიდობა ძალის მეშვეობით" ომების დასარეგულირებლად ძალზე  ეფექტურად მუშაობს. მშვიდობა მიიღწევა არა მაშინ, როცა ხმამაღალ სიტყვებს ამბობ ან თითს იქნევ არამედ მაშინ, როცა გაქვს ძლიერი და რეალური შესაძლებლობები, რომელსაც მოწინააღმდეგე პატივს სცემს." - პიტ ჰეგსეტი.
🦄1
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი რამშტაინის 31-ე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გახსნა €2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებით
😍1
უკრაინამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ევაკუაციის ზონა გააფართოვა. ტერიტორიაზე რუსულ არმიასთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ოკუპანტები კუპიანსკზე კონტროლის აღდგენას ცდილობენ. უკრაინის ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, სიტუაციის გამწვავების გამო დასახლებული ტერიტორიებიდან 409 ოჯახი გაიყვანეს.
👀1
2025/10/26 04:11:33
Back to Top
HTML Embed Code: