Telegram Web Link
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.

საქართველოს საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე მისვლას “ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციაში” შეერთებას უწოდებს და ვალტონენს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
https://jam-news.net/ge/elina-valtonenis-viziti/
💊1
Politico-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის ცვლილება უკრაინის საკითხზე თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება — ეს კი კიევს იმედს აძლევს, რომ თეთრი სახლის ლიდერი რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრ ხაზს გაატარებს, რათა მოსკოვი მოლაპარაკებებზე იძულებით მიიყვანოს.

გამოცემის წყაროების თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპი უკრაინისადმი უფრო კეთილგანწყობილი გახდა, მისი ერთობლივი სამიტი იყო ვლადიმირ პუტინთან, რომელიც ალასკაზე გაიმართა.

Politico აღნიშნავს, რომ ტრამპმა პუტინი გულთბილად მიიღო — ალასკაზე მას წითელი ხალიჩა დაუგეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში ყოველდღიურად ასრულებს სამხედრო დანაშაულებს მისი ბრძანებით.

პუტინი აშშ-ში ისეთი პატივით მიიღეს, თითქოს ის მეგობარი იყოს და არა აგრესორი სახელმწიფოს ლიდერი, რომელმაც სუვერენულ ევროპულ ქვეყანაზე იერიში მიიტანა — თანაც ისე, რომ არ არსებობდა წინასწარი შეთანხმება არც სერიოზულ დათმობებზე და არც ზავის შესაძლებლობაზე.
👌2
შეერთებული შტატები ევროპიდან და სამხრეთ აფრიკიდან უპირატესად თეთრკანიან ლტოლვილებს მიიღებს - The New York Times.
🗿1
თვითმმართველობის არჩევნებს ოცნების მოწვევით, დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი, ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი აკვირდებოდა | ინფორმაციას მითების დეტექტორი ავრცელებს.

"ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი ხელმძღვანელობს სამგლოვიარო სერვისების კომპანია Caritas Obsèques-ს და სადამკვირვებლო საქმიანობასთან მისი კავშირი ღია წყაროებში არ ფიქსირდება" | წერს მითების დეტექტორი.
🥴3
Forwarded from Euroscope
საფრანგეთის ახალი პრემიერი პარლამენტში უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას გადაურჩა. კენჭისყრაზე საკითხი ულტრამემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ დააყენა, მაგრამ 18 ხმა დააკლდა. გაიმართება მეორე კენჭისყრაც, რომლის ინიციატორი ამჯერად ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენის „ეროვნული კრებაა“, თუმცა მოსალოდნელია, რომ უნდობლობის ვოტუმზე მეორე კენჭისყრაც ოპოზიციისთვის წარუმატებელი იქნება.
1👀1
“პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ შიში ჩვენი თავისუფალი საზოგადოების პარალიზებას მოახდენს და ძირს გამოუთხრის ჩვენს მზადყოფნას რომ გადამწყვეტად ვიმოქმედოთ. მაგრამ ის ცდება - ჩვენ ვერ შეგვაშინებენ,  წინააღმდეგობას ბოლომდე გავუწევთ." - ფრიდრიხ მერცი.
🤗1
·
"ამ ქვეყანაში წარმოუდგენელი უკვე არაფერია, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციული დაჯარიმება მისი დიპლომატიური ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ წესებს, ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. ასეთი რამე "ბანანის რესპუბლიკებშიც" არ ხდება, ფსიქოპატმა გაუნათლებლებმა ქვეყანა სამასხარაოდ აქციეს" - წერს იურისტი, გიორგი ბერაია სოციალურ ქსელში.
💯3💩1
16 ოქტომბრის ღამით, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

სარატოვში აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა რუსულ ტელეგრამარხებზეც. ადგილობრივები წერდნენ რომ აფეთქებბები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად მოხდა.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც ადრე კრეკინგის ქარხნის სახელით იყო ცნობილი და ნავთობკომპანია "როსნეფტის" შემადგენლობაში შედის. ქარხნის სიმძლავრე 2020 წელს 7.2 მილიონი ტონა იყო, ხოლო 2023 წელს - 4.8 მილიონი ტონა.

ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებაშია ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალებმა ამ ობიექტს ზუსტად ერთი თვის წინ, 2025 წლის 16 სექტემბერსაც დაარტყა.
🔥2
"ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ დაკისრებული ჯარიმა მსოფლიოსთვის სიგნალია: "ქართული კოშმარი" აშინებს დიპლომატებს, აჩუმებს მოქალაქეებს და უგულებელყოფს ევროპულ პრინციპებს. მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები იგნორირებულია და თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. ევროპამ თვალი არ უნდა აარიდოს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
👍3
ჩერნიგოვში ერთ-ერთ სკვერს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭა.

ჩერნიგოვის ერთ-ერთ სკვერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევენ. გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს ჩერნიგოვის საკრებულოს 46-ე საგანგებო სხდომაზე მიიღეს — ინიციატივას 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, იუწყება Суспільне.

პროექტის ავტორი „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციის ხელმძღვანელი მარინა სემენენკოა. საუბარია შერსტიანკას მიკრორაიონში მდებარე „სათამაშო“ სკვერზე („Казка“).

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სკვერის სახელის შეცვლა მიზნად ისახავს „თანამედროვე ეპოქის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის პატივისცემას და ჩერნიგოვის აღდგენის პროცესისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას“.
1🤓1
რუსეთში უხარიათ.
🤮3
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე ვენეციის კომისიამ სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

"ვენეციის კომისიამ წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე. ეს საჩივარი ზუსტად ერთი წლის წინ გაიგზავნა, რეკორდულად სწრაფ ვადაში დაკომუნიცირდა და კომუნიკაციის ეტაპიც დასასრულს უახლოვდება.

ეს ის საქმეა, რუსთავი 2 და არამარტო, სიუჟეტებს რომ ამზადებდნენ და გვაბრალებდნენ, თითქოს საქმე საერთოდ არ იყო გაგზავნილი. ჩაბარების დასტური გვაჩვენეთო.

ვენეციის კომისია არაა ერთადერთი, ვინც მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ამ საქმეზე. ძალიან ავტორიტეტულმა სხვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ ასევე გააგზავნა სასამართლო მეგობრის პოზიციები სტრასბურგის სასამართლოში". - წერს ქურდოვანიძე.
🍾1
სერგეი ლავროვი:

"ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ბაიდენის ომს, ტრამპის ომად გარდაქმნის.

ეს ასევე გამოიწვევს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განსაკუთრებით საშიშ დონეზე გამწვავებას. დარწმუნებული ვარ, მათ ეს კარგად ესმით”.
💩3
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ.

„ქართული დიქტატორული პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს. ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი იღებს“, - წერს მარკო მიხელსონი.
😢2
"ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს "ქართული კოშმარის" რეჟიმის სახით. ისინი პეკინში მყოფი მევახშეების დასაკმაყოფილებლად, ამერიკას შუა დერეფანში კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას უკეტავენ. ეს ყველაფერი კი პრეზიდენტ ტრამპის დაცინვისა და მოთხოვნების წაყენების პარალელურად ხდება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება ახლავე დაიწყოს" | წერს ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე
1
Politico-ს ინფორმაციით დონალდ ტრამპი თვლის, რომ პუტინზე ყველაზე დიდი შურისძიება ზელენსკის ქებაა.
🎃2
🇺🇦🇺🇸 ზელენსკიმ ტრამპი დაამარცხა, — ჟურნალი TIME ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, სადაც ასევე სხვა, მნიშვნელოვან თეზისებზეცაა აქცენტი გაკეთებული----

• ზელენსკის თებერვალში თეთრ სახლში შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში არ მოუხდია, თუმცა დაიწყო ტრამპის უფრო ხშირი ქება და მადლობის გადახდა — ამან კი ხელი შეუწყო მოლაპარაკებების ტონის შეცვლას;

• ტრამპი სერიოზულად განიხილავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის მიწოდებას, რაც მკვეთრად გააფართოებს უკრაინის დარტყმით შესაძლებლობებს;

• ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის $2 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღი შეიძინეს.

• განიხილება უკრაინული დრონების ტექნოლოგიების სანაცვლოდ აშშ-სთან მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების გაცვლა;

• ახლა ტრამპი თავად მიიჩნევს, რომ პუტინისთვის პასუხის გაცემის საუკეთესო გზა ზელენსკის ქებაა.
💋1
Axios-ის ინფორმაციით, დღეს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ...
🥱1
რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს უკრაინული დრონები დაესხნენ | ინფორმაცია ადგილობრივ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება. აქვე, წერენ, რომ „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ქარხანაში ხანძარი იყო. თავდასხმის პერიოდში, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, დახურული იყო ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიც. არსებული მონაცემებით, ქარხანას წელიწადში 300 000 ტონამდე საწვავის გადამუშავება შეეძლო. ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია
🍾1
ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს | კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ის ძალაში ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ შევა

კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:
• პარტიის შექმნა;
• პოლიტიკური პარტიის წევრობა;
• პარტიის ორგანოს წევრობა;
• პარტიული თანამდებობის დაკავება;
• არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
• არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
• პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
• კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა..
🤬1
2025/10/25 04:03:46
Back to Top
HTML Embed Code: