Telegram Web Link
17 ოქტომბერს დაკავებული აქციების მონაწილის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან.

როგორც მეყანწიშვილის ადვოკატმა, იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სავარაუდოდ, ქურთუკით ამოიცნეს, რომელიც ვიდეოკადრში ჩანს.

"დაიწყეს სახლის ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავის ნებით წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ეს ქურთუკი, როგორც მან თვითონ განმარტავს, 4 ოქტომბერს ეცვა. [...]

როგორც თვითონ მარიამს განუმარტეს დაკავებისას, ეს არის 226-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ეს არის სრულიად სრულიად სხვა მუხლი, რაც განსხვავდება უკვე დაკავებული პირებისთვის ბრალდების შესახებ დადგენილებებით წაყენებული მუხლებისგან. [...]

4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაიმე კუთხით მონაწილეობა არ მიუღია, იყო საპროტესტო აქციაზე, თუმცა უშუალოდ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. [...]

აჩვენეს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაზუმებული ქურთუკი, ჰქონდა თუ არა ეს ქურთუკი სახლში. ბუნებრივია მან ამოიცნო ქურთუკი თვითონ რაც ეცვა". - ამბობს მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია.
2😡1
ღაზის სექტორის სამხრეთში, ხან იუნისის რაიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, ჰოსამ ალ-ასტალი, რომელსაც ისრაელის მხარდაჭერა აქვს და თავს ჰამასის მოწინააღმდეგე ძალად აცხადებს, ითხოვს, რომ მსოფლიომ ღაზის მცხოვრებლები ჰამასის ტერორისგან დაიცვას იმ ფონზე, როცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მასობრივად დაიწყო ხალხის სიკვდილით დასჯა და მკვლელობები.

გამოცემა Times of Israel-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ალ-ასტალი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობას უხდის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მისი ძალისხმევისთვის, თუმცა ამატებს, რომ ისრაელის დაბომბვებისგან ღაზის მოსახლეობის გადარჩენის შემდეგ, ტრამპმა ახლა ისინი ჰამასისგან უნდა იხსნას.

"ჰამასი ასობით ბავშვს, ქალს, ახალგაზრდასა და ხანდაზმულ ადამიანს კლავს. რა ბრალდებით? ჩვენ სამხედრო ომიდან გამოვედით და ტერორისტთა ომში შევედით. დღეს ჰამასი ტერორს ახორციელებს ღაზაში ხალხის წინააღმდეგ, მათ ყუმბარმტყორცნებით კლავს. ჰამასი 100%-ით ISIS-ია," ამბობს ალ-ასტალი ვიდეოში და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ღაზის მოსახლეობა ჰამასისგან დაიცვან.

"ჩვენ გვინდა, რომ ხალხი ჰამასის მმართველობიდან სამოქალაქო მმართველობის ქვეშ გადავიყვანოთ, რომელიც მცხოვრებლებს მოემსახურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ცხოვრება. ჩვენ დღეს ჰამასს ძალაუფლებისთვის არ ვებრძვით." - დაამატა მან.
😱1
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი პუტინ-ტრამპის სამიტზე: " ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის პუტინთან შეხვედრის მზაობას, რომ სცადოს ამ ომის მოლაპარაკებით დასრულება, რადგან სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმ იარაღის მიყიდვა, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი ხალხის დასაცავად და საბოლოოდ შეტევაზე გადაასვლელად. თუ პუტინს გულწრფელად სურს ამ კონფლიქტის დასრულება, მაშინ ვიმედოვნებ, რომ შეხვედრის გამართვამდე რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმები შეწყდება. დაბომბვას და მოლაპარაკებების გამართვის დაპირებას ჯერ არ დაუმტკიცებია, რომ არის მშვიდობისკენ მიმავალი გზა"-წერს სენატორი.
🥱1
ვიქტორ ორბანი: რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, თუ ყველაფერი კარგად წავა, ორი ქვეყნის ლიდერები, შესაძლოა, ორ კვირაში ბუდაპეშტში იყვნენ
🥴1
დღეს, რვა საათზე!
👍1
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ყოფილი დირექტორი, სიმონ ჯანაშია ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ განათლების სისტემის რეფორმას აფასებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიზანია უნივერსიტეტებზე და სკოლებზე მეტი პოლიტიკური კონტროლის დამყარება. მისივე განმარტებით, ოცნება ძალიან სარისკო “რაღაცას” იწყებს, ისეთ რამეს, რამაც შეიძლება ჩამოშალოს მათი მხარდამჭერებიც კი.

ჯანაშიას თქმით, უმაღლეს განათლებაში დაგეგმილი ცვლილებები უნივერსიტეტების დაფინანსებისა და ავტონომიურობის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
https://jam-news.net/ge/ganatlebis-reforma/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR5BkFoJSDIa92ATzgFoLCkReJHy5nmZ-lMwYnYiJIAaqShPAyoErRp7-d3PIA_aem_SXnxfTKKoSpLRgwepTea6Q
💯1
Რუსეთის სამხედრო დაზვერვის ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი, ავღანეთის ომის ვეტერანი, რუსი იმპერიალისტი და ამასთან პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი პოლკოვნიკი ვლადიმირ კვაჩკოვი, თავის ტელეგრამ არხზე წერს.

"პუტინის მიერ რეჟიმის შენარჩუნების შემთხვევაში ჩვენ დამამცირებელი ზავი გველოდება. Მეოთხე წელია მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ომი გამოფიტვაზე, რომლის წარმოების მეთოდი გამორიცხავს რუსული სამყაროს გამარჯვების შესაძლებლობას."

წარსულში ექსტრემიზმის მუხლით გასამართლებული ვლადიმირ კვაჩკოვი, 2023 წელს რუსეთის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით იქნა დაჯარიმებული "არმიის დისკრედიტაციის'' მუხლით.
🤷‍♀1
რუსეთის საგარეო უწყება:
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტელეფონით ისაუბრეს.
ვიქტორ ორბანმა მზადყოფნა გამოთქვა, უზრუნველყოს პირობები ბუდაპეშტში რუსეთ-აშშ-ს შესაძლო სამიტის ორგანიზებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა მას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის ძირითადი პუნქტები გააცნო და აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგებთან მომავალი მოლაპარაკებების მიზანი იქნება უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა, მათ შორის ბუდაპეშტში რუსეთ-აშშ-ს სამიტის პერსპექტივის განხილვა.
🤮1
Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს €140 მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების გამოყენებას აპირებს უკრაინისთვის დიდი ზომის სესხის დასაფინანსებლად
👏1
„ჩვენი შეფასებაა, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს რეპრესიულ ზომებს, რომელიც აშკარად ინსპირირებულია რუსეთის პროპაგანდის მანქანით. ამასთან მთლიანად ვგმობთ ძალადობას ყველანაირი ფორმით. და რა თქმა უნდა, რაც ახლა საქართველოში ხდება შეუმჩნეველი არ რჩება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არანაირი ფული არ გაიგზავნოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, ვმუშაობთ ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და ყველა იმ პირის მხარდასაჭერად, რომლებიც მშვიდობიანი გზით იღვწიან უკეთესი მომავლისთვის, არ კარგავენ იმედს და არ ამბობენ უარს ევროპულ ღირებულებებზე“ — განაცხადა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა „ფორმულასთან
👌1
გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანდ ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალი წაუყენეს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით.
🤔1
4 ოქტომბრის საქმეზე შსს-მ კიდევ 16 პირი დააკავა | განცხადებას უწყებაში ამ წუთებში გეკა გელაძე აკეთებს. ცნობილია, რომ, ამ საქმეზე, ჯამში, 62 ადამიანია დაკავებული. გელაძის თქმით, უცხოეთში მყოფი 2 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
🤬1
🇩🇪🇭🇺გერმანიამ უნგრეთს პუტინის დაპატიმრება მოთხოვა, თუ ის ბუდაპეშტში ტრამპთან შესახვედრად ჩავა.

ბერლინმა შეახსენა ბუდაპეშტს მისი ვალდებულებები ჰააგის სასამართლოს წინაშე - თუ პუტინი ჩავა, ის უნდა დააპატიმრონ.

უნგრეთი მანამდე აცხადებდა ჰააგის სასამართლოს იურისდიქციიდან გასვლაზე, მაგრამ ფორმალურად ეს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ 2026 წელს შევა.

პარალელურად, ევროკავშირმა განაცხადა, რომ სანქციები პუტინს ევროპაში შესვლაზე ხელს არ უშლის, ხოლო დიმიტრი პესკოვმა ფრენის მარშრუტი ჯერ გაურკვეველიაო.

ორბანი კი, ტრამპის და პუტინის ბუდაპეშტში შეხვედრას ლოგიკურს და "ღმერთისგან გამოგზავნილ სიგნალს" უწოდებს.
🤗1
ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს პუტინს შეხვდეს ნებისმიერ ადგილზე, რუსეთის და ბელარუსის გარდა.
1👀1
„რეალპოლიტიკას“ ევროკავშირში ერთ-ერთმა მაღალჩინოსნმა განუცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატები - მათ შორის კაია კალასი და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები - 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე, შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ:

საქართველოში მიმდინარე გამწვავებული პოლიტიკური პროცესები;

მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები;

სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა და ძალადობის შემთხვევები.

სხდომა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში გაიმართება. საქართველოს საკითხთან ერთად, ძირითადი ყურადღება დაეთმობა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.
😱1
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Nord Stream 2-ის აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის გერმანიაში ექსტრადირების მოთხოვნა და აღნიშნული პირი გაათავისუფლა. ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.

იტალიის ხელისუფლების ცნობით, 23 აგვისტოს სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე სერგეი კ. რიმინის რეგიონში, "ევროპული ორდერის" საფუძველზე, აფეთქების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის, კონსტიტუციური დივერსიისა და მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურების ბრალდებით დააკავეს.

გერმანიის პროკურატურის ცნობით, სერგეი კ. იმ ადამიანთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს, გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დამონტაჟეს.

გამოძიების ვერსიით, ის და მისი თანამზრახველები ბორნჰოლმისკენ გერმანიის ქალაქ როსტოკიდან, იალქნიანი იახტით გაემგზავრნენ, რომელიც გერმანული კომპანიისგან შუამავლების მეშვეობით, ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით იქირავეს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და უკრაინული მხარე მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
🎉1
"დიდი ბრიტანეთი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ დამატებითი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ათასობით ადამიანის უფლებებათა დარღვევისთვის.

რუსეთმა უკვე ორი საქმე წააგო საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ოკუპაციის დროს და მის შემდეგ ჩადენილი დარღვევების გამო და ჯამში 382 მილიონი ევრო კომპენსაციის ვალდებულება დაეკისრა. ეს გადაწყვეტილებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ანგარიშვალდებულებისკენ.

დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მცდელობების გვერდით, რათა მიღწეულ იქნას სამართლიანობა რუსეთის აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთათვის." - წერია ბრიტანეთის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.
1👍1
უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნავთობბაზების ავზებზე ხანძარია
🔥1
"სულ რომ Tomahawk-ი ან ოდნავ მცირე რამ იყოს სიშორით და შესაძლებლობებით, იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმება ორი ქვეყნის ლიდერის მიერ თეთრ სახლში შეიძლება მიღწეულ იქნეს დღეს გვიან." - წერს გამოცემა Time-ი.
🙏1
2025/10/21 10:47:44
Back to Top
HTML Embed Code: