Telegram Web Link
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ზოგიერთი მოდელი შეერთებულ შტატებში გადაიგზავნება, - ზელენსკი
😇1
„უკრაინა ამ წლებში საკმაოდ გაძლიერდა, მაგრამ დღეს ვერ ვიბრძვით ჩვენი საჰაერო-თავდაცვის საშუალებებით ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უბრალოდ ვერ უძლებს მათ. ამისთვის საჭიროა ზეწოლა. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი შეიარაღების პაკეტი — სწორედ ეს არის ზეწოლა. გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის სამხედრო მიზნებზე საჭიროა ფაქტორების მთელი კომბინაცია. უპირველესად — დრონების ერთად გამოყენება და ზოგიერთი სხვა ტიპის იარაღის კომბინაცია — განაცხადა ზელენსკიმ.
🤷1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ჟურნალისტი: ამ შეხვედრის შემდეგ „ტომაჰავკების“ მიწოდების საკითხში უფრო ოპტიმისტურად ხართ განწყობილი თუ ნაკლებად?

ზელენსკი: მე რეალისტი ვარ.
🙈1
მე ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ორივე მხარე უნდა შეჩერდეს. მაგრამ მთავარი საკითხი პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია — ზელენსკი
🙉1
"პრეზიდენტი ტრამპი არ ინახავს საიდუმლოებს და მან მე მითხრა, რომ პუტინს ვძულვარ. [ჟურნალისტი: თქვენც გძულთ ის?] მე ვფიქრობ, უცნაური იქნებოდა, რომ მათ ეცადათ ჩვენი ყველას დახოცვა და მე სხვანაირი დამოკიდებულება მქონოდა. ამ კაცთან მიმართებით ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს... ჩემთვის და ყოველი უკრაინელისთვის... ისინი ჩვენ თავს დაგვესხნენ და ისინი ჩვენთვის მტრები არიან"
🆒1
Axios-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს შორ დისტანციაზე მოქმედი "ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას.
👎3
უკრაინელებმა ულიანოვსკის ოლქში ქვესადგურს დაარტყეს.

ℹ️ 500 კილოვატიანი ქვესადგური "ვეშკაიმა" რეგიონში უმსხვილესია და ერთ-ერთი მთავარი კვანძია შუა ვოლგის ენერგოსისტემისთვის.

⚡️ მისი გავლით გადის დიდი ელექტროენერგიის სატრანზიტო ნაკადები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ცენტრალური რეგიონებისკენ.
1
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ ლიდერებთან.

გამოხმაურებები:

🇬🇧 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი:
💬 დავადასტურე ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის პირობებში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევას. უნდა მივაღწიოთ სამართლიან და მყარ მშვიდობას.

🇩🇪 გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი:
💬 პრეზიდენტ ზელენსკის სრულად უჭერს მხარს გერმანია და ჩვენი ევროპელი მეგობრები მშვიდობის გზაზე. მისი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები და გავყვებით შემდეგ ნაბიჯებს. ახლა უკრაინას სჭირდება სამშვიდობო გეგმა.

🇫🇮 ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი:
💬 ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ეს გულისხმობს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის პროცესს. მუშაობა გრძელდება. არავინ სურს ამ ომის დასრულება ისე ძლიერ, როგორც უკრაინელებს.

🇪🇺 ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა:
💬 ჩვენი საერთო მიზანია სამართლიანი და მყარი მშვიდობა უკრაინისთვის. მის მისაღწევად საჭიროა სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა, ასევე უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ამ მიზნის მისაღწევად.
კვირას დანიშნულ სხდომაზე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გასაზრდელად, მშვიდობის დასამყარებლად.
🤗1
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე 16 დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

დაკავებული მარიამ მეყანწიშვილისთვის ბრალდების ორგანო ითხოვს გირაოს აღკვეთის ზომად. მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

რაც შეეხება ირაკლი შაიშმელაშვილს - ის ძებნილად გამოცხადდა და დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
👎1
“პუტინს სურს, ისტორიაში შევიდეს როგორც რუსეთის საუკეთესო მმართველი პეტრე პირველის შემდეგ და ის არ აპირებს ტრამპთან რაიმე დათმობაზე წასვლას”, — წერს Financial Times.

დიქტატორი მიიჩნევს, რომ სანამ მას ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს, დონალდ ტრამპთან რაიმე დათმობის საჭიროება არ არსებობს — მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ნგრევის ზღვარზეა.

“პუტინისთვის ეს ფულის საკითხი არ არის — ეს მისი მემკვიდრეობაა. მას სურს, ისტორიაში დარჩეს”.

“დასავლური სადაზვერვო უწყებების თანახმად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების სამსახურები რეგულარულად აწვდიან პუტინს ანგარიშებს, რომლებშიც ტაქტიკურ წარმატებებზე ესაუბრებიან და ცრუ მოლოდინებს უქმნიან, რომ უკრაინა რუსეთთან შედარებით ბევრად უფრო დიდ დანაკარგებს განიცდის და ხაზს უსვამენ რუსეთის რესურსულ უპირატესობას”.
🤷‍♀1
ორი ინფორმირებული წყარო Axios-ს უყვება, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინ გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ აპირებს - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
წყაროების თქმით, ტრამპმა შეხვედრაზე მკაფიოდ გამოხატა, რომ ამჟამად მისი მთავარი პრიორიტეტი დიპლომატიაა და ის ფიქრობს, რომ Tomahawk-ების მიწოდებამ შესაძლოა ამ ძალისხმევას ზიანი მიაყენოს.
შეხვედრაზე ტრამპმა ხაზგასმით თქვა, რომ აშშ-ს დიპლომატიური გადაწყვეტის წინადადება ომის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის გაყინვას გულისხმობს.
ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ შეხვედრა "მარტივი არ ყოფილა", ხოლო მეორემ უბრალოდ თქვა: "ცუდი იყო".
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მათ Tomahawk-ებზე ისაუბრეს, თუმცა აღნიშნა, რომ მან და ტრამპმა გადაწყვიტეს, ეს თემა საჯაროდ არ განეხილათ, რადგან აშშ სურს თავიდან აიცილოს ესკალაცია.
ჟურნალისტის კითხვაზე, ოპტიმისტურად არის თუ არა განწყობილი Tomahawk-ების მიღებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ ასე უპასუხა - "რეალისტურად ვარ [განწყობილი]".
🥱1
"ორივე მხარემ უნდა აღიაროს რეალობა და მივიდეს მშვიდობიან შეთანხმებამდე“ — თეთრი სახლის პრეს-მდივანი

კეროლაინ ლივიტის თქმით, შეერთებული შტატები „ძალიან დაღლილია ამ ომით“, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არასოდეს ნებდება“.

„შეუძლებელია გადაჭარბებულად შეფასდეს, რამდენად დაუღალავად მუშაობენ პრეზიდენტი და მისი წარმოუდგენელი გუნდი. განსაკუთრებით კი თავად პრეზიდენტი, რომელსაც ბუკვალურად არ სძინავს და დღე-ღამეში 24 საათი მუშაობს მშვიდობისთვის და ის გააგრძელებს ამ საქმეს რუსეთისა და უკრაინის მიმართ, ისე როგორც იქცეოდა ისრაელსა და ღაზას სექტორში“, — განაცხადა მან.
😴1
ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა | ამის შესახებ განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ გააკეთა. უცნობია ვინ არიან დასანქცირებული ქართველები.
“იმიგრაციის შესახებ“ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორი მოქალაქის ლატვიის რესპუბლიკაში არასასურველი პირების სიაში შეყვანის შესახებ. მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ" | ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

📍 ლატვიას ჯამში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული 80-მდე პირი ჰყავს დასანქცირებული.
👏2
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი ნიუ-იორკის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი შეიწყალა.

სანტოსს ბრალად საბანკო თაღლითობა და იდენტობის მოპარვა ედებოდა, რისთვისაც მას შვიდი წელი მიუსაჯეს. სანტოსს სასჯელის ჯამური ვადიდან სამ თვეზე ნაკლები ჰქონდა მოხდილი.

"ჯორჯ სანტოსი თაღლითი იყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ბევრი თაღლითია, რომლებიც შვიდწლიან სასჯელს არ იხდიან" - დაწერა ტრამპმა პოსტში და, ამასთანავე, დაამატა, რომ ხელი მოაწერა "განკარგულებას, რომლითაც სანტოსი ციხიდან დაუყოვნებლივ გამოვა."
🥴1
ზელენსკიმ ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს ტრამპთან შეხვედრაზე, თუმცა უკრაინის კაპიტულაცია გამორიცხულია, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, ვაშინგტონში გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ აუცილებელია ევროპულმა ქვეყნებმა გააძლიერონ დახმარება უკრაინის მიმართ ყველა მიმართულებით. ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს, თუ უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი იქნება.

კანცლერის აზრით, უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი არ შეაკავებს თავის ამბიციებს და შესაძლოა თავს დაესხას სხვა ევროპულ ქვეყანას.
👍1😘1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
ლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა რუს პროპაგანდისტ სიმონიანს და Russia Today-ის გუნდს „გლობალურ საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გაბედულად და გამუდმებით დაცვისთვის.“
💩5
17 ოქტომბერს პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეებში "გენდერული ან რელიგიური მიზეზებით" სახის დაფარვას კრძალავს.

ეს კანონპროექტი ულტრამემარჯვენე პარტია Chega-მ წარადგინა და ის უმეტეს საჯარო ადგილებში ისეთ სამოსებს კრძალავს, როგორებიცაა ბურქა და ნიქაბი.

მსგავსი სამოსის ტარება კვლავ ნებადართული იქნება თვითმფრინავებში, დიპლომატიურ ობიექტებსა და სამლოცველოებში.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვისთვის ჯარიმა 200-დან 4 000 ევრომდე იქნება.

კანონს პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ უნდა მოაწეროს ხელი. მას ასევე შეუძლია კანონს ვეტო დაადოს ან ის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვისთვის გადაამისამართოს.
👍1🗿1
"ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 200 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ერთეული და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში, გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები" | აცხადებენ სუს-ში.

პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა და ელექტრომოწყობილობები. მოგვიანებით, ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა თქვა, რომ სიძეს ვერ უკავშირდებოდა.
💅2
"გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამართა თეთრ სახლში და ევროპელ ლიდერებთან, ერთი რამ სრულიად გასაგები გახდა: ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, — დაწერა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.
🙏1
2025/10/19 20:52:28
Back to Top
HTML Embed Code: