"2.5 საათის მანძილზე, დონალდ ტრამპს პუტინისთვის დაბადების დღე ერთხელაც არ მიულოცია." - იური უშაკოვი.
🐳1
თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინდოეთმა უკვე შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვა 50%-ით.
👌2
📌 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: "თუ ჰამასი გააგრძელებს ხალხის ხოცვას ღაზაში, რაც შეთანხმების ნაწილი არ იყო, ჩვენ სხვა გზა არ გვექნება, გარდა იმისა, რომ შევიდეთ და მოვკლათ ისინი."

ასე გამოეხმაურა ტრამპი ბოლო 48 საათში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც ჩანს, რომ ომის დასრულების შემდეგ ჰამასმა მოქალაქეების გასამართლების გარეშე დახვრეტა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი "ჩვენ" ტერმინით საუბრობს იმაზე, თუ ვინ დასჯის ჰამასს, მან წარსულში დააზუსტა, რომ ის ისრაელს გულისხმობდა და ღაზაში აშშ-ის ჯარების შეყვანა საჭირო არ იქნება.

👉 ღაზის სამხრეთში, ხან იუნისის რაიონში მოქმედი დაჯგუფების ლიდერმა, ჰოსამ ალ-ასტალმა დღეს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფება ასობით ადამიანს სჯის სიკვდილით. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ღაზელები ისრაელის დაბომბვისგან იხსნა, პრეზიდენტმა ახლა ისინი ჰამასისგან უნდა იხსნას.
👀2
🔴 ყაველაშვილმა ახალ ამკრძალავ კანონებს ხელი მოაწერა | დოკუმენტები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა

🔻 ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

🔻 უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს:

• იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;

• იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

🔴 ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

• რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

• სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

• იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

• არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

• ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

• ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის [პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა] მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება:

• პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა – ჩადენილი მესამედ – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;

• ჩადენილი არაერთგზის – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე

• ჩადენილი არასრულწლოვნის მიერ – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
💩2🤬1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
დივერსანტებმა რუსეთში, სამარაში, ტოლკაის რკინიგზაზე, ქვესადგური დაწვეს
🔥3🎄1
ტრამპი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს - CNN
🌚1👀1
ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ტრამპთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრამდე ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა.
👍2🥰1
”ახლახან პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით ვისაუბრე. მიმდინარეობს აშშ-რუსეთის მშვიდობის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები. უნგრეთი — ეს არის მშვიდობის კუნძული” - ვიქტორ ორბანი.
🤡3
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 323-ე დღეს.

ვიდეო: MO SE.
1💘1
ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია და პირველი განცხადება გააკეთა.

“უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი აჩქარებს დიალოგის განახლებას, როგორც კი ტომაჰავკების გადაცემის შესახებ ინფორმაციას გაიგეს. მე უკვე ვაშინგტონში ვარ.

დღეს მაქვს შეხვედრები თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან – მძლავრი ამერიკული იარაღის მწარმოებლებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვის გაძლიერება. კერძოდ, განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას. დღეს ასევე შევხვდები ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს. ახლა, როდესაც რუსეთი ტერორზე დებს ფსონს, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ და ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ხვალ დაგეგმილია პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა და ჩვენ მოველით, რომ ტერორისა და ომის შეკავების ის იმპულსი, რომელმაც წარმატებას მიაღწია ახლო აღმოსავლეთში, დაგვეხმარება რუსეთის ომის დასრულებაში უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი, რა თქმა უნდა, არ არის უფრო მამაცი, ვიდრე ჰამასი ან ნებისმიერი სხვა ტერორისტი. ძალის და სამართლიანობის ენა გარდაუვლად იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგაც.

მშვიდობისა და სანდოდ გარანტირებული უსაფრთხოების გარდა, სხვა ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ხალხი რუსული დარტყმებისა და თავდასხმებისგან რაც შეიძლება სწრაფად დავიცვათ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება”.
❤‍🔥1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
ტრამპი: “ჩვენ ახლახან გვქონდა საუბარი პუტინთან. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სატელეფონო კომუნიკაცია იყო”.
👎1
ზაპოროჟიეს ოლქში ლიკვიდირებულია რუსი "ვაენკორი" ივან ზუევი.

ის იყო რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს პროპაგანდისტი. ზუევი დაიღუპა უკრაინული დრონის იერიშის შედეგად.

ასევე მძიმედ დაშავდა მისი კოლეგა, იური ვოიტკევიჩი.
🎃1
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინული იარაღით ჩატარდა — ქვეყნის შიდა საბრძოლო მასალების წარმოების წყალობით.

"ჩვენ ძირითადად ჩვენი რესურსებით ვმოქმედებთ — ამ ოპერაციების 99% ჩვენი საშუალებებით ხორციელდება.“ - თქვა ბუდანოვმა.
😎1
"ჩვენ გვჭირდება Tomahawk-ები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენ ბევრი Tomahawk გვაქვს, მაგრამ ისინი გვჭირდება ჩვენი ქვეყნისთვის, ვერ დავკარგავთ, ის ძალიან ძლიერი, ზუსტი და კარგი იარაღია, მაგრამ ისინი ჩვენც გვჭირდება. ამიტომაც, არ ვიცი, რისი გაკეთება შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით..." | ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას, ესაუბრა თუ არა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემასთან დაკავშირებით

დღესვე, მან პუტინთან სატელეფონო საუბარი შეაჯამა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის "კარგი და პროდუქტიული" იყო. ტრამპი ვარაუდობს, რომ ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრა 2 კვირის განმავლობაში გაიმართება:

"მე ვფიქრობ, რომ [პუტინთნ] შეხვედრა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გაიმართება, მალევე. მარკო რუბიო აპირებს, შეხვდეს ლავროვს, ისინი მალევე შეხვდებიან... შესაძლოა, მათ უკვე დათქვეს შეხვედრის დრო და ადგილი იმიტომ, რომ მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან კარგი სატელეფონო ზარი [პუტინთან], ძალიან პროდუქტიული, მაგრამ მე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს და ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ხვალ მე შეხვედრა მაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთან და მას მოვუყვები ამ სატელეფონო საუბრის შესახებ. ჩვენ გვაქვს პრობლემა, მათ ერთმანეთის არ ესმით. ამის გამო, ზოგჯერ ძალიან რთულია, რომ შეხვედრები შედგეს. და, შესაძლოა, ჩვენ გავაკეთოთ რაღაც განცალკევებით, ცალ-ცალკე, მაგრამ თანაბარ პირობებში. ანუ, შევხვდეთ, დაველაპარაკოთ მხარეებს. ამ ორს მართლაც საშინელი ურთიერთობა აქვს. ჩვენ შევხვდებით უნგრეთში, მასპინძელი ვიქტორ ორბანი იქნება... იცით, რომ ეს ომი ჩვენს ქვეყანაზე გავლენას საერთოდ არ ახდენს, ჩვენ არ ვკარგავთ ადამიანებს, ჩვენ არ ვკარგავთ ამერიკელებს, ისინი კარგავენ რუსებს და უკრაინელებს, უმეტესად ჯარისკაცებს. იმედი გვაქვს, ამას შევაჩერებთ. ჩემი ურთიერთობის გამო პრეზიდენტ პუტინთან, ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდებოდა. ჩვენ უკვე 8 ომი დავასრულეთ და ამ ციფრს 9-მდე გავზრდით"... | თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ მოლაპარაკებებში მისი წარმომადგენელი, სტივ უიტკოფიც იქნება ჩართული.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვაშინგტონში ჩაფრინდა. ის ტრამპს თეთრ სახლში ხვალ შეხვდება. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის სწორედ Tomahawk-ების უკრაინისთვის გადაცემა იქნება
🤮1
ტრამპი:
მე ვუთხარი პუტინს: "ხომ არ იქნები წინააღმდეგი თუ რამდენიმე ათას “ტომაჰავკს“ შენს ოპონენტებს გადავცემ?
ეს იდეა მას არ მოეწონა.
🤣1
ჟურნალისტი:
ცდილობდა თუ არა პუტინი ხელი შეეშალა თქვენთვის, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკები“ არ მიგეყიდათ?

ტრამპი:
რასაკვირველია, აბა თქვენ როგორ ფიქრობთ? ხომ არ იტყოდა: "გთხოვ, გაყიდე ეს ტომაჰავკები, ძალიან ვაფასებ ამას"?
😁1
ტრამპი ამბობს, რომ რუსეთზე ახალი სანქციების დაწესების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ახლა შესაძლოა ამისი დრო არ იყოს.

მან პუტინთან საუბარი პროდუქტიულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა მშვიდობისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იყოს.
🗿2
დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს [პირველი ვადის დროს], ჯონ ბოლტონს მერილენდის ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი წაუყენეს.
ბოლტონს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის გაცემაზე რვა მუხლითა და ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის შენახვაზე ათი მუხლით ედება ბრალი.
სასამართლო ჩანაწერების თანახმად, გასულ თვეში გასაჯაროებულმა სასამართლო დოკუმენტებმა გამოააშკარავა, რომ ბოლტონი გასაიდუმლოებულ მასალასთან არასწორი მოპყრობის გამო ფედერალური გამოძიების ქვეშ იყო აყვანილი.
ბრალდების თანახმად, ბოლტონმა ეროვნული უსაფრთხოების თანამდებობაზე ყოფნის დროს, "ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის რანგში ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ათასზე მეტი გვერდი – მათ შორის, ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კლასიფიცირებული იყო უმაღლესი საიდუმლო", გაუზიარა ორ არაუფლებამოსილ პირს, რომლებიც მისი ნათესავები იყვნენ.
22 აგვისტოს FBI-მ ბოლტონის სახლი და ვაშინგტონში მისი ოფისი გაჩხრიკა.
ბოლტონის ადვოკატს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის გამო მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება.

"ვფიქრობ, ალასკამ მართლაც მოამზადა ნიადაგი. და ეს არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ სწორედ მან შექმნა საფუძველი. უნდა გაიგოთ — მე ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ მე ეს ომი არ დამიწყია. ეს ბაიდენის საქმეა. როცა მოვედი, სრული ქაოსი დამხვდა. ეს ყველაფერი მესამე მსოფლიო ომამდე შეიძლებოდა მისულიყო. მაგრამ ასე არ მოხდება,“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
🤡1
2025/10/17 02:43:44
Back to Top
HTML Embed Code: